ევროლიგის მე-9 ტურის მატჩში "პარტიზანთან" ქართველმა ფორვარდმა 17 ქულა ჩააგდო, რაც მისი პირადი საევროლიგო რეკორდი იყო
ევროლიგის მე-9 ტურის მატჩში ბელგრადის "პარტიზანთან" საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ 17 ქულა ჩააგდო, რაც მისი პირადი საევროლიგო რეკორდი იყო.

სამწუხაროდ, სწორედ ამ მატჩში მან ტერფის ძვალი დაიზიანა და მკურნალობისთვის მინიმუმ ორი თვე დასჭირდება.

კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ შენგელიასთან, საიდანაც რამდენიმე საკითხი ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.

- ფეხი 2 კვირის წინ, "პარტიზანთან" ვიტკინე და როგორც აღმოჩნდა, ტერფის ძვალი მაქვს დაზიანებული. ევროლიგაში "არმანისთან" და ბელგიის ჩემპიონატში "ანტვერპენთან" გაბზარული ძვლით ვითამაშე. ფეხი კი მაწუხებდა, ძალას ვერ ვატანდი, მაგრამ არ მეგონა, ტრავმა ასეთი სერიოზული თუ აღმოჩნდებოდა.

კლუბის ექიმებმა ფეხზე რენტგენი გადამიღეს და 2 თვე ვარჯიში ამიკრძალეს. შესაძლოა, ძვალი მოსალოდნელზე ადრე აღდგეს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კვლავ ჩავიტარებ გამოკვლევას... შესაძლოა, ტრავმის მიზეზი, გადაღლილობაა. მე ხომ რამდენიმე წელია, ფაქტობრივად შესვენების გარეშე ვთამაშობ. ექიმებმა მითხრეს, ეტყობა დატვირთვას ვერ გაუძლო და ამიტომ გაგებზარა ძვალიო.

გულშემატკივარს ისიც მოეხსენება, რომ მიმდინარეობს გამოკითხვა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის გამოსავლენად. კანდიდატთა ათეულში თორნიკე შენგელიაცაა.

- მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა ერთხელ მაინც მომცა. ჩემთვის ამ გამოკითხვაში მოხვედრა დიდი პატივია. ძალიან მიხარია, ისეთი დონის კალათბურთელების გვერდით რომ დამაყენეს. ჩემი აზრით, ყველა ღირსეული კანდიდატია. თითოეულს ვიცნობ, უმეტესობასთან პირადად მითამაშია. 3 მათგანი წლეულს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში გადავიდა - ენეს კანტერი, ნიკოლა მიროტიჩი, იონას ვალანჩიუნასი.

20 წლის ქართველი ევროლიგაზე ჩატარებულ მატჩებს მოკლედ იხსენებს:

- "რეალთან" სადებიუტო შეხვედრას გამოვარჩევ. ასევე, ყოველთვის მემახსოვრება "პარტიზანთან" ბელგიაში და "ეფესთან" თურქეთში მოგებული თამაშები. პირველში 17 ქულა დავაგროვე, ხოლო სტამბოლში გამარჯვება სენსაციის ტოლფასი იყო.

საინტერესოა თორნიკეს მოსაზრება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების შესახებ.

- ჯგუფის ფავორიტებად საქართველოსა და ბოსნიას მივიჩნევ, თუმცა არც ლატვია უნდა დავივიწყოთ. ბალტიისპირელებთან გასულ აგვისტოში ამხანაგური მატჩები ვითამაშეთ, რომლებშიც საკმაოდ გაგვიჭირდა. მიმაჩნია, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი მეტოქე, წარმატების მისაღწევად ყველასთან მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდებოდა. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა რეალურად შეგვიძლია, რისთვისაც არაფერი უნდა დავიშუროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა