ესპანეთი. ლა ლიგა. სეზონის შეჯამება: ელიტაში დაბრუნებულმა "ელვებმა" არცთუ ურიგოდ დაიწყეს სეზონი, მაგრამ წლის ბოლომდე ვერ მიატანეს
ელიტაში დაბრუნებულმა "ელვებმა" არცთუ ურიგოდ დაიწყეს სეზონი, მაგრამ წლის ბოლომდე ვერ მიატანეს, ბოლო 4 ტურია, რაც "რაიო ვალეკანო" მარცხდება.

ძალიან ცუდად მოქმედებს გუნდის შედეგებზე, კლუბის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა.

რას ვწერდით აგვისტოში

"ელვების" თავკაცი ხოსე რამონ სანდოვალი სეზონის წინ ამბობდა, რომ, მართალია, ბიუჯეტით სხვა კლუბებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ მსაჯის სასტვენის ჩაბერვის შემდეგ მოედანზე ყველანი ერთნი ვართო. მოკლედ, ჩვენც მივიჩნევდით, რომ "რაიო ვალეკანო" თავდადების, ერთგული გულშემატკივრისა და შეკრული კოლექტივის ხარჯზე შეინარჩუნებდა ადგილს მზის ქვეშ - უჭირს, მაგრამ მადრიდული კლუბი ჯერჯერობით ასრულებს.

სტატისტიკური მონაგარი

"რაიო ვალეკანომ" სტუმრად უფრო მეტი ქულა მოიპოვა, ვიდრე შინ - 9 7-ის წინააღმდეგ, თუმცა გუნდმა სტუმრად მეტი თამაში გამართა. ერთია, გუნდმა ძალიან ბევრი წააგო - 8 შეხვედრა. ეს კი პრიმერაში მხოლოდ სამი გუნდის შედეგს სჯობს. გოლთა ოდენობით, ბურთების სხვაობის მიხედვით, გუნდი სამართლიანად იკავებს მე-16 ადგილს.

სანდოვალმა ძირითადად 4-2-3-1 სქემით ითამაშა, აი, "ბარსელონასთან" "კამპ ნოუზე", რაღაც საოცრება ჩაიდინა - 3-4-2-1, პირობითად ასე ვუწოდეთ ამ სისტემას, ოღონდ არ გეგონოთ "ელვებმა" სამი მცველით გაბედეს, მათ წინაც, 4 ფეხბურთელი ფაქტობრივად დაცვით ფუნქციებს ასრულებდა. მაგრამ "ნოუ ჰაუმ" მადრიდელებს არ უშველა, "კამპ ნოუზე" 0:4 დამარცხდა.

გაფრთხილება: 51

2 ყვითელი ბარათი: 0

წითელი ბარათი: 1

პენალტი (გატ): 4/2

პენალტი (გატ) ვალეკანოს კარში: 3/2

საშუალო დასწრება: 10 400

დარტყმა (ზუსტი): 200 (75)

დარტყმა (ზუსტი) ვალეკანოს კარში: 178 (72)

დარტყმის სიზუსტე: 37,5%

კუთხური: 86

თამაშგარე: 52

ჯარიმა (მათზე): 251 (218)

გოლები

6 მიჩუ

4 ტამუდო

1 ლ. ბანგურა, ბოტელიო, მოვილია, ტრაშორასი, პიტი, კოკე, მეტოქის ავტოგოლი (გაბი, ატლეტიკო)

საგოლე პასები

3 ბანგურა

1 ტრაშორასი, ბოტელიო, პიტი, არიბასი, მოვილია

გაძევება

1 ბოტელიო

გაფრთხილება

8 არიბასი

6 ხორდი, კასადო, ტიტო

5 ფუეგო

4 ბოტელიო, მიჩუ

3 ბანგურა, პიტი

2 დელიბაშიჩი

1 ტამუდო, რაფა, მოვილია, ხიმენესი

თამაშები

მეკარეები: დავიდ კობენიო (9 თ), დანი ხიმენესი (7), ისმაელ ხილი.

მცველები: ხორდი ფიგუერასი (15), ტიტო ტრიგუერო (15), ხოსე მანუელ კასადო (14), ალეხანდრო არიბასი (14), მიკელ ლაბაკა (4), რაულ ბრავო (1), სუელტონ პერეირა.

ნახევარმცველები: ხოსე მოვილია (16), მიგელ პერეს "მიჩუ" (16), ხავი ფუეგო (15), პედრო ბოტელიო (11), რობერტო ტრაშორასი (9), რაფა გარსია (4), მიჩელ მუნიოსი (4), ნესტორ სუსაეტა (2).

თავდამსხმელები: ფრანსისკო მედინა "პიტი" (16), ლასანე ბანგურა (14), რაულ ტამუდო (14), ანდრია დელიბაშიჩი (10), დანი პაჩეკო (8), სერხიო კონტრერას "კოკე" (5), რაიკო გარსია (1), ალბერტო პერეა.

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-2-3-1: კობენიო - ტიტო, ხორდი, არიბასი, კასადო - ხავი ფუეგო, მოვილია - ბანგურა, მიჩუ, პიტი - ტამუდო.

საუკეთესო ფეხბურთელი: მიჩუ - 16 თამაში, 6 გოლი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

16. ვალეკანო 16 4 4 8 17-25 16

თარიღი მეტოქე ანგარიში

28 აგვისტო ბილბაო (გ) 1:1

11 სექტემბერი სარაგოსა (შ) 0:0

18 სექტემბერი ხეტაფე (გ) 1:0

21 სექტემბერი ლევანტე (შ) 1:2

24 სექტემბერი რეალი (გ) 2:6

1 ოქტომბერი რასინგი (გ) 1:1

16 ოქტომბერი ესპანიოლი (შ) 0:1

23 ოქტომბერი ბეტისი (გ) 2:0

26 ოქტომბერი მალაგა (შ) 2:0

29 ოქტომბერი ვილიარეალი (გ) 0:2

6 ნოემბერი სოსიედადი (შ) 4:0

20 ნოემბერი ოსასუნა (გ) 0:0

26 ნოემბერი ვალენსია (შ) 1:2

30 ნოემბერი ბარსელონა (გ) 0:4

4 დეკემბერი ატლეტიკო (გ) 1:3

11 დეკემბერი სპორტინგი (შ) 1:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა