"ოლექსანდრიას" 22 წლის ქართველი ნახევარმცველი მის მომავალზე ნათელის მოფენას იანვრისთვის ვარაუდობს
საქართველოს ნაკრებისა და "ოლექსანდრიას" 22 წლის ნახევარმცველის დავით თარგამაძის მომავალზე უერთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ჯერ იყო და, უკრაინულმა ინტერნეტ-გაზეთმა "უა-ფუტბოლმა" "პორტოში" მისი შესაძლო ტრანსფერი ახსენა, შემდეგ კიევის "დინამოს" ინტერესზე დაწერა, ბოლოს კი, გადაწყდა, თარგამაძე დონეცკის "შახტარმა" შეიძინა, მაგრამ იჯარით მარიუპოლის "ილიჩივეცში" უშვებსო.

დონეცკელთა კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა დაადასტურა, თარაგამაძე მართლაც გვაინტერესებს, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი, რომ "ცალი ფეხით" ჩვენი კლუბის წევრიაო.

ცნობა "ილიჩივეცის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ ლეონოვმა უარყო, ჩვენ ფორვარდი გვჭირდება და არა შემტევი ნახევარმცველი, თარგამაძე კი თავდამსხმელი არ არისო.

შემდეგ გაირკვა, რომ თარგამაძეს რუსეთის ვიზა აეღო და მოსკოვში ერთ-ერთ იქაურ კლუბთან მოსალაპარაკებლად წასვლას გეგმავდა.

"შესაძლოა, მოსკოვში სამედიცინო შემოწმებაზე გავემგზავრო და არ არის გამორიცხული, კონტრაქტი გავაფორმო", - თქვა დავითმა

მოკლედ, აქ დაახლოებით ასეთი სურათი იკვეთება: ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებას რამდენიმე კლუბთან აწარმოებს, თან, პარალელურად, მედიაში სატყუარების შეგდებით საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. ეს მენეჯერების ცნობილი ფანდია.

ცხადია, საკუთარი ინტერესები აქვს "ოლექსანდრიასაც", რომლის პრეზიდენტმა ნიკოლა ლავრენკომ "შახტართან" წინასწარი შეთანხმება ადრევე ახსენა, მაგრამ გუშინ "უკრაინსკი ფუტბოლთან" ახალი პრედენდენტები დაასახელა.

"მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ჩვენც და თარგამაძის მენეჯერიც. დათო საკუთარ თავს მაღალი კლასის მოთამაშედ მიიჩნევს და დიდ კლუბში თამაში სურს. საერთოდ, ამ ხმებისა და მოლაპარაკებებისგან მას თავბრუ დაეხვა.

ჩვენ ამჟამად თარგამაძის თაობაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სამ "დინამოსთან" - კიევის, მოსკოვისა და თბილისის. "შახტართან" ამის თობაზე უკვე ვილაპარაკეთ და ჯერ დათოს მათთან არანაირი კონტრაქტი არ გაუფორმებია. მას "ოლექსანდრიასთან" მოქმედი კონტარქტი დღემდე აკავშირებს.

არ დავმალავ, დავითის გაყიდვისა და ამით რამდენიმე მოთამაშის შეძენის ვარიანტს განვიხილავ. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შემოთავაზება დაგვაკმაყოფილებს მეც და თარგამაძესაც," - თქვა ლავრენკომ.

უკრაინული კლუბის პრეზიდენტმა თბილისის "დინამოს" დაინტერესებაზე მანამდეც თქვა, რაც სიახლე არ ყოფილა, რადგან ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თბილისური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა "ოლექსანდრიას" შემტევი ნახევარცველის დაინტერესება არ დამალა.

"თუმცა თარგამაძეს კატეგორიულად არ სურს საქართველოში თამაში", - აზუსტებს ლავრენკო უკრაინულ გამოცემა "კომანდასთან" ინტერვიუში.

"შახტარის" ინტერესი დაადასტურა თარგამაძემაც, მაგრამ ისიც თქვა, კლუბები კი შეთანხმდნენ პირობებზე, მაგრამ მე ჩემი ინტერესი მაქვსო.

დათოს გუშინ პატარა კომენტარი ვთხოვეთ.

- ბევრი კლუბი დასახელდა, შენ რომელში გსურს გადასვლა?

- ამას იანვრის დასაწყისამდე გეტყვით.

- რუსეთი თუ უკრაინა?

- ალბათ, უკრაინაში დავრჩები.

- "შახტარი" თუ კიევის "დინამო"?

- ეს მალე გაირკვევა.

- "შახტარში" გადასვლა და "ილიჩივეცში" იჯარით წასვლა შენთვის მისაღებია?

- "შახტარი" კარგი გუნდია და ფორმის შესანარჩუნებლად სამი თვით სხვაგან თამაშიც წინააღმდეგი არ ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა