მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გუშინ მადრიდის "ატლეტიკომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - არც თუ კარგად დავიწყებული ძველი, დიეგო სიმეონე.

გრეგორიო მანსანოს ხელში "ატლეტიკომ" ყველა ფრონტზე წაიფორხილა, ლა ლიგაში გუნდი 19 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილზეა და საეჭვოა, შეძლოს ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა. ამიტომაც მე-3 დივიზიონის "ალბასეტეესთYან" სამარცხვინო მარცხი ბოლო წვეთი იყო მოთმინების ფიალაში და 55 წლის ესპანელ სპეციალისტს კარზე მიუთითეს, 41 წლის არგენტინელს კი დაუძახეს.

"ატლეტიკოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სიმეონეს პრეზენტაცია 27 დეკემბერს "ვისენტე კალდერონის" ვიპ-დარბაზში გაიმართება. სიმეონე "ატლეტიკოს" ნახევარმცველი იყო 1994-1997 და 2003-2005 წლებში, ის ნაღდი "როხიბლანკოა" და მადრიდული კლუბის სამზარეულო იცის.

სიმეონე ახლა უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდა მადრიდში, მანამდე კი ის არგენტინულ "რასინგში" მუშაობდა. სიმეონემ არგენტინის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ჯერ როგორც "ესტუდიანტესის" თავკაცმა, მერე როგორც - "რივერ პლეიტის". გუშინ მან "ატლეტიკოსთან" 2013 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა