თბილისის ჭადრაკის სასახლეში ცნობილი ქართველი მწვრთნელის თეიმურაზ ლომაიას ტრადიციული მემორიალი გრძელდება
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება ცნობილი ქართველი მწვრთნელის თეიმურაზ ლომაიას ტრადიციული მემორიალი, რომელშიც უფროსი ასაკის მოჭადრაკეების პარალელურად 8-12 წლის გოგო-ბიჭებიც იბრძვიან საპრიზო ადგილებისთვის.

შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტური დარჩა. გუშინ მე-5 ტურის ორთაბრძოლები გაიმართა. უფროსებში 4,5 ქულით ნინო ხომერიკი დაწინაურდა. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ექვს მოჭადრაკეს (მათგან სამი გოგოა) - ანა კუჭავას, ნატა ჯიბუტს, დეა გოგიშვილს, ვეფხვია ხუბულავას, ალექსანდრე ებრალიძეს და ირაკლი კელეპტრიშვილს.

8-წლიანებში შესანიშნავად თამაშობენ დიანა ლომაია და გუბაზ ქუხილავა, რომლებიც გათამაშების ცხრილს უდანაკარგოდ უდგანან სათავეში. გოგონებში 4-4 ქულას მოუყარეს თავი ლალი გარსიაშვილმა, ქეთი დავითურმა, სალომე მჭედლიშვილმა და მარი მირიანაშვილმა. ვაჟებში 4,5-4,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს საბა ლომსაძე, ნიკა კაჭარავა და ლაზარე ლომსაძე ინაწილებენ.

10-წლიან ვაჟებში, ასევე, 5 ქულით ნიკოლოზ პეტრიაშვილი ლიდერობს. იგი ნახევარ-ნახევარი ქულით უსწრებს გიორგი აზნარაშვილს, კოკა ბუკიას და ცოტნე მამულაიშვილს. გოგონებში 4,5 ქულით ეკატერინე ცომაია პირველობს. მეორე ადგილზე მყოფ სალომე სანიკიძეს 4 ქულა აქვს.

12-წლიან გოგონებში 5 ქულით ნატა ჯიბუტი დაწინაურდა ერთპიროვნულად. დალი ნანეიშვილმა 4, მარიამ თვალავაძემ და მარი ჯანიაშვილმა 3,5-3,5 ქულას მოუყარეს თავი. ვაჟებში სამხელისუფლებიანობაა - საბა ამირიძე, ნიკოლოზ ცომაია და გიორგი თავზარაშვილი 4,5-4,5 ქულით პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ.

დღეს მე-6 ტურის პარტიები გაიმართება. გამარჯვებულები და პრიზიორები კი ხვალ გამოვლინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა