პრემიერლიგა. XVIII ტურის გამოხმაურება: ჰარი რედნაპმა 22 წლის უელსელი ნახევარმცველისთვის ქების სიტყვები არ დაიშურა
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა ნორვიჩში გამარჯვების შემდეგ 22 წლის უელსელი ნახევარმცველისთვის, ამ შეხვედრაში ორი გოლის ავტორისთვის, გარეთ ბეილისთვის ქების სიტყვები არ დაიშურა.

ბეილმა "დეზები", არც მეტი არც ნაკლები, საჩემპიონო ბრძოლაში ჩართო. 18 ტურის შემდეგ ჩრდილოლონდონელები უახლოეს მდევარს, "ჩელსის" 4 ქულით უსწრებენ, მანჩესტერელ ლიდერებს კი შვიდით ჩამორჩებიან და ყველა ამ გუნდზე ერთი თამაშით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული. სხვა სიტყვებით, "ტოტენჰემ ჰოთსპურზე" შეიძლება ითქვას, რომ 1961 წლის შემდეგ პირველად, შეუძლია გახდეს ჩემპიონი... ყოველ შემთხვევაში ადრე ამაზე ვერც ოცნებობდა.

ინგლისური გაზეთები და საიტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უელსელმა მისთვის უჩვეულო, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე შეუდარებლად ითამაშა და ჩაროზად მეორე გოლიც შეაგდო, როდესაც თითქმის მთელი მოედანი გადაირბინა.

"გარეთი საუცხოოა" - თქვა რედნაპმა, რომლის გუნდის ასეთ დაწინაურებაში დიდი როლი თავად კონკურენტებმა შეიტანეს. მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ", "არსენალმა", "ჩელსიმ" და "ლივერპულმა" "ბოქსინგ დეიზე" ფრედ ითამაშეს. მწვრთნელმა დასძინა:

"მეორე გოლის დროს, როდესაც ბეილმა სისწრაფე აკრიფა, აშკარად დაეტყო, რომ მისი გამჩერებელი არავინ იყო. მას დიდი ფეხბურთელის ყველა თვისება აქვს. ის განსაკუთრებულია. თან, ამ შეხვედრაში ფრთაზე კი არ ვათამაშე, შუა სამეულში ჩავრთე. საქმე ისა არის, რომ ხანდახან ის აუტის ხაზთან დგას და ფაქტობრივად ცდება, რადგან ბურთი სხვაგანაა. მაგრამ, როდესაც გარეთი გარღვევაზეა, მისი შეჩერება შეუძლებელი გახლავთ".

შემდეგ "ტოტენჰემის" მწვრთნელს ჰკითხეს აპირებს თუ არა ის უელსელის გაყიდვას - ბოლოხანს ამ თემაზე ხომ ბევრს ლაპარაკობდნენ.

"მისი გაყიდვა რომ გვინდოდეს, ამდენი ხანი გავყიდდით. აქ, ყველაფერი მარტივია - თუ რაიმე ჯილდოების მოპოვებას აპირებ, ასეთ ფეხბურთელს ვერ შეელევი. გარდა ამისა, ბეილის საკადრისი ფულისა და ხელფასის გადამხდელი მხოლოდ სამი გუნდია ამქვეყნად: "ბარსელონა", "რეალი" და "მანჩესტერ სიტი".

ნორვიჩელებმა ბეილს ვერაფერი დაუპირისპირეს, თუმცა... ტრიბუნიდან ხალხის ერთი ჯგუფი ყვიროდა, შიმპანზეს ჰგავსო. ამაზე რედნაპმა თქვა:

"ეს უპატივცემულობაა. გული მერევა ასეთ შეძახილებზე".

დღეისათვის "სფურზს" ბოლო 10 შეხვედრიდან 8 მოგებული აქვს, თუმცა მწვრთნელი ამბობს, რომ გარანტირებული არაფერია. ჩრდილოლონდონელები იანვრის ბოლომდე შინ "ვესტ ბრომვიჩთან", "ევერტონთან", "ვულვზთან" და "უიგანთან" შესახვედრად ემზადებიან. დიახ, არაფერი შეგვშლია, ეს შეხვედრები რედნაპის ბიჭებს "უაით ჰართ ლეინზე" აქვთ ჩასატარებელი. გარდა ამისა, "დეზებს" თებერვლამდე ორი სტუმრობაც ელით: ახლა, 31 დეკემბერს, "სუონსისთან" და 22 იანვარს "მანჩესტერ სიტისთან" "ეტიჰედ სთედიუმზე".

რედნაპი: "ნორვიჩში დიდი თამაში გვქონდა, რადგან კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და ჩვენ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა უნდა მოგვეგო. ამ ტურმა ყველას გვაჩვენა თუ რა ძნელია ქულების დაგროვება. მეგონა "ბოქსინგ დეიზე" ყველა ლიდერი მოიგებდა, მაგრამ სულ სხვა რამ მოხდა.

ახლა, წინ რამდენიმე რთული მატჩი გველის. მოგეხსენებათ, უკვე ყველა გუნდი ტყავის გადასარჩენად ფრჩხილებით იბრძვის და ყველას დამარცხება ძნელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა