ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ჩემპიონატი. XI ტური.მიმოხილვა

საქართველოს ჩემპიონატი. XI ტური.მიმოხილვა

ახალ წლამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე სპორტის სასახლეში ისეთები ისროლეს და ისე იზეიმეს, 31 დეკემბრის ღამე გეგონებოდათ
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ხშირად გვესმის გასროლისა თუ აფეთქების ხმა. ჩინელები ხომ უხვად გვამარაგებენ ვითომ საბავშვო ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ზოგიერთი 1 იანვრის 00:00 საათამდე ვერ ითმენს, ფერად შაშხანებს ისვრის და ნაადრევად ზეიმობს.

მათ რიგებს კალათბურთელებიც მიეკუთვნებიან: ახალ წლამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე სპორტის სასახლეში ისეთები ისროლეს და ისე იზეიმეს, 31 დეკემბრის ღამე გეგონებოდათ. ჩემპიონატის ფავორიტებმა, სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე მყოფმა "არმიამ" და "ოლიმპმა" გულშემატკივარს ისეთი "ფეიერვერკი" მოუწყვეს, წაგებული მხარეც კი კმაყოფილი დარჩა სანახაობით.

თავად განსაჯეთ: მატჩის ბოლო 8 წამში თითო გუნდის კალათში თითო სამქულიანი ჩავარდა, რაც უფრო საინტერესოა - მატჩი ერთქულიანი სხვაობით დასრულდა (63:62).

ტურის საუკეთესო კალათბურთელებად ოლიმპელი ნიკიცა სკიუკა (22 ქულა, 2-დან 2 ორქულიანი, 13-დან 6 სამიანი) და "არმიას" ფორვარდი ჯერემი რიჩარდსონი (12 ქულა, 5 მოხსნა) დავასახელეთ. რამ გადაგვაწყვეტინა ერთდროულად ორი კალათბურთელის გამორჩევა და რატომ ვაღიარეთ საუკეთესოდ 12-ქულიანი რიჩარდსონი ქვემოთ წაიკითხავთ.

24 დეკემბერი, თბილისი.სპორტის სასახლე

ოლიმპი-არმია 62:63

15:18, 9:20, 25:16, 13:9

ოლიმპი: გამყრელიძე (16ქ, 7მ, 11პ, 4ჩ), გულისაბედაშვილი, თავართქილაძე, მილუტინოვიჩი (12ქ, 12მ), ბერიშვილი (2ქ, 6მ), სლიუკა (22ქ), ტუტუსი (3ქ, 5მ), ჰოგერი (7ქ, 5მ).

არმია: რიჩარდსონი (12ქ, 5მ), ბაბიაშვილი (10ქ, 5მ), ბოისა (2ქ), კვიმსაძე, ტომასი (12ქ, 8მ), შელბომი (8ქ, 8მ), ვუდსაიდი (9ქ, 6მ, 7პ), საყვარელიძე (10ქ, 9მ, 4პ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი

ჯერ რიცხვები შევადაროთ: პირველ ტაიმში (20 წუთი) "ოლიმპმა" 24 ქულა ჩააგდო, მესამე პერიოდში (10 წუთი) კი 25. ეს სტატისტიკაც ნათელყოფს, რომ პირველ მეოთხედში "არმიამ" დაცვაში დამაჯერებლად ითამაშა, შეტევაშიც ნორმალურად გამოიყურებოდა და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდა. ამან "ოლიმპის" კალათბურთელები სათანადოდ გამოაფხიზლა.

- მეორე ტაიმიდან თამაში დაცვაშიც გამოვასწორეთ და პერიმეტრიდანაც. პირველ ნახევარში სამქულიანებს ვერ ვაგდებდით, მეორეში კი ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდა და სწორედ ამან მოგვცა დაწევის საშუალება, - თქვა "ოლიმპის" კაპიტანმა ლაშა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, "არმიას" მეორე ტაიმში შეტევაში გაუჭირდა. ეს თვალშისაცემი მეოთხე პერიოდის დასაწყისში იყო, როცა კოტე ტუღუშის შეგირდებმა 6-წუთიანი მონაკვეთი მშრალად ჩაატარეს. დაკვირვებულ მაყურებელს საქართველო-რუსეთის მატჩი გაახსენდებოდა, რომლის ბოლო მეოთხედის საწყის 5 წუთში რუსეთმა ქულა ვერ ჩააგდო. სხვათა შორის, რუსეთთანაც და "არმიასთანაც" საქართველოს ნაკრებისა და "ოლიმპის" დაცვას გამყრელიძე ხელმძღვანელობდა.

ასეთმა მშრალმა სერიამ კიდევ ერთი მატჩი გაგვახსენა: "არმიამ" გერმანიაში "გოტინგენთან" 18-ქულიან უპირატესობას მიაღწია, თუმცა მატჩის ბოლოს გერმანელები კინაღამ დაეწივნენ. შაბათს სიტყვის "კინაღამ" გამოყენება საჭირო არ იყო, რადგან "ოლიმპმა" 16-ქულიანი ჩამორჩენა მართლაც აღმოფხვრა და ბოლო წამებზე დრამაც გაათამაშა. ჯერ დასკვნითი 6 წუთის ქრონოლოგიას გავეცნოთ.

06:10 ჰოგერი (ოლიმპი) 2/1 (52:56)

04:33 სლიუკა (ოლიმპი) 2ქ (54:56)

03:13 ტომასი (არმია) 2ქ (54:58)

02:58 სლიუკა (ოლიმპი) 3ქ (57:58)

01:33 მ. ბერიშვილი (ოლიმპი) 2/2 (59:58)

01:17 შელბომი (არმია) 2ქ (59:60)

00:08 სლიუკა (ოლიმპი) 3ქ (62:60)

00:01 რიჩარდსონი (არმია) 3ქ (62:63)

ბოლო წამებმა კიდევ ერთი შეხვედრა გაგვახსენა - "არმია"-"ბეშიქთაში". მაშინ გადამწყვეტი ტყორცნა გამოცდილმა დევიდ ჰოუკინსმა ზუსტად შეასრულა და თურქებს გაამარჯვებინა. ამჯერად "არმიასთვის" ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა: სირენამდე 8 წამით ადრე სლიუკას ზუსტი სამქულიანის შემდეგ მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა წუთშესვენება აიღო. ოლიმპელები გახარებულები შეიკრიბნენ სათადარიგოთა სკამთან.

ძნელი წარმოსადგენი იყო, არმიელებს სამქულიანით ეცადათ თამაშის მოგება, უფრო სავარაუდო იყო ორქულიანზე წასულიყვნენ და მატჩი ოვერტაიმში გადაეყვანათ. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ჯერემი რიჩარდსონის მეურვემ პერიმეტრზე ასვლა ვერ მოასწრო და ვუდსაიდის პასის შემდეგ ჯერემიმ გამარჯვების მომტანი სამქულიანი გამოიყენა. სწორედ ამ გასროლას მოჰყვა დიდი ემოცია და არმიელთა სიხარული.

მიხვდებოდით, მე-11 ტურში რიჩარდსონი და სლიუკა ერთდროულად ტურის საუკეთესოებად რატომ დავასახელეთ.

- ამ შეხვედრას დიდი დატვირთვა ჰქონდა - წაგება არ შეიძლებოდა, რათა ცხრილში პირველი ადგილი შეგვენარჩუნებინა. ამის გამო ერთგვარი წნეხის ქვეშაც მოვექეცით, ბევრი შეცდომაც დავუშვით, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ისე დავასრულეთ როგორც გვსურდა, - აღნიშნა ჯერემი რიჩარდსონმა.

"ოლიმპის" თავკაცმა, გია კაზანჯიანმა ყურადღება მეოთხე პერიოდზე გაამახვილა:

- დაცვაში შესანიშნავად ვითამაშეთ, ბოლო 10 წუთში ერთადერთი შეცდომა დავუშვით, რაც წაგებად დაგვიჯდა. ვულოცავ "არმიას" გამარჯვებას.

პირველი წრის ჩემპიონის მწვრთნელი კოტე ტუღუში:

- ქომაგს ასეთი გულშემატკივრობისთვის მადლობას მოვახსენებ. ისედაც ლამაზი თამაში მათმა აქტიურობამ კიდევ უფრო დაამშვენა. ამ გამარჯვებით "არმია" ზამთრის ჩემპიონი გახდა. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მომავალ წელს რთული ბრძოლები გველის.

24 დეკემბერი, თბილისი. სპორტის სასახლე

სტუ-სოხუმი 94:74

17:13, 19:22, 24:21, 34:18

სტუ: თევზაძე, ჩაჩიბაია (20ქ), მაჩალაძე (13ქ, 5მ), ხანიაშვილი (8ქ, 3მ, 4პ), კობიძე, დეკანოიძე, ძიძიგური (14ქ, 3მ, 4პ), კორძაძე, ბერუაშვილი (16ქ, 11მ, 4პ), ანთაძე (23ქ, 8მ, 3პ).

სოხუმი: როგავა, კანკია (1ქ), ჩლაიძე (9ქ, 5მ), სორდია (11ქ, 3მ, 3პ), ათუაშვილი (8ქ, 6მ), ფაცაცია (28ქ, 12ქ, 5პ), გაფრინდაშვილი (7ქ, 4მ, 5პ), ქადარია (4ქ, 10მ), ჯგერენაია (6ქ, 6მ), ჯანაშია.

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი

სტუ-სა და "სოხუმის" მატჩში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რა მნიშვნელობა აქვს გუნდის მწვრთნელის გემოვნებით შერჩევას. მიუხედავად მწირი ბიუჯეტისა, სტუ-ს თავკაცმა ზურაბ ტომარაძემ სეზონის დასაწყისში სწორედ ისეთი შემადგენლობა შეკრიბა, როგორითაც საქართველოს ჩემპიონატში ღირსეულად წარმოჩინდებოდა. მის ხელში ყველა კალათბურთელი ბოლომდე გაიხსნა და ახალგაზრდული, სწრაფი სტუ-ს შეჩერება ბევრს უჭირს.

საპირისპიროდ, მწვრთნელთა შტაბში თუ შემადგენლობაში სეზონის დასაწყისიდან დღემდე დიდი ცვლილებები განიცადა "სოხუმმა", რომლის ახალ მწვრთნელ რიმვიდას სამულენასს თამაშის დასალაგებლად დრო სჭირდება. ამას დაერთო ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარღალავას ტრავმა და "სოხუმმა" წრე სტუ-სთან მარცხით დაასრულა.

- საზარდული მაქვს გაჭიმული და 2 კვირა იძულებითი დასვენება მომიწევს, - გვითხრა ფარღალავამ.

მატჩის ოქმში საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა: "სოხუმმა" სტუ-ს მოხსნებში 54:40 აჯობა, თუმცა ეს უპირატესობა ფარქვეშიდან ჩაგდებულ ტყორცნებში ვერ ასახა - სამწამიანი ზონიდან სოხუმელებმა 30 ქულა მიითვალეს, სტუ-ელებმა - 42. შეტევის პირველივე ფაზაში დასრულებაში ტექნიკოსები მეტოქეზე ორჯერ უკეთესად გამოიყურებოდნენ: 32 სწრაფი ქულა 16-ის წინააღმდეგ.

24 დეკემბერი, თბილისი. სპორტის სასახლე

დინამო-თსუ 101:91

24:28, 20:17, 26:18, 31:28

დინამო: ბაქრაძე (11ქ, 4მ, 5პ), ლეჟავა (5ქ), სანაძე (26ქ, 4მ), მარხვაშვილი (5ქ), კეიდია (4ქ, 4მ), ალხანაიძე (2ქ), ჯანგველაძე (4ქ), სუხიშვილი (3ქ), ნოელი (14ქ, 10მ), კარტერი (27ქ, 8მ, 5პ).

თსუ: ბერიშვილი (20ქ), ფანჩულიძე (3ქ, 6მ), კორკოტაძე (5ქ, 4მ), მარკოიშვილი (15ქ, 8მ, 3პ), ნინიაშვილი (21ქ, 12მ), ჩიტაშვილი (20ქ, 9მ, 11პ), ხიზანიშვილი, შერმადინი (2ქ, 4მ), მაისურაძე (5ქ, 3მ), ჩქარეული.

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე

სტუ-ს გამარჯვებამ თსუ-ს პირველი წრის მეექვსე ადგილზე დასრულების შანსი მოუსპო ("დინამო" ისედაც ვერ ავიდოდა მეექვსემდე, რადგან ურთიერთშეხვედრაში ტექნიკოსებთან უარყოფითი ბალანსი აქვს). ასე რომ, "დინამოსა" და თსუ-ს ურთიერთშეხვედრას მეშვიდეადგილოსნის ვინაობა უნდა გაერკვია.

როგორც ცხრილის მეზობლებს შეშვენით, თამაშიც თანაბარი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ "დინამომ" მესამე პერიოდის შემდეგ მცირე უპირატესობა მოიპოვა (70:64) და მეოთხეშიც ინარჩუნებდა ფორას, თსუ-ელები ხან ჩვეული პრესინგით, ხან სწრაფი აფეთქებებით ცდილობდნენ თამაშის შემოტრიალებას, რაც საბოლოოდ ვერ მოახერხეს.

სტუდენტთა გამთამაშებელ მიხეილ ჩიტაშვილს სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 20 ქულა, 11 პასი, 9 მოხსნა. დინამოელთა გამარჯვებაში კი 53-ქულიანი წვლილი ორმა კალათბურთელმა შეიტანა: დუდა სანაძემ 26 ქულა ჩააგდო, კიენ კარტერმა - 27.

მეორე წრე თებერვალში დაიწყება, იანვარში კი ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და საქართველოს თასი გველის. მანამდე საახალწლო ფეიერვერკებია.

პირველი წრე

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. არმია 10 10 0 895/628 20

2. ქუთაისი 10 8 2 879/758 18

3. ოლიმპი 10 8 2 799/715 18

4. სოხუმი 10 6 4 832/786 16

5. შსს 10 6 4 931/836 16

6. სტუ 10 5 5 840/872 15

7. დინამო 10 4 6 839/910 14

8. თსუ 10 4 6 808/844 14

9. სამედიცინო 10 3 7 843/892 13

10. ბათუმი 10 1 9 736/905 11

11. რუსთავი 10 0 10 705/961 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია