"ასტონ ვილას" მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა "არსენალის" ჰოლანდიელ თავდამსხმელ რობინ ვან პერსის თაღლითი უწოდა
"ასტონ ვილას" მწვრთნელმა, "დიდ ეკად" წოდებულმა ალექს მაკლიშმა "არსენალის" ჰოლანდიელ თავდამსხმელ რობინ ვან პერსის თაღლითი უწოდა.

მან თქვა, "მეთოფეებთან" შეხვედრის წინ ჩემს მოთამაშეებს საგანგებოდ ვუთხარი, ასი ყური და ასი თვალი გამოისხით, ჰოლანდიელთან ფრთხილად იყავით, მეთქი, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მაინც მოხდაო. კერძოდ, ოთხშაბათს, ბირმინგემში, "ასტონ ვილამ" "არსენალთან" 2:1 წააგო და ამ შეხვედრაში მოედნიდან მასპინძელთა 27 წლის მარჯვენა მცველი, ალან ჰატონი გააძევეს.

საინტერესოა, რომ 28 წლის ვან პერსი, უშუალოდ, ჰატონის არც ერთი გაფრთხილების მონაწილე არ იყო, მაგრამ დიდი ეკი თავისი ფეხბურთელის გაგდებას მაინც მას აბრალებს. საქმე ის არის, რომ მაკლიშის აზრით ჰოლანდიელს მოწინააღმდეგის გაღიზიანების ხერხები შესანიშნავად აქვს დამუშავებული.

"მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა ის წყობიდან გამოიყვანეს. მაგალითად, ვან პერსი, ჯერ კიდევ გასახდელში ხელს უქნევდა. ისე, ალანს ამდენი გამოცდილება კი უნდა ჰქონოდა. მისი ასაკის კაცს უნდა შეეძლოს, ურეაქციოდ დატოვოს, როდესაც მეტოქე ჩაუვლის და სახეში შესცინებს. ვფიქრობ, "არსენალის" თავდამსხმელმა ჰატონს მართლაც დააკარგინა წონასწორობა.

ნამდვილად გაბრაზებული ვარ. ჩემს ფეხბურთელებს ასეთი სისულელის გამო მოედნიდან არ უნდა აძევებდნენ. იმედი მაქვს, ამიერიდან მეტ გამოცდილებას შევიძენთ. ისე, ვან პერსის თამაშის ეს მხარე პირადად მე არ მაღიზიანებს. ამას ქუჩური ხრიკები ჰქვია. თუ ფეხბურთელი მოახერხებს და მოწინააღმდეგე გუნდს კაცნაკლულს დატოვებს მოედანზე, ჩათვლეთ სასარგებლო საქმე გაუკეთებია" - თქვა დიდმა ეკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
ეს მწვრთნელი დებილია აბა რა არის. ვან პერი საუკეტესოა და ეს შურთ.
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა