36 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სავარაუდო ხელფასი პსჟ-ში თვეში 800 ათასი იქნება
აღნიშნული მასალას ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე გადავაწყდით და მივიჩნიეთ, რომ ჩვენი მკითხელისთვისაც საინტერესო უნდა ყოფილიყო.

ფრანგ მემარცხენე პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, უკმაყოფილების ახალი საფუძველი გაუჩნდათ. მიზეზი დევიდ ბექჰემია, ინგლისელი ფეხბურთელი, ვისი "პარი სენ-ჟერმენთან" ძვირადღირებული "ქორწინება" დროის ამბავია.

უფრო თუ დავაზუსტებთ, უკმაყოფილებას მისი ანაზღაურება იწვევს. როგორც პოლიტიკოსები მიიჩნევენ, მიუხედავად "მანჩესტერ იუნაიტედში", "რეალში", "გალაქსისა" და ინგლისის ნაკრებში დამსახურებული ავტორიტეტისა, მისი ხელფასი 36 წლის კვალობაზე მეტისმეტად მაღალია. ფეხბურთელი ხომ, სავარაუდოდ, თვეში 800 ათას ევროს მარტო ხელფასით გამოიმუშავებს.

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ოლანდის წინასაარჩევნო კამპანიის დირექტორის პიერ მოსკოვიჩის თქმით, მას ეჭვი ეპარება საერთოდ ღირს თუ არა ვეტერანი ფეხბურთელი ამხელა დანახარჯად. თუმცა აშკარაა, რომ მის მოსაზრებას სულაც არ იზიარებენ პარიზული კლუბის მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები, რომლებიც ელისეის მინდვრებზე ბექზისადმი მიძღვნილი სპეციალური მსვლელობის მოწყობასაც გეგმავენ.

თავად ყატარელი შეიხები კი ნამდვილად არ ჰკითხავენ ნებართვას ფრანგ სოციალისტებს, რადგან მათთვის დევიდის გადაბირება უკვე პრინციპის საკითხად იქცა. ბექჰემის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება და ახალი მთავარი მწვრთნელის ერთდროულად წარდგენა მათი მხრიდან ერთობ ხმამაღალი სიტყვა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე