ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ოფიციალური მონაცემების მიხედვით მსოფლიოს თასის გათამაშებისას ქვეყანას 133 220 სტუმარი ეწვია
მსოფლიოს თასის გათამაშების ორგანიზატორმა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომლის თანახმადაც მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმის მსვლელობისას ამ ქვეყანას 133 220 სტუმარი ეწვია.

ახალი ზელანდიის სტატისტიკურმა სამმართველომ დააზუსტა, რომ მსოფლიოს თასის შეხვედრების სანახავად სექტემბერში ქვეყანაში 80 ათასი უცხოელი ქომაგი ჩავიდა, ხოლო ოქტომბერში 53 200.

"ეს ახალი ზელანდიისთვის და ამ ტურნირისთვის შესანიშნავი ციფრებია. ბილეთების გაყიდვებმა პიკს მსოფლიოს თასის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მიაღწია და ოქტომბრამდე სტაბილურად გრძელდებოდა." - თქვა საორგანიზაციო კომიტეტის მარკეტინგის ხელმძღვანელმა შეინ ჰარმონმა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი სტუმარი ახალ ზელანდიას მეზობელი ავსტრალიიდან ეწვია - 55 200, დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოს თასზე 19 100 ქომაგი მიავლინა, საფრანგეთმა - 11 100, სამხრეთ აფრიკამ - 8 500, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - 5 500, ირლანდიამ - 4 300, არგენტინამ - 3 000, იაპონიამ - 2 900, კანადამ - 2 600. ახალ ზელანდიაში სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან ჯამში 20 900 ქომაგი ჩავიდა.

ყოველივე ამან კი, ცხადია, დადებითი გავლენა იქონია გაყიდვების მაჩვენებელზე. სტატისტიკური სამმართველო ამტკიცებს, რომ ასეთი ნამატი 2006 წლის შემდეგ ქვეყანას არ ჰქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა