პრომოუტერული კომპანია Top Rank მომავალი წლის ივნისისთვის 33 წლის ფილიპინელი მენი პაკიაოსთვის ბრძოლის ორგანიზებას აპირებს
როგორც ვებგვერდი BoxingScene.com იუწყება, პრომოუტერული კომპანია Top Rank მომავალი წლის ივნისისთვის აპირებს ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონისთვის, 33 წლის ფილიპინელი მენი პაკიაოსთვის ბრძოლის ორგანიზებას.

პრიორიტეტულ მეტოქედ ამავე წონაში WBC-ის ჩემპიონი, 34 წლის ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი სახელდება, მაგრამ მას სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ახლა, პაკიაოს გუნდის წევრები სხვა მოწინააღმდეგის ძიებით არიან დაკავებული.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივ, მეივეზერი თავისი ბრძოლებისთვის ათი კვირის განმავლობაში ემზადება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მოასწროს ივნისის ჩხუბისთვის ფორმაში ჩადგომა, თუმცა ფლოიდისა და მენის ბრძოლა, შესაძლოა, ნოემბერში გაიმართოს.

Top Rank-ის ხელმძღვანელმა ბობ არუმმა ივნისში პაკიაოს შესაძლებელ მოწინააღმდეგედ შემდეგი მოკრივეები დაასახელა: მჩატე წონაში WBA-სა და WBO-ის ჩემპიონი, 38 წლის მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი, რომელსაც პაკიაო სამჯერ შეხვედრია, პირველ საშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონი, 31 წლის პუერტორიკოელი მიგელ კოტო, ვინც პაკიაოსთან მატჩ-რევანშს ითხოვს და პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, 28 წლის ამერიკელი ტიმოტი ბრედლი.

პაკიაოს მწვრთნელმა ფრედი როუჩმა ამ სიას დაამატა პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ისა და IBF-ის ჩემპიონი, 27 წლის ამერიკელი ლამონტ პიტერსონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრიტანელი ვარსკვლავი ამირ ხანი დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე