შესაძლოა, კლუბის ისტორიაში პირველად უცხოური შეკრება მოეწყოს და თუ ეს მოხერხდა, გურულები, ალბათ, ანტალიას მიაშურებენ
საქართველოს თასის პირველი მფლობელი და ორგზის ვერცხლის პრიზიორი ლანჩხუთის "გურია" უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს. პირველ ეტაპზე კლუბს ფინანსურად კვლავაც ადგილობრივი ბიუჯეტი უზრუნველყოფს, საამისო ხარჯები 2012 წლის ლანჩხუთის საფინანსო ანგარიშში უკვე შეტანილია.

"გურიას" მხარში უდგას ადგილობრივი ხელისუფლება და განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომავალი წელი გურიის რეგიონის აღორძინების წლად გამოაცხადა და ლანჩხუთისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ კლუბის უმაღლეს ლიგაში გადასვლა მიიჩნევა.

ლანჩხუთელებმა საუმაღლესლიგო პლეი ოფში თამაში პირველი ლიგის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდეს. რა თქმა უნდა, პლეი ოფში იმავე შემადგენლობით მიზნის მიღწევა ძნელი იქნება, მით უმეტეს, სეზონის ბოლოსკენ რამდენიმე წარუმატებელი მატჩის გამო არაერთი წამყვანი მობურთალი დაითხოვეს, წლის ბოლოს კი ყველა მოთამაშესა და სამწვრთნელო შტაბს ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ, ამიტომაც გურულებს, ფაქტობრივად, ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოუწევთ.

ამჟამად კლუბის მთავარი მწვრთნელის, გიგლა იმნაძის განკარგულებაში მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდები არიან. ჯერ არ ახმაურებენ იმ მობურთალთა ვინაობას, რომელთა დამატებასაც გეგმავენ.

როგორც გიგლა იმნაძემ გვითხრა, "გურია" ნაახალწლევს, სავარაუდოდ, გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე დაიწყებს მზადებას, თუმცა, არ არის გამორიცხული, კლუბის ისტორიაში პირველად უცხოური შეკრებაც მოეწყოს და თუ ეს მოხერხდა, გურულები, ალბათ, ანტალიას მიაშურებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
მიდი გურია გაგვახარე
GURIA
ნეტა მართლა თუ რამე გვეღირსება ან ვინ მოყავთ მთელი გუნდი რომ სახლში გაუშვეს ისე დეისაძეზე ან დვალიშვილზე კარგი თუ ვინმე მოყავთ ეგეც გვითხრან, მაგრამ რაღაც არა გვჯერა და პლეიოფში ტყუილად წასაგებ თამაშებზე არ გვატაროთ.
Tornike
დიახ, თან სტადიონზე არავინ არაფერს ამბობს... ამხელა არენაა და ასე უაზროდ ცდება!...
Mimino_21
გუნდი არაფერს არ წარმოადგენს და როგორ ემზადება უმაღლესისთვის სტადიონი სიკვდილს გავს !
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა