გამოცემა So Foot-მა დაწერა, რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ ყატარის პრინცი თამიმ ჰამად ალ-თანი და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ელისეის სასახლეში მოლაპარაკებებზე მიიწვია
ნაწილი პირველი

აღნიშნული მასალა "აირიშ ტაიმსისთვის" ჟურნალისტმა მეტ პირომ მოამზადა. მიგვაჩნია, რომ ის არამხოლოდ ფრანგული ფეხბურთით გულშემატკივრებს დააინტერესებს. მასალას მცირედი შემოლებით შემოგთავაზებთ.

ნიკოლა სარკოზის ბოლო ხანს მძიმე პოლიტიკური ვითარება აქვს. საფრანგეთში უმუშევრობის ზრდის, ევროკავშირის შიდა პრობლემების გამწვავების გამო მისი რეიტინგი რეგულარულად კლებულობს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად კრიტიკის ღვარცოფისა, რაც ბატონ პრეზიდენტს თავს ატყდება, მას მაინც აქვს კმაყოფილების საფუძველი - მისი საყვარელი კლუბი ლიგა 1-ის ლიდერია. ეს აღმოჩენა სულაც არ არის გადაჭარბებული.

მუსიე სარკოზი და მისი შვილები ჟანო და პიერი ნამდვილად შეგვიძლია პსჟ-ის ფანებად მივიჩნიოთ. მათ "პარკ დე პრენსის" ტრიბუნებზე ხშირად ხედავენ. მეტიც, 2011 წელს დედაქალაქურ კლუბში დიდი ფულის ჩადებასა და ზოგადად ლიგაში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას მის სახელს უკავშირებენ.

2010 წლის ბოლოდან პრესაში ხშირად იწერებოდა იმ სერიოზულ პრობლემაზე, რაც წამყვან კლუბებს ემუქრებოდათ. საქმე ეხებოდა იმას, რომ კლუბების შემოსავლის ძირითადი წყარო სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან მიღებული ფულია, ხელშეკრულებას კი ვადა სწორედ ამ სეზონის დასრულების შემდეგ გასდის.

2008 წელს ფრანგულმა ლიგამ ხელშეკრულება გააფორმა "კანალ პლუსთან" (მისი კონკურენტი "ორანჟი" იყო) ტელეტრანსლაციების გაყიდვაზე.

კლუბებმა 668 მილიონი ევრო ირგუნეს. ამ მაჩვენებლით ისინი ბევრად ჩამორჩნენ ინგლისს (1,176 მილიონი), იტალიას (963 მილიონი), მაგრამ გაუსწრეს ესპანეთს (542 მილიონი) და გერმანიას (412 მილიონი). მშვენიერი შედეგია ჩემპიონატისთვის, რომელიც რეიტინგით მხოლოდ მეხუთეა ევროპაში, არა?

თუმცა ფრანგული ფეხბურთი ბოლო წლებში მეტისმეტად დამოკიდებული გახდა ამ ფულზე. მით უფრო, რომ შემოსავლები სხვა კომერციული საქმიანობებიდან მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის, სტადიონებზე კი ხანდახან ყველაზე იაფი ბილეთების გაყიდვაც კი ჭირს. ტელეკომპანია "ორანჟმა" 2012/16 წლების სეზონების რეპორტაჟების უფლებაზე წინდაწინ თქვა უარი, რაც იმას ნიშნავს, რომ "კანალ პლუსი" პრაქტიკულად უკონკურენტოდ დარჩა.

შესაბამისად მას მონოპოლისტის მდგომარეობა უკავია. "საშიშროება რეალურია, - ამბობს ეტიენ მოატი, "ეკიპის" საფეხბურთო ექსპერტი. - სატელევიზიო რეპორტაჟებს საშუალოდ კლუბების ბიუჯეტში 57% შეაქვს. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ლიგა 1-ის გუნდებს შარშან 153 მილიონის საბიუჯეტო გარღვევა ჰქონდათ, შემოსავლების კიდევ უფრო შემცირებას კი დრამატული კი არა ტრაგიკული შედეგების მოტანა შეუძლია".

კლუბების მფლობელთაგან ზოგი იმაზეც კი დაფიქრდა, საერთოდ გაიმართებოდა თუ არა 2012/13 წლების სეზონი. "შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ რომ გაკორების სერიოზული შანსი არსებობს, - აცხადებდა "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტი რობენ ლეპრუ 2011 წლის მარტში. - თუკი ტელევიზიებისგან შემოსავალი განახევრდება, ზოგიერთი კლუბი აუცილებლად შეწყვეტს არსებობას. ეს მთლიანად ფრანგული ფეხბურთისთვის იქნება დიდი დარტყმა. სერიოზული პრობლემა იქნება ეს "კანალ პლუსისთვისაც", რადგან მას ელემენტარულად არაფერი ექნება ეთერში გადასაცემი".

საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი ფედერიკ ტირიე შექმნილ სიტუაციაში გამოსავალს ეძებდა. ორმა ტელეკომპანიამ TPS-მ და Orange-მა სცადეს "კანალ პლუსთან" შეჯიბრება, მაგრამ ბრძოლა წააგეს. საქმეში ჩარევა არავის აღარ უნდოდა. სწორედ ამ დროს გადაწყდა, რომ პროფესიულ ლიგას თავად შეექმნა ტელეკომპანია Foot-ი, რომელსაც შეეძლო ტრანსლაციების წარმოება. საქმისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ ბევრში სერიოზული ეჭვები გააჩინა... მაგრამ ლიგა 1 აპოკალიპსს მაინც გადაურჩა, მაგრამ არა ტირიეს ან "კანალ პლუსის" წყალობით. იქამდე, ვიდრე საფეხბურთო სამყაროს თავზე საშიშროება დამოკლეს მახვილივით იყო ჩამოკიდებული, გადამწყვეტი მოლაპარაკები სულ სხვაგან და სულ სხვა დონეზე წარმოებდა.

2010 წლის 23 ნოემბერს გამოცემა So Foot-მა დაწერა, რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ ყატარის პრინცი თამიმ ჰამად ალ-თანი და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ელისეის სასახლეში მოლაპარაკებებზე მიიწვია, სადაც მათ "კოლონი კეპიტალის" (პსჟ-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის ყოფილი მესაკუთრე) ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი სებასტიან ბაზენი დახვდათ. მოლაპარაკებათა მიზანი იყო, დაერწმუნებინათ ყატარელი მილიარდერი, რომ ფრანგულ ფეხბურთში ფული დაებანდებინათ. კონკრეტულად ეყიდათ "პარი სენ-ჟერმენი".

აზიელებს 2006 წელსაც ჰქონდათ მცდელობა "პარი სენ-ჟერმენის" მფლობელ "კანალ პლუსთან" პირდაპირ კონტაქტზე გასულიყვნენ, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქალაქის საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ (ეს უკანასკნელი "პარკ დე პრენსის" აქციების სოლიდური წილის მფლობელი იყო), მიიჩნიეს, რომ თანამშრომლობა იმ ქვეყნის წარმომადგენელთან, სადაც ადამიანის უფლებები ირღვეოდა, არ ღირდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ-ს მეკარემ კლუბი გააღიზიანა და შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
სკანდალი მწიფდება. დემბელემ ხელფასის მომატება მოისურვა - კლუბი მისი მოთხოვნით უკმაყოფილოა
კაპიტანი გუნდიდან მიდის? - მარკინიოსის 12-წლიანი პარიზული კარიერა დასასრულს უახლოვდება
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს