"ბენდელას თასის" გათამაშება, რომელიც საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოედნებზე ტარდება, დღეს ფინალური მატჩით დასრულდება

მთავრდება "ბენდელას თასის" გათამაშება, რომელიც საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოედნებზე ტარდება.

გუშინ დასრულდა ბავშვთა ტურნირი, რომლის ფინალში "დინამოს აკადემია" "ჩემპიონს" შეხვდა. ლაშა კუკულავასა და გიგი გულედავას გოლებით დინამოელებმა 2:0 გაიმარჯვეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ, გუნდის თავკაცი ვალერი გაგუა კი საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ მამის, რევაზ გაგუას კვალზე დამდგარი 31 წლის სპეციალისტისთვის ეს პირველი წარმატება არ იყო, მის გუნდებს ტიტულები აქამდეც მოუპოვებიათ.

"სეზონის დაწყებამდე "დინამოს აკადემიაში" შერჩევა გვქონდა და მართლაც გამორჩეული 16 ბავშვი დავიტოვეთ. მიხარია, ეს საპატიო პრიზი რომ მოვიპოვეთ., ბიჭებმა ეს დაიმსახურეს და იმედია, შემდგომშიც არაერთ წარმატებას მიაღწევენ," - გვითხრა გაგუამ.

გუშინ ფინალისტები გამოვლინდნენ უფროსებში. სენსაცია იყო ერთ-ერთი ფავორიტის, ფუტსალელებით შემდგარი თსუ-ს მარცხი "ბასკისთან" - 1:3.

ზედიზედ მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს "სამედიცინო" და სეუ, რომელიც ამ ტურნირზე ძლიერი შემადგენლობით თამაშობდა - მეკარე რევაზ თევდორაძე, დავით ოდიკაძე, დავით თარგამაძე, სერგი ორბელაძე, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ჩივაძე, გიორგი კახელიშვილი, ბაჩანა ცხადაძე, შოთა კუბლაშვილი, დავით გოგოლაძე.

მართალია, თარგამაძე უკრაინაში გაფრინდა, ცხადაძე კი აზერბაიჯანში თვის ფეხბურთელის პრიზის მისაღებად, მაგრამ ნახევარფინალში სეუ-მ არნემის "ვიტესის" ქართველები გურამ კაშია და გიორგი ჭანტურია დაიმატა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის დარად (5:3), სეუ-მ ამჯერადაც გაიმარჯვა - 1:0 (გოლი დავით ოდიკაძის ანგარიშზეა), ასე რომ, დღეს ფინალში სეუ თსუ-ს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა