სუპერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო- მე11 ტურის დასკვნით მატჩში "დინამომ" თსუ სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 101:91 იმარჯვა
დასრულდა სუპერლიგის 2011-2012 წლების მიმდინარე სეზონის პირველი წრე, სადაც ბოლო- მე11 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს "დინამო " და თსუ დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, სადაც საბოლოოდ "დინამომ" სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 101:91 იმარჯვა.

დაძაბულად წარიმართა მატჩის პირველი მეოთხედი, თავდაპირველად ანგარიში დინამოელებმა გახსნა, თუმცა მთელი მეოთხედის განმავლობაში თსუ-მ იაქტიურა და პერიოდი 28:24 მოიგო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სასარგებლოდ დაიწყო მეორე პერიოდიც, თუმცა მეოთხედის მე-5 წუთზე "დინამომ" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა - 30:34.

ამ მომენტისთვის დინამოელები საკმაოდ გააქტიურდნენ, მაგრამ "სტუდენტებმა" არ დაუთმეს მეტოქეს და წინ გასვლის საშუალებაც არ მისცეს - 41:36. ტაიმის დასრულებამდე 27:4 წამით ადრე დინამოელები 38:43 მარცხდებოდნენ, თსუ-მ შეტევა ვერ გამოიყენა, სანაძემ კი ზუსტი 2 ქულიანით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა - 43:45. ამ ანგარიშითვე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

მესამე მეოთხედშის დასაწყისში კი "დინამო" პირველად გავიდა წინ - 46:45, შემდეგ კი კვლავ იაქტიურა და სხვაობა 3 ქულით გაზარდა -49:45 დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, თეს არ დანებებულა, თორნიკე ნინიაშვილმა ზედიზედ ორი 2-ქულიანი მიითვალა და ანგარიში საყაიმო გახადა - 49:49.

ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა და სიტუაციაც სულ უფრო მეტად დაიძაბა. პერიოდის დასრულებამდე 1:38 წუთით დრე უპირატესობა კვლავ "დინამომ" მოიპოვა - 65:61, ხოლო პერიოდის დასასრულს ანგარიში კვლავ მის სასარგებლოდ დაფიქსირდა - 70:63. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა დასკვნით მეოთხედში, "დინამომ" მცირე უპირატესობას ინარჩუნებდა, ხოლო თსუ ამჯერად მდევრის როლში აღმოჩნდა.

აღნიშნული პერიოდის მე-3 წუთზე დინამოელებმა სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს და 10 ქულით გავიდნენ წინ - 78:68. "სტუდენტები" არ დანებებულან, შეძლეს მატჩზე მობილიზება და პერიოდი შუაწელში სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს - 77:80.

"დინამომ" კვლავ ჩინებულად ითამაშა და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:17 წუთით ადრე მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მეტოქე საბოლოოდ მაინც გატეხა და მატჩში დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვა - 101:91.

გამარჯვებულებს 27ქულით ქიენ კარტერმა ულიდერა, რომელსაც ქულით ჩამორჩა დუდა სანაძე(26ქულა) ხოლო 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი დეივ ნოელმა მიითვალა. თსუ-ს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: თორნიკე ნინიაშვილმა 21 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო მიხეილ ჩიტაშვილს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა - 20 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა.

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა