მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებმა - შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ, ამერიკელმა სერენა უილიამსმა, რუსმა მარია შარაპოვამ და ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ ამერიკის ღია პირველობის წინ საჩვენებელი ტურნირი ჩაატარეს.

მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებმა - შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ, ამერიკელმა სერენა უილიამსმა, რუსმა მარია შარაპოვამ და ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ ამერიკის ღია პირველობის წინ საჩვენებელი ტურნირი ჩაატარეს. კომპანია "ნაიკის" მიერ ორგანიზებული აქცია მანჰეტენის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე სპეციალურად მოწყობილ კორტზე ჩატარდა.

სახელდახელო ტურნირის ფოტოები რაფაელ ნადალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მონაწილეები, რომელთა შორის 15 წლის ამერიკელი მედისონ კიზი და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც იყვნენ, დუეტებად დაიყვნენ. ასე მაგალითად, ნადალმა ისრაელელ სუპერმოდელ ბარ რაფაელისთან წყვილში წააგო მატჩი ვიქტორია აზარენკასა და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ ჯასტინ ტაკის ("ნიუ იორკ ჯაიანტსი") დუეტთან.

მეორე შეხვედრაში მარია შარაპოვამ და ჰოლივუდის მსახიობმა ბრედლი კუპერმა მოუგეს როჯერ ფედერერისა და ნიუ იორკის საჩოგბურთო ლიგის ჩოგბურთელ სამი აჰმადის წყვილს.

პუბლიკა ყველაზე მეტად ვეტერანმა ჯონ მაკინრომ გაახალისა. ის ტრადიციულად, კორტზე ახეთქებდა ჩოგანს და ყველას მისამართით გესლიან ფრაზებს ისროდა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა