ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველის მორიგი ვარიანტი ლუგანსკის "ზარიაში" იჯარით თამაშია
უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა "ტერიკონმა" მიმდინარე პრემიერლიგის ხუთი აღმოჩენა დაასახელა. ტოპხუთეულში მე-2 ადგილზეა საქართველოს ნაკრებისა და "ოლექსანდრიას" შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე.

"ფლანგის რეაქტიული ნახევარმცველი ოლექსანდრიელების ლიდერია. ჯერ კიდევ პირველ ლიგაში ჩანდა, რომ თარგამაძე ამ ტურნირისთვის აშკარად "გადაზრდილი" იყო და პრემიერლიგაში მის დებიუტს ყველა დიდი ინტერესით ელოდა.

არცთუ ტყუილად: პირველივე მატჩში პოლტავის "ვორსკლას" წინააღმდეგ დავითმა გოლით გამოჩინა თავი. ის ჩინებული დრიბლიორია, აქვს დაყენებული დარტყმა და კარგი სისწრაფე.

ამჟამად თარგამაძე უკრაინული გრანდების, "შახტარისა" და კიევის "დინამოს", აგრეთვე რამდენიმე უცხოური კლუბის ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანია. 90-პროცენტიანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ დავითი "ოლექსანდრიას" ზამთარში დატოვებს", - იუწყება "ტერიკონი".

ტოპხუთეულში თარგამაძე ამჯობინეს მაიკონ ოლივიერას ("ვოლინი"), ალექსანდრ რიბკასა და ვიაჩესლავ შევჩუკს (ორივე - "შახტარი"), ჩვენებური მხოლოდ რომან ბეზუსს ("ვორსკლა") ჩამორჩა.

რაც შეეხება თარგამაძის ტრანსფერს, ეს სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა და მოელიან, რომ დათო ერთ-ერთ უკრაინულ გრანდში დღედღეზე გადავა.

"ტერიკონმა" მორიგი ინფორმაცია გაავრცელა და უკვე აღარ ვიცით, რა დავიჯეროთ.

"დავითის ახალი კლუბი დონეცკის "შახტარი" გახდება, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი თარგამაძეს რომელიმე კლუბში სამთვიანი იჯარით გაუშვებენ. დონეცკელები საამისოდ ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავენ - მარიუპოლის "ილიჩივეცსა" და ლუგანსკის "ზარიას". ამ უკანასკნელს თავდასხმაში სერიოზული პრობლემები აქვს", - იუწყება "ტერიკონი".

თავად თარგამაძემ კი ახლახან გვითხრა, რომ სამი თვით იჯარით თამაშის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goran
რა წაიღეთ ტვინი ამ თარგამაძით, ჯერ გადაწტვიტოს და მერე გაანიუსეთ თორემ სოფლის გაზეთს დაემსგავსე ეს სპორტული ბლოკი.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა