საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი არიან ის სპეციალისტები, რომლებიც უმაღლეს სამწვრთნელო სერტიფიკატს ფლობენ
საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი არიან ის სპეციალისტები, რომლებიც უმაღლეს სამწვრთნელო სერტიფიკატს - პროლიცენზიას ფლობენ. რამდენიმე დღის წინ კი მათ რიცხვს გელა სანაია შეუერთდა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მწვრთნელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად რამდენიმეჯერ ჩავიდა კიევში, ბოლო ვიზიტისას კი თეორიულ-პრაქტიკული გამოცდები ჩააბარა და თბილისში ლიცენზიით დაბრუნდა.

"იმის მიუხედავად, რომ კარგად ვიყავი მომზადებული, მაინც ბევრი ვინერვიულე, რადგან გამოცდები ძალიან მკაცრად ტარდებოდა. კიევში დაძაბული კვირა გავატარე, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და შრომა დამიფასდა. პროლიცენზია კედელზე ჩამოსაკიდად არ ამიღია და ახლა იმის იმედი მაქვს, რომ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების საშუალება მომეცემა", - გვითხრა სანაიამ.

კიევში სემინარები "დინამოს" ბაზასა და ოლიმპიური მომზადების ცენტრში ჩატარდა. სანაიასთან ერთად პროლიცენზია ცნობილ კლუბებში დასაქმებულმა რამდენიმე სპეციალისტმა მიიღო - მათ შორის მინსკის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ სკრიპჩენკომ, დონეცკის "მეტალურგის" თავკაცმა ვლადიმირ პიატეკნომ და სხვებმა.

სანაიასთან ერთად პროლიცენზიის მფლობელი გახდა ლატვიაში მომუშავე ქართველი მწვრთნელი თამაზ პერტია.

რაც შეეხება სანაიას, იმედს ვიტოვებთ, რომ მის უმუშევრობას წერტილი მალე დაესმება. პროლიცენზიას რომ თავი დავანებოთ, მან საკუთარი კვალიფიკაცია პრაქტიკული საქმიანობითაც დაამტკიცა.

მას შემდეგ, რაც წინა სეზონის მსვლელობისას "სამტრედია" დატოვა, სანაია მცირე ხნით წვრთნიდა ხობის "კოლხეთს", საიდანაც იმის გამო წავიდა, რომ ფოთის "კოლხეთთან" წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და თითქოს ფოთელთა მთავარი მწვრთნელი უნდა გამხდარიყო, თუმცა კარგად გეხსომებათ, რა მოხდა ამის შემდეგ - სიტყვიერი შეთანხმება დაირღვა და სანაიასაც ისღა დარჩენოდა, აქცენტი მთლიანად ცოდნის გაღრმავებაზე გადაეტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა