ლისაბონის "სპორტინგი" მზადაა, იანვარში "მანჩესტერ სიტის" 20 წლის ჩერნოგორიელი ცენტრალური მცველი სტეფან სავიჩი იჯარით გადაიყვანოს
ლისაბონის "სპორტინგი" მზადაა, იანვარში "მანჩესტერ სიტის" 20 წლის ჩერნოგორიელი ცენტრალური მცველი სტეფან სავიჩი იჯარით გადაიყვანოს, - გვამცნობს Goal.com-ი. წყაროს მტკიცებით, ამ ტრანსფერის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან ფეხბურთელმა "ქალაქელების" ხელმძღვანელობას უმორჩილესად სთხოვა, რომ მისთვის სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალება მიეცათ.

ინფორმაციას ადასტურებს ფეხბურთელის აგენტი ზორან სტოიადინოვიჩი. აღსანიშნავია, რომ სავიჩის გადაბირებას "ლომები" ზაფხულზეც გეგმავდნენ, მაგრამ "სიტიმ" "პარტიზანს" 7 მილიონი ევრო გადაუხადა და "სპორტინგის" წინადადება გადაფარა.

პორტუგალიური პრესა ხშირად წერს, რომ "ბენფიკას" 23 წლის არგენტინელი მარცხენა ნახევარმცველის, ნიკოლას გაიტანის გადაბირებით ევროპული ფეხბურთის გრანდები არიან დაინტერესებულნი (მაგალითად "მანჩესტერ იუნაიტედი"). ჩვენი პორტუგალიელი კოლეგები როგორც იქნა დაუკავშირდნენ ნიკოლასს და კომენტარი სთხოვეს.

"მოვლენათა განვითარებას მშვიდად ველოდები, რადგან "ეშტადიო და ლუჟიდან" წასვლა ნამდვილად არ მეჩქარება. ასე რომ, ჩემს გადაწყვეტილებაზე მათი ინტერესი საერთოდ ვერ ახდენს გავლენას. "იუნაიტედის" გარდა სხვების ინტერესზეც მსმენია. ყოველივე ეს ერთადერთ რამეს ამტკიცებს: კარგად ვთამაშობ, მეტი არაფერი.

ჩემი მხრივ მხოლოდ ის მინდა, რომ პროფესიულ ასპარეზზე სულ უფრო მაღლა მოვახერხო ასვლა და "ბენფიკას" გამარჯვებებში დავეხმარო. აქ თავს მართლა იდეალურად ვგრძნობ. აშკარაა, რომ კლუბში ყველა მენდობა. აი, ეს არის ჩემი დღევანდელი დღე. მომავალი? არ მინდა ამაზე ფიქრით გამოვიტენო თავი. ცხოვრებას მივყვები და რა მოხდება, ამას თავის დროზე შევიტყობ. "ბენფიკას" თუკი ჩემთან დაკავშირებით წინადადებები კიდევ ექნება, გარწმუნებთ, ამისგან მას პრობლემა არ შეექმნება," - განუცხადა გაიტანმა "ო ჟოგოს".

თავის მხრივ "ბენფიკა" არა და არ ცხრება. ლისაბონელებს კვალიფიციური მარცხენა მცველის შეძენა სურთ. ჯერ კიდევ ზაფხულში იყო ცნობილი, რომ "არწივები" ყაზანის "რუბინს" კრისტიან ანსალდიში 7,5 მილიონს სთავაზობდნენ, მაგრამ რუსეთის ექსჩემპიონი 13 მილიონს ითხოვდა.

არგენტინელის გადაბირება დღემდე ვერ ხერხდება. ამასობაში "ბენფიკამ" სამიზნე სხვა ფეხბურთელისკენ მიმართა. ლაპარაკია მექსიკური "ტიგრესის" 23 წლის მცველ ხორხე ემანუელ ტორეს ნილიოზე. ამ უკანასკნელს ერთნაირი წარმატებით შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, რადგან ორივე ფეხს პრაქტიკულად თანაბრად ხმარობს. ხორხეს გამოარჩევს არანორმალური ფიზიკური მომზადება და თამაშის ხისტი მანერა, რისი წყალობითაც ბოლო 21 შეხვედრაში ყვითელი ბარათი 11-ჯერ დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა