სავარაუდოდ, პირველ კვირას მოკრივეს მისსავე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დანარჩენ 3400 პატიმარს მოარიდებენ
როგორც იცით, ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს ყოფილ შეყვარებულზე თავდასხმისთვის სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

34 წლის მოკრივე სასჯელს Clark County-ის ოლქის ციხეში მოიხდის. იქაურ საკნებში მოთავსებულნი არიან მოქალაქეები, რომლებმაც დანაშაული ლას ვეგასის ტერიტორიაზე ჩაიდინეს და მაქსიმუმ 365 დღე აქვთ მისჯილი.

მეივეზერს ციხეში 6 იანვარს, დილით მიიყვანენ. სავარაუდოდ, პირველ კვირას მოკრივეს მისსავე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დანარჩენ 3400 პატიმარს მოარიდებენ. ფლოიდი მოთავსებული იქნება ჩვეულებრივ კამერაში, რომლის ზომებია - 1.8x3 მეტრი. აქ არის საწოლი, ტუალეტი, უჟანგავი ნიჟარა, ბეტონის მაგიდა, იატაკზე დამაგრებული სკამი და ორი ვერტიკალური ფანჯარა.

მეივეზერს საშუალება აქვს ციხის დეპოზიტზე შეიტანოს ნებისმიერი თანხა და ამით შეიძინოს საკვები, ტკბილეულობა, საპონი და სხვა საჭირო

ნივთები.

შვიდ დოლარად ღირებული საკითხავი სათვალე - ყველაზე ძვირია იმ ნივთებიდან, რომლის შეძენაც პატიმარს შეუძლია. პატიმრობის პირველი კვირის განმავლობაში მეივეზერს ციხის ეზოში ერთი საათი სეირნობა ეკუთვნის.

ყოფაქცევიდან გამომდინარე, მომავალში მან, შესაძლოა, რამდენიმე საათი ისეირნოს, იმ დროს, როცა სხვა პატიმრები თავიანთ საკნებში იქნებიან. იმავე კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში, მეივეზერს პატიმრობის ვადა, შესაძლოა, 60 დღემდე შეუმცირონ. ასეთ შემთხვევაში, მეივეზერი მარტის დასაწყისში განთავისუფლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა