"ჩელსის" ესპანელმა ვარსკვლავმა, 23 წლის ხუან მატამ თანაგუნდელი და თანამემამულე, 27 წლის ფერნანდო ტორესი დაიცვა
"ჩელსის" ესპანელმა ვარსკვლავმა, 23 წლის ხუან მატამ თანაგუნდელი და თანამემამულე, 27 წლის ფერნანდო ტორესი დაიცვა. მატამ თქვა, რომ "ელ ნინიო" აუცილებლად დაიწყებს გოლების გატანას.

შეგახსენებთ, რომ ტორესი "ლურჯების" მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა "ბოქსინგ დეიზე", "ფულჰემის" წინააღმდეგ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობაშივე ათამაშა, მაგრამ ყოფილმა ლივერპულელმა კვლავ ვერ მოახერხა მეტოქის კარში ბურთის შეგდება.

სტატისტიკა მეტყველებს, რომ ფორვარდს დასავლეთ ლონდონში გადაბარგების შემდეგ 27 შეხვედრაში სამად სამი გოლი აქვს გატანილი, არადა მასში "ლურჯებმა" 50 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

სულ სხვანაირად არის "სტემფორდ ბრიჯზე" ამ შემოდგომაზე გადასული მატას საქმე. მან ორშაბათის დასავლეთლონდონურ დერბიში კვლავ გაიტანა და ეს მისთვის უკვე მეხუთე პრემიერლიგური გოლი გახლდათ. მატამ თქვა:

"იმ შეხვედრის პირველ ტაიმში ფერნანდომ ერთ ეპიზოდში კარგად შეუტია, მაგრამ მეკარემ აუღო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ვარჯიშებზე ძალიან მონდომებულია და გოლების გატანასაც მალე დაიწყებს. ეს, უბრალოდ, დროის ამბავია. ფერნანდოს კარიერის განმავლობაში ყოველთვის გაჰქონდა და, რასაკვირველია, "ჩელსისთვისაც" მალე დაიწყებს ჩვეული საქმის კეთებას".

როგორც მოგახსენეთ, ორშაბათს მატამ გოლი შეაგდო - "ჩელსისა" და "ფულჰემის" შეხვედრა 1:1 დასრულდა. ესპანელი თავისმა გოლმა, ბუნებრივია, გაახარა, მაგრამ იმასაც კარგად ხვდება, რომ დაწინაურებულ მანჩესტერულ გუნდებს სავარაუდოდ, ვეღარ დაეწევიან.

ჩემი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩვენ ყველანი უკმაყოფილოები ვართ, რადგან სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავდით. არადა, გოლის გატანა ბევრჯერ შეგვეძლო, განსაკუთრებით ბოლო 15 წუთში. ხელსაყრელ პოზიციაში იყვნენ ტორესი, დიდიე დროგბა და რაულ მეირელეში, მაგრამ ბურთი კარში არა და არ შევიდა. თან, "ფულჰემის" მეკარემ, დევიდ სტოკდეილმა რამდენჯერმე საუცხოოდ იხსნა კარი აშკარა გოლისგან. მინდა შევაქო და კარგი თამაში მოვულოცო.

ჩვენ ვცდილობდით ბურთი სწრაფად გაგვეთამაშებინა, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე მთელი გუნდით დაცვაში დგას და სივრცეებს არ გიტოვებს, ამის გაკეთება ძალიან ძნელია".

"ბოქსინგ დეის" შემდეგ დასავლეთლონდონელები მანჩესტერელ ლიდერებს 11 ქულით ჩამორჩებიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი არა, ოთხეულისთვის აქვთ საბრძოლველი. მატა განაგრძობს:

"პრემიერლიგის ზედა ოთხეულში დამკვიდრება ძალიან ძნელია, რადგან ამავე მიზნისთვის ბევრი გუნდი იბრძვის. ჩვენი კონკურენტები შესანიშნავ სეზონს ატარებენ. შემიძლია დავასახელი "არსენალი", "ტოტენჰემი", "ლივერპული".

ერთი სიტყვით წინ დიდი ბრძოლები გველის. ჩვენი შემდეგი თამაშიც აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ "ასტონ ვილა" ის გუნდი არ არის რამე იოლად რომ დაგითმოს. ერთი სიტყვით, ახალ წლამდე ექვსი ქულის მოპოვების გეგმა ჩაგვივარდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა