ხულიგანი თავის მხრივ აცხადებს, რომ მას 50-ევროიანი ნაძლევი ჰქონდა დადებული და მნიშვნელობა არ ჰქონდა მოედანზე ვის დაესხმებოდა თავს
"აიაქსი"-"ალკმაარის" სათასო შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე ბევრი ვწერეთ. შეგახსენებთ, რომ მავანი გულშემატკივარი სტუმართა კოსტარიკელ მეკარე ესტებან ალვარადოს თავს დაესხა.

ფეხბურთელმა თავი დაიცვა და ხულიგანს მოედანზევე გაუსწორდა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ალვარადოს საქციელმა ტრიბუნების აღშფოთება გამოიწვია. აზ-ის დამრიგებელმა გერტ ვერბეეკმა ეს მშვენივრად იგრძნო და მსაჯს მატჩის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა.

გასახდელში დაბრუნებულ ალკმაარელებს "აიაქსის" წარმომადგენლებმა მოედანზე დაბრუნება რამდენჯერმე სთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. მატჩის ბედი ფედერაციას ამ დღეებში უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ საქმის განხილვა უკვე მეორედ გადაიდო. ალვარადოს წითელი ბარათი კი სადისციპლინო კომიტეტმა გააუქმა. მოტივი მარტივია: ფეხბურთელის საქციელი მხოლოდ თავის დაცვა იყო.

ერთადერთი, ვინც ამ ისტორიაში ჩრდილშია მოქცეული, თავად თავდამსხმელია. საზოგადოებამ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის: სახელი - ვესლი, ასაკი - 19 წელი. სტადიონის დაცვის სამსახურმა დაკავებული ხულიგანი პოლიციას გადასცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მას 3 წლით ჰქონდა აკრძალული "ამსტერდამ არენაზე" შესვლა. რაც მთავარია, ეს ვადა ჯერ გასული არ იყო. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მცირე ხნით ვესლი ერთხელ უკვე იჯდა ციხეში უმნიშვნელო ღირებულების ნივთების ძარცვისთვის. პლუს, მოსამართლის ბრძანებით მას ამსტერდამის ერთ-ერთი სუპერმარკეტში შესვლის უფლება აქვს ჩამორთმეული, რადგან შუადღისას, არასრულწლოვნების თვალწინ შუა მაღაზიაში მოშარდა.

ყოველივეს გათვალისწინებით კლუბის ადმინისტრაციამ დისკვალიფიკაციის ვადა ახლა უკვე 30 წლით განსაზღვრა. ამრიგად, თუ ვესლიმ აკრძალვა კიდევ ერთხელ არ დაარღვია, მას "აიაქსის" უახლოესი თამაშის ხილვა ტრიბუნებიდან 2042 წლის იანვარში შეეძლება.

პირველ სასამართლო პროცესზე 20 წლის ახალგაზრდის მშობლებმა წარმოადგინეს სამედიცინო დასკვნა, სადაც წერია, რომ მას გონებრივი განვითარების მხრივ პრობლემები აქვს და ხშირად ვერ ახერხებს საკუთარი ემოციების გაკონტროლებას.

სამართალდამრღვევი თავის მხრივ აცხადებს, რომ მას 50-ევროიანი ნაძლევი ჰქონდა დადებული და ალვარადოს დაესხმებოდა თავს თუ ვინმე სხვას, მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა