ისეთი პირი უჩანს, რომ ”ნაპოლი” ედუარდო ვარგასის გადაბირებით არ შემოიფარგლებიან და ამ ზამთარს, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდება
ისეთი პირი უჩანს, რომ ”ნაპოლის” მესვეურები ედუარდო ვარგასის გადაბირებით არ შემოიფარგლებიან და ამ ზამთარს, გუნდს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გააძლიერებენ.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან ნეაპოლელებს ურთულესი ამოცანების გადაჭრა მოუწევთ – ერთი მხრივ, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ღირსეული თამაში და მეორე მხრივ, სერია A-ს სამეულში მოხვედრა, რათა მომდევნო სეზონშიც გუნდმა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე იასპარეზოს.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლელებს ორი ჩეხი ფეხბურთელის: მიხალ კადლეცის და ტომაშ სივოკის გადაბირება აქვთ განზრახული. კადლეცი 26 წლის გახლავთ, მარცხენა მცველია და ლევერკუზენის ”ბაიერის” ღირსებას იცავს; სივოკი კი 28 წლისაა, საყრდენი ნახევარმცველია და თურქულ ”ბეშიქთაშში” ასპარეზობს. სატრანსფერო საკითხებზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა, თუმცა ჩეხი ფეხბურთელები არ უხსენებია:

”ედუარდო ვარგასის სახით, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი გადავიბირეთ და დარწმუნებული ვარ, იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გაუჭირდება. გაჩერებას არ ვაპირებთ და გვსურს, რომ კიდევ რამდენიმე მოთამაშე გადავიბიროთ. კონკრეტული გვარების დასახელებას დღეს არ ვაპირებ, მაგრამ ერთს კი გეტყვით: თავდასხმა სრულად დაკომპლექტებულია. ჩვენი მიზანი დაცვის და ნახევარდაცვის გაძლიერებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა