ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქაოსი "ლევერკუზენში"

ქაოსი "ლევერკუზენში"

დირექტორს მწვრთნელი მოსწონს, პრეზიდენტს - არა! ფანები მწვრთნელის გაგდებას ითხოვენ, მწვრთნელმა ბალიტში გააგდო
ლევერკუზენის "ბაიერმა" პირველი წრე მე-6 ადგილზე დაასრულა, რაც არც ცუდია და არც კარგი - რაც მთავარია, "ფარმაცევტები" ევროზონაში არიან, ამ სეზონში კი მინიმალურ მიზნად სწორედ ეს აქვთ დასახული.

სამაგიეროდ, ნამდვილად მშვენიერი წარმატება იყო ის, რომ გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გადალახა და ახლა, მერვედფინალში პატივი ექნება, "ბარსელონასთან" ორჯერ ითამაშოს. ერთი სიტყვით, "ლევერკუზენის" შედეგები სეზონის პირველ ნახევარში საბოლოოდ დადებითად უნდა შეფასდეს. მიუხედავად ამისა, გუნდში ტოტალური უკმაყოფილება და ქაოსია.

ყველაფერი გასული კვირის დასაწყისში, ორშაბათს, ჰანო ბალიტშის მოულოდნელი მოკვეთით დაიწყო. ეს უკანასკნელი წინა სეზონში "ლევერკუზენის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ და მეტიც, 30 წლის ნახევარმცველს "ფარმაცევტების" ყველა შუამარბზე მეტი ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული და კიდევ უფრო მეტი: სწორედ ბალიტშმა გაუტანა იმ სეზონში "ფრაიბურგს" გოლი (1:0), რომელმაც "ბაიერი" პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოახვედრა.

თუმცა მაშინ გუნდის თავკაცი იუპ ჰაინკესი გახლდათ, ზაფხულში კი "ფარმაცევტები" რობინ დუტმა (სხვათა შორის, "ფრაიბურგის" ყოფილმა მწვრთნელმა) ჩაიბარა, რომელსაც გამოცდილი ჰანო გულზე არ ეხატება.

ერთი სიტყვით, წინა კვირის დასაწყისში ბალიტშს უთხრეს, რომ შეუძლია, იანვარში ახალი გუნდი ეძებოს, რადგან მწვრთნელს აღარ სჭირდება.

ჰანოს ამის მიზეზი დაწვრილებითაც აუხსნეს: თურმე, "შალკესთან" მატჩის მიწურულს, რომელიც "ლევერკუზენმა" 0:1 წააგო, სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ბალიტშს ხმამაღლა უთქვამს, ნუთუ შეცვლები აგვიკრძალესო - საქმე იმაში იყო, რომ დუტმა იმ შეხვედრაში არცერთი ფეხბურთელი არ შეცვალა, ბალიტშის რეპლიკა კი მშვენივრად გაიგონა. ჰანომ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, მაგრამ არც ამან უშველა.

ერთი ფეხბურთელის გაგდების ქვეყანა არ დაიქცეოდა, რომ არა დუტის არაადეკვატური და აგრესიული განმარტებანი მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიხედვით, მიზეზებზე კონკრეტულად არცერთ მხარეს არ უნდა ესაუბრა.

დუტმა კი "კიოლნერ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, "ფეხბურთის თამაში ხომ უნდა, ჰოდა უნდა წავიდეს, რადგან ჩემს გუნდში ნაღდად ვერ ითამაშებსო" და ისე გამოუვიდა, თითქოს ჰანო ბალიტში მთავარი ამრევია. ეს კი არა მარტო ფეხბურთელს, კლუბის ბოსებსაც აღარ მოეწონათ.

მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ახლა პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი დუტის საქციელითაა უკმაყოფილო (ბარემ ისიც ვთქვათ, რომ არც მის სამწვრთნელო შესაძლებლობებს აღიარებს), პრობლემა კი ის არის, რომ დუტს დღესდღეობით სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სახით ძალიან წონადი ადვოკატი ჰყავს. ეს უკანასკნელი მუდმივად იმეორებს, რომ რობინის იმედი აქვს და რომ მის გათავისუფლებაზე ერთხელაც არ უფიქრია.

ფეხბურთელთაგან კი მარტო ბალიტში როდია უკმაყოფილო. ბოლო დროს სიმონ როლფესი და შტეფან კისლინგიც იბღვირებიან - რა თქმა უნდა იმიტომ, რომ დუტი მათაც, მართალია, ბალიტშზე ხშირად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იშვიათად ათამაშებს.

უკმაყოფილოები არიან გულშემატკივრებიც, რომლებიც პირველი წრის ბოლო ტურში, "ნიურნბერგთან" სამარცხვინო მარცხის (0:3 ბაი არენაზე) შემდეგ დუტის სალანძღავ სიტყვებს სკანდირებდნენ, ბოლოს კი ერთხმად შემოსძახეს - "და ამის მერე თქვენ "ბარსელონასთან" გამარჯვებაზე ოცნებობთო"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის