უცნაური ხალხია ეს ფეხბურთელები. ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ბოლო ორ დღეში ამის საუკეთესო მაგალითი...

უცნაური ხალხია ეს ფეხბურთელები. ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ბოლო ორ დღეში ამის საუკეთესო მაგალითი ჰოლანდიელმა გარემარბმა დირკ კუიტმა გვიჩვენა. "ლივერპულის" ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ხუთშაბათს, ევროლიგაში, თურქულ "ტრაბზონსფორს" 88-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაუტანა გოლი გაუტანა (მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს) და სიხარულით შემოსძახა, ჩემი მომავალი "წითლებთან" არის დაკავშირებული აქედან ფეხის გამდგმელი არსად ვარო. არადა, "ლელოს" მკითხველმა კარგად იცის, რომ წინა დღეს გაზეთებმა ჭორები კი არა, მისი სრულიად ოფიციალური აგენტის რობ იანსენის სიტყვები გამოაქვეყნეს:

"მართალია, "ინტერი" და "ლივერპული" ჯერ არაფერზე შეთანხმებულან, მაგრამ დირკმა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს უკვე უთხრა, რომ წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რადგან საქმე მის მომავალ ცხოვრებასა და კარიერას ეხება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კუიტი "ლივერპულიდან" გასაქცევად ყველაფერს იკადრებს, მაგრამ როდესაც ცხოვრებაში გეძლევა შანსი გადახვიდე "ინტერის" დონის კლუბში, ბუნებრივია, ებღაუჭები".

ახლა კი ტრაპიზონში გატანილი გოლის შემდეგ ნათქვამს გავეცნოთ: "მე ჩემს ახლანდელ გუნდში თამაში მომწონს და მინდა მასთან ერთად ტიტულები მოვიგო. ჩემი მომავლის შესახებ ამ ბოლო დროს ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელია: ჩემი ხვალინდელი დღე "ლივერპულია".

კუიტის გოლმა მერსისაიდელთა ახალი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მორიგი ნერვიულობისგან და ვაებისგან იხსნა. შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" პრემიერლიგის პირველ ტურში "არსენალთან" შინ ვერ მოიგო - ბოლო წუთზე გაუშვა გოლი, მეორეში "მანჩესტერ სიტისთან" 3:0 განადგურდა და ახლა, ტბაპიზონში აგებდა 1:0-ს. საგულისხმოა, რომ გაშვებულ გოლში ბრალი სწორედ დირკ კუიტს მიუძღოდა - ბურთი მან დაკარგა. ჰოლანდიელის ტრანსფერთან დაკავშირებით ჰოჯსონმა თქვა:

"დირკის ყიდვის სურვილი ოფიციალურად არავის გამოუთქვამს. ის არ იყიდება და ამ საკითხზე ერთი წუთითაც არ მინერვიულია. "ტრაბზონსფორთან" 1:0 რომ წაგვეგო, ალბათ, დაიწერებოდა, რომ კუიტი ყველაფერს კადრულობს ოღონდ კი "ლივერპულიდან" წავიდეს - გოლი ხომ მისი შეცდომის გამო გავუშვით. საბედნიეროდ, ის გონს დროულად მოეგო. შეცდომამ არ დააბნია და კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც უნდა ენდო. თავიდან ისე გამოჩნდა, რომ ჩვენ იარაღი დავყარეთ, მაგრამ როგორც ხედავთ მოვიგეთ და ეჭვი არ მეპარება, ეს მოგება მთელი შემდგომი სეზონისთვის იქნება სასარგებლო".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა