ილჰან მანშიზი სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლას აპირებს

თურქეთის ნაკრებისა და "ბეშიქთაშის" ყოფილი ფეხბურთელი ილჰან მანშიზი სოჭის ოლიმპიადისთვის ემზადება. 35 წლის ილჰანი ფიგურულ სრიალში ცდის ბედს და წარმოშობით სლოვაკ ოლგა ბესტანდიგოვასთან სპორტულ წყვილებში აპირებს გამოსვლას.

მანშიზის კარიერის მწვერვალი იყო 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, როცა მეოთხედფინალში ჰაქან შუქურის ნაცვლად მოედანზე შესულმა ფორვარდმა სენეგალის კარში "ოქროს გოლი" გაიტანა და თურქეთი მუნდიალის ნახევარფინალში გაიყვანა. კორეასთან მესამე ადგილისთვის მატჩში, სწორედ ილჰანის პასის შემდეგ გაიტანა შუქურმა ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი. სულ მანშიზმა თურქეთის ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

თუმცა ამის შემდეგ ილჰანის კარიერა არ აეწყო და 2006 წელს თამაშს თავი დაანება. თურქული კლუბების გარდა, ფორვარდს იაპონიის "კობესა" და ბერლინის "ჰერტაში" აქვს ნათამაშები. სხვათა შორის, ილჰანი გერმანიის ქალაქ კემპტენშია დაბადებული. თურქმა შარშან ივლისში სცადა კარიერის განახლება და ცოტა ხანი "მიუნხენ 1860"-ის შემადგენლობაში ივარჯიშა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. ახლა, როგორც ჩანს, ილჰანი მთლიანად ფიგურულ სრიალზე გადაერთო და ამბიციური გეგმაც აქვს - 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე