ტურინელთა მესვეურებმა "ჯალოროსის" 29 წლის თავდამსხმელის გადაბირება განიზრახეს, რომელიც ლუის ენრიკეს გეგმებში ვერ ჯდება
"იუვენტუსში" იმდენი თავდამსხმელია, რომ შესაძლოა გაგიკვირდათ კიდეც სათაურში გამოტანილი ამბავი - თუმცა, ეს მართლაც ასეა და დიდია შანსი, მარკო ბორიელომ "რომა" დატოვოს და კარიერა სწორედ "იუვენტუსში" გააგრძელოს.

ზამთარში ბევრი რამე შეიცვლება და "იუვენტუსსაც" არაერთი ფორვარდი დატოვებს - მაგალითად: კარვალიო ამაური, რომელიც სავარაუდოდ "ჯენოაში" გადაბარგდება; ასევე, ლუკა ტონი და ვინჩენცო იაკვინტა, ზაფხულში კი მათ გზას თვით ალესანდრო დელ პიერო დაადგება.

მოკლედ, "იუვეს" ფორვარდთა სიუხვე მოჩვენებითი, უფრო სწორად დროებითია და კლუბის მესვეურებმაც ამად განიზრახეს "ჯალოროსის" 29 წლის თავდამსხმელის გადაბირება, რომელიც თავის მხრივ, ლუის ენრიკეს გეგმებში ვერ ჯდება. ამ საკითხზე ტურინული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ისაუბრა:

"მაღალი კლასის ფორვარდის დამატებას ნამდვილად ვაპირებთ და ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ მარკო ბორიელოა. მის მიმართ ფრანგული პსჟ-ც იჩენს ინტერესს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს ჩვენთან გადმოსვლა ურჩევნია. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული და ყველაფერი მალე გაირკვევა. თუ მარკო ფრანგულ ვარიანტს აირჩევს, სხვა ფრონტზე გავაქტიურდებით, თუმცა მჯერა, რომ ამის საჭიროება არ იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა