სპორტისა და ახალზარდობის საქმეთა სამინსიტრომ 2011 წელი შეაჯამა და 8 ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა
საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი საქართველოს ნაკრების მორაგბე მამუკა გორგოძე, ხოლო საუკეთესო გუნდი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა.

სასტუმრო "რედისონში" სპორტისა და ახალზარდობის საქმეთა სამინსიტრომ 2011 წელი შეაჯამა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მიმოიხილა სპორტული მიღწევები და მნიშვნელოვანი ტურნირები, პროექტები, რომლებიც წელს განხორციელდა და მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომლებიც სხვადასხვა სპორტის სახეობის მიმართულებით შედგა. ასევე, ის რეფორმები, რომელიც ამ წელს გატარდა.

ამის შემდეგ გაიმართა დაჯილდოება, სადაც საუკეთესოები 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ. დასახელდა 10 საუკეთესო სპორტსმენი, მათ შორის არიან: მორაგბე დიმიტრი ბასილაია, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, მკლავჭიდელი გენადი კვიკინია, თავისუფალი სტილით მოჭიდიავე დავით მარსაგიშვილი, ძალოსანი გია მაჭავარიანი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე და სამბისტი ავთანდილ ცინცაძე.

გარდა ამისა დასახელდა 10 საუკეთესო ახალგაზდა სპორტსმენი, დასახელდა ასევე სამი საუკეთესო მსაჯი, რომლებიც არიან: ედიშერ მაჩაიძე - მსაჯი ჭიდაობაში, ვლადიმერ ნუცუბუძე - მსაჯი ძიუდოში და მაკა კუპატაძე - მსაჯი კალათბურთში.

გამოვლინდა სამი საუკეთესო სპორტული მენეჯერი, რომლებიც გახდნენ ბაჩო ხურციძე (საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მენეჯერი), მერაბ რატიშვილი (კალათბურთის ნაკრების მენეჯერი) და არტემ სანიშვილი (მშვიდლოსნების ნაკრების მენეჯერი).

დღესვე დასახელდა საუკეთესო პარასპორტსმენი, ანუ შეზღუდული უნარების მქონე სპორტსმენი - ნიკოლოზ თვაური, რომელიც არის უსინათლო.

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჯაგიშვილი დასახელდა.

გასული წლის საუკეთესო მწვრთნელებად კი როგორც მოსალოდნელი იყო დასახლდნენ საქართველოს კალათბურელთა ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და მორაგბეთა უკვე ყოფილი მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი.

"წლის გუნდად" საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დასახელდა, რომელმაც 2011 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"

d
გორგოძე მართლა გამორჩეულია
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა