ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზაზამ გამოფენა რვიანებით დახურა

ზაზამ გამოფენა რვიანებით დახურა

საქართველოს ნაკრებისა და "ატლანტას" ცენტრმა საგამოფენო მატჩები დაასრულა და NBA-ს სეზონს 27 დეკემბერს დაიწყებს
საქართველოს ნაკრებისა და "ატლანტა ჰოქსის" ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ საგამოფენო მატჩები დაასრულა და NBA-ს ახალ სეზონს 27 დეკემბერს დაიწყებს.

პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის "ატლანტა" ყოფილი არმიელის სანდიატა გეინსის "ნიუ ჯერსის" ეწვევა.

ქართველი და 8:0

ლოკაუტის გამო საკალათბურთო ასოციაციაში სეზონიც შეიკვეცა და საკონტროლო (იქაურად საგამოფენო) მატჩების რაოდენობაც შემცირდა. ამიტომ "ჰოქსმა" მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა - "შარლოტს" ჯერ სტუმრად ეთამაშა, ხოლო 23 დეკემბერს გამთენიისას (ქართული დროით) ამავე გუნდს ატლანტაში უმასპინძლა. პირველი შეხვედრა ჯორჯიელებმა 2 ქულის სხვაობით რომ წააგეს, უკვე მოგახსენეთ, საპასუხო დაპირისპირებაში კი "ქორებმა" ქართველი ცენტრის დახმარებით 92:75 გაიმარჯვეს.

ჯორჯიელთა 27-ე ნომრის, ზაზა ფაჩულიას გარჯაზე გადამეტებულს რომ არაფერს ვამბობთ, ამის ნათელსაყოფად ქრონოლოგიის გადახედვაც საკმარისია: მესამე პერიოდის ბოლოს მწვრთნელმა ლარი დრიუმ ფაჩულია მოედანზე დააბრუნა.

ქართველიც შეტევაში სრული ძალით ამოქმედდა: ახალწვეულ ვლადიმირ რადმანოვიჩს შედეგიანი გადაცემით სამქულიანი ჩააგდებინა (65:57), რასაც ორწუთიან მონაკვეთში 5 მოხსნა, 6 ქულა მიამატა და "ატლანტას" 14-ქულიანი უპირატესობა დაუბევა - 71:57. როგორც დააკვირდით დროის ამ მონაკვეთში შარლოტელებს ქულა არ ჩაუგდიათ. მათ მეოთხე რაუნდში ვერ მოახერხეს მესამე პერიოდში დაკარგულის ანაზღაურება და საბოლოოდ 75:92 დამარცხდნენ.

დაცვაშიც...

ჯორჯიულ გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენში" მატჩის განხილვის პარალელურად თითოეული კალათბურთელის შეფასება დაიწერა. აი, რას ამბობენ ამერიკელი ჟურნალისტები 27 წლის ქართველზე:

"დაცვაშიც კარგი იყო. იგი ფარქვეშ პოზიციას სწორად არჩევდა, რის ხარჯზეც მეტოქე წინახაზელებს აშკარად აჯობა (უფრო მაღალი ნახტომი რომ ჰქონდეს და გუნდს დაფარებებითაც ეხმარებოდეს, იდეალური იქნებოდა). ზაზა შეტევაშიც თამამად ხსნიდა და ბურთს კალათში თუ არ აბრუნებდა, მეტოქეებს ჯარიმის მიღებას აიძულებდა. ფაჩულიას მართლაც კარგი მოსამზადებელი ეტაპი გამოუვიდა."

მან გუშინდელ საგამოფენო მატჩში 8-8 ქულა მოხსნა მიითვალა, რისთვისაც 13 წუთი ეყო. "შარლოტთან" შეხვედრის გმირი ჯოშ სმიტი იყო, რომელმაც 23 წუთში 21 ქულა ჩააგდო.

ორი ჩხუბის გარანტია

NBA-ს სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერს იხსნება, თუმცა როგორც გითხარით, "ატლანტა" პირველ ოფიციალურ მატჩს 27-ში ჩაატარებს.

მანამდე ოკეანისგაღმელი ანალიტიკოსები NBA-ს გუნდების სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობენ. გამოცემა "ბლიჩერეპორტმა" ვრცელი სტატია მიუძღვნა "ატლანტა ჰოქსს". ავტორი, რაჯ პრაშადი ათ კითხვას სვამს, რომელთაგან ერთ-ერთი ფაჩულიას ეხება: "რომელი კალათბურთელი მოიხვეჭს სახელს?"

პასუხი: "ჯორჯიულ კლუბში დაბრუნდა ვეტერანი ზაზა ფაჩულია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ატლანტელი ფანების ფავორიტი მომავალ სეზონში სათადარიგოთა შორის სათამაშო დროს უხვად მიიღებს. იგი კვლავაც სოლიდური უნდა იყოს დაცვაში და სახიფათო - დამაგვირგვინებელ ფაზაში. გვაქვს იმის გარანტიაც, რომ ორ ჩხუბში მაინც მიიღებს მონაწილეობას."

ატლანტა-შარლოტი 92:75

ზაზა ფაჩულია: 12:55 წუთი, 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ფოლი, 1 შეცდომა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

05:03 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

04:57 ფოლი: 1

04:20 ფოლი: 2

04:20 შეცდომა: 1

03:16 ორქულიანი: არაზუსტი

01:05 ორქულიანი: 2ქ (23:26)

0:00 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

II პერიოდი

10:44 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

10:02 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

04:11 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

03:39 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

02:19 პასი: 1 (რადმანოვიჩი 3ქ, 65:57)

01:47 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 67:57)

01:31 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

01:18 მოხსნა: შეტ-2, დაც-3

01:17 ორქულიანი: 6ქ (69:57)

00:48 მოხსნა: შეტ-3, დაც-3

00:34 მოხსნა: შეტ-4, დაც-3

00:34 ორქულიანი: 8ქ (71:57)

IV პერიოდი

10:28 მოხსნა: შეტ-4, დაც-4

10:17 ბენსონმა ზაზა შეცვალა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა