ევრო 2012-ის დროს უკრაინაში ცხოვრებას მხოლოდ ორი სტუმარი დათანხმდა, საფრანგეთი, ვინც "შახტარის" ბაზაზე ივარჯიშებს და შვედეთი
ბუნებრივი იყო, რომ მასპინძელი ნაკრებები ევრო 2012-ის მიმდინარეობისას საკუთარ ქვეყანაში დაიდებდნენ ბინას.

14 სტუმარი ნაკრებიდან კი 12-მა უპირატესობა პოლონეთს მიანიჭა. ბუნებრივია, უკრაინელებმა საკუთარ თავს დაუსვეს შეკითხვა, რატომ მოხდა ასე? ქვეყნის არასახარბიელო რეპუტაცია, ინფრასტრუქტურული პრობლემები, მასპინძელი ქალაქების ხელმძღვანელთა სიზარმაცე და ასე შემდეგ ქვეყანას 2012 წელს სერიოზულ პრობლემებს ჰპირდება.

უკრაინის ნაკრების გარდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას მხოლოდ ორი სტუმარი დათანხმდა, საფრანგეთი, ვინც "შახტარის" ბაზაზე ივარჯიშებს და შვედეთი. ეს უკანასკნელი კიევში დაიდებს ბინას და "კონჩა ზასპეზე" მოემზადება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში თითქმის ყველა ევროპული ნაკრების ხელმძღვანელი იყო ჩამოსული სასტუმროებისა და ბაზების სანახავად, ლვოვსა და ხარკოვში ცხოვრებას არც ერთი არ დათანხმდა.

უმრავლესი მათგანი კმაყოფილებას გამოთქვამდა ბაზების მინდვრის ხარისხით, კომფორტული სასტუმროებითა და ლამაზი პეიზაჟებით, მაგრამ საბოლოო ჯამში კიევისა და დონეცკის გარდა მათი ყველა მოთხოვნა ვერსად დაკმაყოფილდა. "ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, - განაცხადა უკრაინა 2012-ის დირექტორმა მარკიან ლუბკივსკიმ. - რამდენიმე ისეთი ნაკრები, რომელსაც ცხოვრება უკრაინაში სურდა, კენჭისყრის შემდეგ "პოლონურ ჯგუფებში" მოხვდა, მაგალითად რუსეთისა და ხორვატიის დასახელება შეიძლება. სამაგიეროდ უკრაინაში ყველაზე საინტერესო თამაშები ჩატარდება და შესაბამისად ჩვენთან უფრო მეტი გულშემატკივარი დაიდებს ბინას".

თავად ეროვნული ნაკრებების წარმომადგენლები კი ბევრად გულწრფელ, მაგრამ მაინც პოლიტკორექტულ პასუხს იძლევიან შეკითხვაზე, რატომ მიანიჭეს უპირატესობა პოლონეთს - უკრაინაში კარგად არ ესმით რას ნიშნავს ევროპული გაგებით "განვითარებული ინფრასტრუქტურა", "კომფორტი" და რაც მთავარია, უკრაინელები ვერ აღიქვამენ (რატომღაც), რომ ყოველივე ეს ქვეყნის იმიჯს მძიმე დარტყმას აყენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა