ანატოლი მილჩენკო დღეს საკუთარ სახლში, ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა
გარდაიცვალა ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის (ფიფა) არბიტრი, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო არბიტრი ანატოლი მილჩენკო.

ანატოლი მილჩენკო დღეს საკუთარ სახლში, ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა.

ანატოლი მილჩენკო ქალაქ ბორჯომში 1938 წლის 26 მარტს დაიბადა. თამაშობდა ბორჯომის, თბილისისა და სოხუმის საფეხბურთო კლუბებში, 60-იანი წლებიდან კი - არბიტრად. 70-80-იან წლებში 14-ჯერ შედიოდა საბჭოთა კავშირის 10 საუკეთესო არბიტრთა შორის. 1976 წლიდან ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის ფიფა არბირტრი იყო; არა ერთი მატჩი იმსაჯა მსოფლიოსა და და ევროპის ჩემპიონთა შესარჩევ ტურნირებში.

ნამსაჯი აქვს მატჩები ბეკენბაუერის, კრუიფის, მარადონას, ლინეკერისა და მსოფლიოს სხვა ვარსკვლავთა მონაწილეობით. იგი საბჭოთა კავშირის მსაჯთაგან მეორე იყო (პირველი ნიკოლაი ნატიშევი), ვინც "უემბლის" სტადიონზე მატჩი მთავარი მსაჯის სტატუსში ჩაატარა.

1994-1998 წლებში ანატოლი მილჩენკო უკრაინაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. 1998-2005 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა.

2000 წელს იგი მე-20 საუკუნის საუკეთესო არბიტრად აღიარეს. 2005-2010 წლებში საქართველოს ორგზის ჩემპიონის, თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" სპორტულ დირექტორად მუშაობდა. 2010 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს ფედერაციაში ახალგაზრდა არბიტრთა მომზადების მენეჯერად მუშაობდა.

interpressnews.ge

d
აცხონოს ღმერთმა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა