ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გმადლობთ, კაპიტანო!

გმადლობთ, კაპიტანო!

გვინდა, საკლუბო დონეზე ყველაზე ტიტულიან ქართველ ფეხბურთელს 15-წლიანი სანაკრებო კარიერისთვის მადლობა გადავუხადოთ!

დოსიე

კახა კალაძე

დაიბადა 1978 წლის 27 თებერვალს სამტრედიაში.

საკლუბო კარიერა: 1993-94. "სამტრედია". 3 მატჩი, "დინამო" (თბ) 1 მატჩი; 1994-97 - "დინამო" (თბილისი) 71 (1 გოლი); 1998-2000 - "დინამო" (კიევი, უკრაინა) 63 (6 გოლი), 2001-2010 - "მილანი" (იტალია) 194 (12 გოლი); 2010 წლის აგვისტოდან დღემდე - "ჯენოა" (იტალია) 37 (1 გოლი)

სანაკრებო კარიერა: 1993-95 - საქართველოს 16, 17 და 19 წლამდელთა ნაკრებები; 1995-96 - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები; 1996-2011 - საქართველოს ეროვნული ნაკრები 83 მატჩი (1 გოლი).

ტიტულები: საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ორგზის თასის მფლობელი, სუპერთასის გამარჯვებული; უკრაინის სამგზის ჩემპიონი, სამგზის თასის მფლობელი; იტალიის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი; ევროპის სუპერთასის ორგზის გამარჯვებული; კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული; ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: 2001, 2002, 2003, 2006 (ჟურნალისტების გამოკითხვით) და 2008 (პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამოკითხვით) წლებში.

2007 წელს გახდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის "ოქროს ფრთის" ლაურეატი; 2009 წელს გახდა საგამომცემლო სახლ "სახე(ლ)ების" ლაურეატი.

საკლუბო დონეზე ყველაზე ტიტულიანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წავიდა! სხვისი რა მოგახსენოთ და, ჩვენი აზრით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქართულ სპორტში ამაზე "ხმაურიანი" მოვლენა არაფერი მომხდარა! ბოლოს და ბოლოს, ქართულ ფეხბურთში ხომ კონკრეტული მოთამაშის ეპოქა დამთავრდა.

ჰო, ეპოქა - 15 წელიწადი რომ გრძელდებოდა: 1996 წლის 27 მარტიდან (კახა კალაძემ საქართველოს ნაკრებში პირველი მატჩი რომ ჩაატარა) 2011 წლის 11 ოქტომბრამდე...

ხშირად და ბევრს უთქვამს: ფეხბურთი ალოგიკური თამაშიაო; ყოველივე ამას კი საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე მომხდარი არაერთი მოულოდნელობით ხსნიან; არის მეორე ვარიანტიც: ფეხბურთში საერთო დონის გათანაბრების პროცესი (ერთადერთი გამონაკლისი - "ბარსელონას" ტრიუმფული და "არაამქვეყნიური" ასპარეზობა) მიმდინარეობს და ყველაფერს შემთხვევითობას ნუ დააბრალებთო, - ასეთ მოსაზრებასაც ხშირად მოისმენთ.

თუმცა, მოდი, გულახდილად ვთქვათ: როცა ერთი და იგივე ფეხბურთელი სამი ქვეყნის ჩემპიონი გახდება, სამი ქვეყნის თასის გათამაშებაში გაიმარჯვებს, ევროპის სუპერთასსა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს, შეიძლება ამას შემთხვევითობა ვუწოდოთ? ან, იქნებ, ის ფაქტია "შემთხვევითობა", ამ ფეხბურთელს მსოფლიოს ნაკრებში რომ მიიწვევენ, ან კიდევ, თავის ქვეყანაში ხუთჯერ რომ დაასახელებენ საუკეთესოდ?!. აღარაფერს ვამბობთ, მართლაც, განსაკუთრებულ და გამორჩეულ მიღწევაზეც: ჩვენი თანამემამულე ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული!

არ გვინდა, ვინმემ ნამეტანი პესიმისტობა დაგვაბრალოს, მაგრამ გულახდილად ვთქვათ: გჯერათ, რომ მსგავს მიღწევას რომელიმე ჩვენებური გაიმეორებს? ჩემპიონთა ლიგის ორჯერ და ერთხელ მოგებას ვინ ჩივის, ჯერ ის ვინატროთ, რომელიმე ქართველი ფეხბურთელი ისეთ კლუბში აღმოჩნდეს, ამ პრესტიჟული ტურნირის მუდმივი მონაწილე რომ იქნება.

თუმცა, ქართველებს ხომ ბევრი "უცნაურობაც" გვახასიათებს: ვინმე უცხოტომელს გავაფეტიშებთ, იდეალად წარმოვიდგენთ და ამავე დროს კი, ჩვენიანის მართლაც საარაკო და ზღაპრულ მიღწევებს ისე ვუყურებთ, ვითომდა, ჩვეულებრივი ამბავიაო; ვითომ ის იყო ჩვეულებრივი ამბავი, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ რომ მოიგო (ერთადერთი შემთხვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში), ან 15-წლიანი სანაკრებო კარიერა და მშობლიური ქვეყნის ნაკრების მაისურით ჩატარებული 83 შეხვედრა (აქედან 50 - კაპიტნის რანგში და ესეც სარეკორდო მიღწევაა);

რა თქმა უნდა ზემოთნახსენები მიღწევები "ჩვეულებრივი" კი არა, განსაკუთრებულზე-განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მაგრამ "ქართული სინამდვილეც" არ დაგვავიწყდეს: ზუსტ მიზეზს ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ის ხომ ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს ბევრი ჩვენებური "გულმავიწყიც" გამხდარა და, უკაცრავად და დაუნახავიც! იმის მაგივრად, 15-წლიანი სანაკრებო კარიერისათვის კაცისათვის მადლობა გადაეხადათ, "მარცხნიდან და მარჯვნიდან" კრიტიკა და ქილიკი მოაყოლეს;

თითქოს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში არაერთი ფეხბურთელი გვყოლოდეს, 80-ზე მეტი მატჩი რომ ექნებოდა ჩატარებული და აქედან 50 კაპიტნის რანგში! თითქოს, მსოფლიო ფეხბურთის გრანდ "მილანში" პაოლო მალდინის, ალესანდრო ნესტას, ანდრეა პირლოს, ანდრეი შევჩენკოს, კლარენს ზეედორფის, ფილიპო ინძაგის, ჯენარო გატუზოსა და კაფუს გვერდით... 10 წლის განმავლობაში ჩვენიანს არ ეთამაშოს; თითქოს, არც ის ფაქტი ყოფილა, როცა უახლოესი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული პიროვნული ტრაგედიის მიუხედავად, მოედანზე გამოვიდა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა...

საბედნიეროდ, საქართველოში მაინც აღმოჩნდა გარკვეული კატეგორია, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელისათვის მადლობა რომ არ დაივიწყა! უპირველესად, აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ვგულისხმობთ, წლების განმავლობაში ნაკრების კაპიტანის გვერდით რომ თამაშობდნენ; თუნდაც ლევან კობიაშვილი ვახსენოთ, "მსოფლიო სპორტთან" ინტერვიუში ჩვეული გულახდილობით რომ ისაუბრა საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე. ჩვენც ამათ რიცხვს მივეკუთვნებით და გვინდა, რომ საკლუბო დონეზე ყველაზე ტიტულიან ქართველ ფეხბურთელს კახა კალაძეს საქართველოს ნაკრებში გატარებულ 15-წლიანი (!) კარიერისთვის მადლობა გადავუხადოთ!

P.S. ფეხბურთელი-კალაძის კარიერა კიდევ გრძელდება (ამჯერად, მხოლოდ საკლუბო დონეზე), თანაც სადმე მეორეხარისხოვან ჩემპიონატში კი არა, ისევ იტალიაში; ამიტომაც არის, რომ მის საფეხბურთო კარიერაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებთ, სამაგიეროდ, კალაძე-ფეხბურთელზე ისეთი პიროვნებების შეფასებებს შემოგთავაზებთ, ქართული (და არა მარტო) საფეხბურთო სამყარო კარგად რომ იცნობს...

კახა კალაძის ყველა სანაკრებო მატჩი

1. ამხანაგური მატჩი

27.03. 1996

კვიპროსი - საქართველო 4:1

2. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

14. 06. 1997

პოლონეთი-საქართველო 4:1

3. ამხანაგური მატჩი

05. 12. 1997

ლიბანი-საქართველო 4:2

4. ამხანაგური მატჩი

08. 12. 1997

ლიბანი-საქართველო 3:2

5. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

10. 09. 1997

საქართველო-იტალია 0:0

6. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

24. 09. 1997

მოლდოვა-საქართველო 0:1

7. საერთაშორისო ტურნირი

06. 02. 1998

საქართველო-ლატვია 2:1

8. საერთაშორისო ტურნირი

08. 02. 1998

საქართველო-ალბანეთი 3:0

9. საერთაშორისო ტურნირი

10. 02. 1998

საქართველო-მალტა 3:1

10. ამხანაგური მატჩი

02. 05. 1998

ტუნისი-საქართველო 1:1

11. ამხანაგური მატჩი

19. 08. 1998

უკრაინა-საქართველო 4:0

12. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

05. 09. 1998

საქართველო-ალბანეთი 1:0

13. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

10. 10. 1998

ლატვია-საქართველო 1:0

14. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

14. 10. 1998

საბერძნეთი-საქართველო 3:0

15. ამხანაგური მატჩი.

20. 03. 1999

საქართველო-უკრაინა 0:1

16. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.

27. 03. 1999

საქართველო-სლოვენია 1:1

17. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი.

28. 04. 1999.

საქართველო-ნორვეგია 1:4

18. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

30. 05. 1999

ნორვეგია-საქართველო 1:0

19. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

04. 09. 1999

სლოვენია-საქართველო 2:1

20. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

08. 09. 1999

საქართველო-ლატვია 2:2

21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

09. 10. 1999

ალბანეთი-საქართველო 2:1

22. ამხანაგური მატჩი

29. 03. 2000

ისრაელი-საქართველო 1:1

23. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

07. 10. 2000

ლიტვა-საქართველო 0:4

24. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

11. 10. 2000

იტალია-საქართველო 2:0

25. ამხანაგური მატჩი

14. 02. 2001

საქართველო-უკრაინა 0:0

26. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

28. 03. 2001

საქართველო-რუმინეთი 0:2

27. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

02. 06. 2001

საქართველო-იტალია 1:2

28. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

06. 06. 2001

უნგრეთი-საქართველო 4:1

29. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

01. 09. 2001

საქართველო-უნგრეთი 3:1

30. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

05. 09. 2001

საქართველო-ლიტვა 2:0

31. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

06. 10. 2001

რუმინეთი-საქართველო 1:1

32. ამხანაგური მატჩი

21. 08. 2002

თურქეთი-საქართველო 3:0

33. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

08. 09. 2002

შვეიცარია-საქართველო 4:1

34. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

30. 04. 2003

საქართველო-რუსეთი 1:0

35. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

11. 06. 2003

ირლანდია-საქართველო 2:0

36. ამხანაგური მატჩი

27. 05. 2004

საქართველო-ისრაელი 0:1

37. ამხანაგური მატჩი

18. 08. 2004

მოლდოვა-საქართველო 1:0

38. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

04. 09. 2004

თურქეთი-საქართველო 1:1

39. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

08. 09. 2004

საქართველო-ალბანეთი 2:0

40. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

17. 11. 2004

საქართველო-დანია 2:2

41. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

26. 03. 2005

საქართველო-საბერძნეთი 1:3

42. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

30. 03. 2005

საქართველო-თურქეთი 2:5

43. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

04. 06. 2005

ალბანეთი-საქართველო 3:2

44. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

17. 08. 2005

ყაზახეთი-საქართველო 1:2

45. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

03. 09. 2005

საქართველო-უკრაინა 1:1

46. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

07. 09. 2005

დანია-საქართველო 6:1

47. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

08. 10. 2005

საქართველო-ყაზახეთი 0:0

48. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

12. 10. 2005

საბერძნეთი-საქართველო 1:0

49. ამხანაგური მატჩი.

12. 11. 2005

ბულგარეთი-საქართველო 6:2

50. ამხანაგური მატჩი

16. 11. 2005

საქართველო-იორდანია 3:2

51. ამხანაგური მატჩი

27. 05. 2006

ახალი ზელანდია-საქართველო 3:1

52. ამხანაგური მატჩი

31. 05. 2006

პარაგვაი-საქართველო 1:0

53. ამხანაგური მატჩი

07. 10. 2006

გერმანია-საქართველო 2:0

54. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

11. 10. 2006

საქართველო-იტალია 1:3

55. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

02. 06. 2007

ლიტვა-საქართველო 1:0

56. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

06. 06. 2007

საფრანგეთი-საქართველო 1:0

57. ამხანაგური მატჩი

22. 08. 2007

ლუქსემბურგი-საქართველო 0:0

58. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

08. 09. 2007

საქართველო-უკრაინა 1:1

59. ამხანაგური მატჩი

16. 11. 2007

ყატარი-საქართველო 1:2

60. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

21. 11. 2007

საქართველო-ლიტვა 0:2

61. ამხანაგური მატჩი

06. 02. 2008

საქართველო-ლატვია 1:3

62. ამხანაგური მატჩი

26. 03. 2008

ჩრ. ირლანდია-საქართველო 4:1

63. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

06. 09. 2008

საქართველო-ირლანდია 1:2

64. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

10. 09. 2008

იტალია-საქართველო 2:0

65. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

11. 02. 2009

ირლანდია-საქართველო 2:1

66. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

05. 09. 2009

საქართველო-იტალია 0:2

67. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

10. 10. 2009

ჩერნოგორია-საქართველო 2:1

68. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

14. 11. 2009

ბულგარეთი-საქართველო 6:2

69. ამხანაგური მატჩი

03. 03. 2010

საქართველო-ესტონეთი 2:1

70. ამხანაგური მატჩი

11. 08. 2010

მოლდოვა-საქართველო 0:0

71. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

03. 09. 2010

საბერძნეთი-საქართველო 1:1

72. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

07. 09. 2010

საქართველო-ისრაელი 0:0

73. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

08. 10. 2010

საქართველო-მალტა 1:0

74. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

12. 10. 2010

ლატვია-საქართველო 1:1

75. ამხანაგური მატჩი

17. 11. 2010

სლოვენია-საქართველო 1:2

76. ამხანაგური მატჩი

09. 02. 2011

სომხეთი-საქართველო 1:2

77. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

26. 03. 2011

საქართველო-ხორვატია 1:0

78. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

29. 03. 2011

ისრაელი-საქართველო 1:0

79. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

03. 06. 2011

ხორვატია-საქართველო 2:1

80. ამხანაგური მატჩი

10. 08. 2011

პოლონეთი-საქართველო 1:0

81. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

02. 09. 2011

საქართველო-ლატვია 0:1

82. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

06. 09. 2011

მალტა-საქართველო 1:1

83. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

11. 10. 2011

საქართველო-საბერძნეთი 1:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• benga

ნეტა მეტი რაგა უნდა გააკეთოს კაცმა იმისთვის, რომ დაამტკიცოს თავისი კაცობა და პროფესიონალიზმი?

• benga

გმადლობ კახა, ხარ დიდი კაპიტანი!!! ამ ბოცოებს და გოკაშვილებს რომ კითხო თეთრზე იტკვიან შავიაო. კახა ისეა ნაცების ფონზე, როგორც ბოინგი იაკებში...

• ჯემალი

მადლობა კახას-ბრწყინვალე მამულიშვილს, შესანიშნავ კაპიტანს, მეგობრობაში დახარჯულს, სიტყვისა და საქმის კაცს!

• daviti

მადლობას ღირსეულ კაპიტანს!აი ბატონ გია ტუხაშვილს კი მინდა ვუთხრა,რომ,ამ სტატიამ ძალიან დაიგვიანა და დღეს იმის ნახევარი ფასიც არ აქვს რაც ექნებოდა,ფედერაციის და ბატონი ვარძელაშვილის სამარცხვინო განცხადებას რომ მოყოლოდა მყისიერად.არა მგონია აქ მოყვანილ სტატისტიკის მოძიებას ჭირდებოდეს ამდენი დრო.nika მინდა ვკითხო,სენ რომ სამადლობელს ვერ ხედავ ეგ გასაგებია,მაგრამ,აბსოლიტური უმრავლესობა ფეხბურთის მოყვარულების აზრის რა პრინციპით გაიგე?

• zaza sigu

დიდი მადლობა კაპიტანო. ყველა ის ტიტული რომელიც მოპოვებული აქვს ლომის წილი დადო. მართლაც მეეჭვება ვინმემ საქართველოდან ასეთი შედეგი გაიმეორს...ისე მურთაზ ხურცილავამაც ინგლისში მოსოფიოზე,განზრახ ხელით ითამაშა და საპრიზო ადგილი დაკარგეს მაგრამ მაინც დიდი ფეხბურთელი იყო.რაც შეეხება ავტო გოლს უნდა ვაპატიოდ ამით ქვეყანა არ დაქცეულა. არველაძე დიდი ფეხბურთელი იყო და კარგია, რომ გავაცილეთ საკადრისათ, მაგრამ კალაძის გაცილებაზე ვნახოთ რა სახელიანი ფეხბურთელები ჩამოვლენ.ისე კიარა ერთი რომ წავიდა და გაცილებაზე ვერავინ რომ ვერ აღმოვაჩინეთ ნაცნობი გვარის.

• ქეთი

გმადლობთ კაპიტანო! ასევე მადლობა სტატიის ავტორს. იმედია კაპიტნის საპატიო გაცილება მოხდება ნაკრებიდან. (თუმცა რა საპატიო გაცილებაზეა საუბარი...რა გამოლევს საქართველოში ისეთ ადამიანებს, ვისაც საქმე გამოლევია, მხოლოდ კომპიუტერის წინ ზის და დროის გაკვანის მიზნით კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს კახის.რა იოლია სხვისი მიღწევების გაკრიტიკება, მითუმეტეს როცა საკუთარი არ გაგაჩნია...)როგორ თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ? თუ ვინმე დიდი კაცი გამოგვერია, ისე დავკროტნით როგორც დაკოდილ ძერას ყვავებიო...

• nodo

ქართველებზე უმადური ხო არავინაა;გაიხსენეთ ხალხო რომელ კაპიტანს მივაგეთ ღირსეული პატივი; დავიწყოთ თუნდაც მურთაზ ხურცილავა; დიდი მანუჩარი;ალექსანდრე ჩივაძე და ბოლოს კახი კალაძე;ხალხო ამ 4 კაპიტანს იმდენი ტიტული და ქართული საქმე აქვთ გაკეთებული;მთელი დღევანდელი მთავრობა თავის კობა ხაბაზიანთ შუაზე რომ გაფხრიწონ 100წელი ვერ გააკეთებენ;ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• zako

tonyblack გეთანხმები ყველაფერში,როგორც ფეხბურთელი ბაზარ ირაა, მაგრამ კახა ძალიან რომ გაპოლიტიკოსდა ეს ნაღდად არ მომწონს. რა ვქნა არ მჯერა იმ კაცის, რომელიც ჯერ ერთ პიროვნებას შეციცინებს თვალებში და მერე პირველთან წყენის (თუნდაც მაგარი ნაწყენი იყოს)გამო სხვას შეციცინებს. ერთ დროს მიშას სახე იყო ეხლა ბიძინასი. საინტერესოა ვინ იქნება შემდეგი.

• ფორცა იუვე

უსახელოს, წესიერად მელაპარაკე; მე ქართველი ვარ და ვინ როგორ თამაშობს ნაკრებში, იმით ვაფახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ 83 თამაშში, ერთიც არ იქნებოდა ისეთი თუნდაც მალხაზ ასათიანს რომ უთამაშია საშუალოდ; ან ჯამარას გარღვევას ჯობია მთელ მის სვარკა ფეხბურთს; დიდ გუნდებშიც არიან უნიჭო და საჭირო ფეხბურთელები (მოვიყვანე მაგალითები), ღმერთმა გაუმარჯოთ, იყვნენ კარგად, მაგრამ ვარსკვლავებად ნუ შევრაცხავთ, ამით საფეხბურთო გემოვნებას ვსპობთ და მომავალ თაობებს სილამაზის და სილაღის განცდას ვართმევთ

• gagovski

როცა სააკაშვილთან ძმაკაცობდა მაშინ მაგარი ფეხბურთელი იკო და ეხლა აგარაა ხო მაგარი ივანიშვილის გვერდით რო დაინახეს?! ასანიძის გასარკვევი და გადასაცკვეტი რო იქნება ქართული ფეხბურთის საქმე მიტო ვთამაშობტ მაგრად

• rezi

კახი ჯიგარი ხარ! მე მეამაყება შენნაირი კაპიტანი რომ ყავდა საქართელოს ნაკრებს!!! p.s ავესე მადლობა სტატიის ავტორს!

• Geo

ფორცა იუვე არ არის გასაკვირი იუვეს გულშემატკივარი ხარ, აზრზე არ ხარ, ოდნავ გარტყმაშიც კი, ფეხბურთის. ფეხბურთელის სიდიდე იმით ზომავ მისი თამაში შენ პირადად როგორ მოგწონს ხო?:D:D

• tonyblack

ჯიგარში გენაცვალე კახა! გაიხარე ჩემო კარგო იმიტომ რომ კაცი ხარ, ჯიგრიანი ქართველი კაცი! სუპერ ფეხბურთელი ჩემი აზრით არ ყოფილხარ, მაგრამ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი ხარ და საღოლ შენ ამისთვისაც და კაი კაცობიშთვისაც. მირჩევნია ისე რა ფეხბურთელი იყო და კაი კაცი, ვიდრე მაგარი ფეხბურთელი და ნაგავი პიროვნება. თუმცა ფეხბურთელიც კარგი იყავი და ღმერთმა გაგიმარჯოს. მცველის ბედი ასეთია. თავდამსხმელმა შეიძლება 10 ბურთი გამაზოს და ერთი გაიტანოს და ყველას ის ერთი გატანილი ემახსოვრება. მცველმა კი შეიძლება 10-ჯერ იხსნას საკუთარი კარი და ერთხელ ბურთი საკუთარ კარში მოეჭრას და ამ დროსაც ყველას ის ერთი ემახსოვრება. გაიხარე ძმაო, ფეხბურთელიც კარგი იყავი და კაციც მაგარი ხარ. სიმართლეს გეტყვი არ მეგონა რომ ასეთი კაცი იყავი და ძაან მიხარია!

• nika

კახი დიდი მადლობა რაც შენი თამაშით სიხარული მოგვანიჭე ქართველ გულშემატკივარს, შენ არამარტო შესანიშნავი ფეხბურთელი არამედ ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილხარ გმადლობთ კახი !!!!!

• nika

მე მგონი ყველა ესენი ერთი ან ორი კაცის კომენტარია სამადლობელს მე ვერ ვხედავ და ფეხბურთის მოყვარულების აბსოლუტური უმრავლესობა,

• ფორცა იუვე

დიდ პატივს მივაგებ როგორც პიროვნებას, მაგრამ ხალხნო ცოტა აზრზე მოდით ყიფიანის, მაჩაიძის, ჩივაძის, ქინქლაძის, ქეცბაიას, ჯამარაულის ქვეყანაში (მესხზე, ხურცილავაზე, მეტრეველი არ მინახავს და არაფერს ვამბობ)კალაძის დიდ ფეხბურთელობაზე ლაპარაკით ზოგადად რომ ფეხბურთს უდიდეს შეურაცხყოფას აყენებთ ვერ ხვდებით. ერთი მალხაზ ასათიანის რუსეთთან ნათამაშები ფეხბურთის ნებისმიერ ესთეტის თვალში გადაწონის ამის სვარკა ფეხბურთს. მაზინიო, მარინი, ბარცალი და ვიღაცეები იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონები. ბაჯო, ზიკო, ცხონებული სოკრატესი არ ყოფილან, შეადარეთ ერთი ერთმანეთს. ბიჭო ყიფიანის და ჩივაძის თამაში გინახიათ საერთოდ, თუ გინახიათ რა გჭირთ, ან ქინქლაძის

• Geo

გმადლობთ, კაპიტანო!

• tite

ტაში დაუკარით,ქართული ფეხბურთიდან წავიდა კახი !!!ეს რა იყო ნეტა,ა?

• დათო

მე მადლობელი ვარ კახა კალაძის იმ განვლილი თამაშებით, რომლითაც მან დაამტკიცა, რომ ის უძლიერესია თავის პოზიციაზე და პატივს ვცემ როგორც დიდ ფეხბურთელს, მაგრამ ძალიან ნაწყენი ვარ რომ ფეხბურთს რუსული ბინძური პოლიტიკა არჩია. იმედია მიხვდება რო მწარედ შეცდა რუსეთის ლაქიას რო შეეკედლა.

• marcopolo

ასანიძე ტვინის ნაცვლად მუშტი რო გიდევს თავში კიტხვა მაინც ხო იცი და გადახედე ამ ტიტულებს და მერე ილაპარაკე ვინ შემდგარი სპორტსმენია და ვინ არშემდგარი პარლამენტარი შენი სახით , კახას ვუსურვებთ ჯამრთელობას და გაძლიერებას , მომავალში კიდევ მრავალ წარმატებებს

• borisi

დიდი მადლობა ბ-ნო კახი კაცური კაცობის მაგალიტის ჩვენებისატვის,დავლოცავ იმ ოჯახს ტქვენნაირ შვილს რომ გაზრდის,ღირსეული ვაჟკაცი ბრძანდებიტ და სახელოვანი შვილი ტქვენი უბედური სამშობლოსი.დიდი მადლობა იმ სიამოვნებისატვის ტქვენი ტამაში რომ გგვანიჭებდა.

• kopala

მადლობა კახა იმ წუთებისთვის,რაც მე განვიცადე თქვენ რომ ჩემპიონთა ლიგაზე თასი აღმართეთ.ეს ყველა ქართველისთვის საამაყო წუთები იყო

• kaka

კალაძე სუპტა სინდისიტ შეხედავს შვილს ტვალებში და ჩვენ უმადურები რას რვაპირებტ რიტი ვიტრაბახებტ რომ შიშიტ მადლობაც ვერ უტხარიტ?კალაძე კაცური კაცია და კაცურად მიდირს კიდევაც ისევ ჩვენ ვიკიტხოტ კაცუნა ქარტველებმა,ვაი ჩვენ პატრონს უბედურს.

• qartlosi

კახი,ღმერთი გფარავდეს,წარმატებებს გისურვებ გული არ გაიტეხო. თუ ვინმე შენზე სისულელეებს აფრქვევს დაიკიდე! მ ა დ ლ ო ბ ა კ აპიტანო!!!!!!!!

• კოკიტო ბარეს

დიდი მადლობა კაპიტანო. შეიძლება დიდი ფეხბურთელი და დიადი ტიტულების მფლობელი ბევრი იყოს, მაგრამ ყველა არაა ღირსეული კაცი და პიროვნება. ღმერთმა სულ ასე ღირსეულად გატაროს იმ გზაზე, რაც შენ აირჩიე. გაიხარე

• karoltuzi

"მადლობა "კახა ნაკრებში 48ცაგებისტვი,17 ფრე და 18 მოგებისტვის

• state

მადლობა კალას... საქართველო მაგ კაცს არ იმსახურებდა.... არც იმას იმსახურებს რაც ყავს.... მე პირადად ბევრჯერ მიამაყია მისი ქარტველობით... არ დაივიწყოთ ის მილანშიც ქართველი იყო...

• mimino

მადლობა კახა!ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველგან!

• rati

მარტო კალაძეს რო უხდით მადლობას სხვებსაც უნდა გადაუხადოთ. თამაშობდა რა სხვა რა ექნა მარა ბევრი ვერაფერი ვერ გააკეთა.ეხლა რო აიტეხეთ კალაძე ერთი თვის წინ რო აგინებდით მაშინ სად იყავით, ეხლა მიეცათ საბაბი ამ ოპოზიციის ქათმებს და გააღმერთეს კალაძე.

• გიორგი

მეც ვუერთდები და მადლობას ვუხდი კახის, ნამდვილად ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელია დღესდღეისობით ქართულ ფეხბურთში როგორც კლასით ასევე თავის მიღწევებით, და არამგონია უახლოეს 1 საუკუნეში ვინმემ შეძლოს ანალოგიური შედეგის ჩვენება, და თუ აჩვენებენ ფრიად სასიამოვნო იქნება .. მადლობა კიდევ კახის..

• dato

უერთდები მადლობას და ველოდები კაპიტნის საპატიო გაცილებას ნაკრებიდან ისე როგორც მას ეკუთვნის

• merabi

მეც ვუერთდები მადლობას. ასეთი მცველი ჩვენ კი არა, ბევრ ქვეყანას არ ჰყავს და კარგი იქნებოდა, ცოტა ხანს კიდევ ეთამაშა ნაკრებში. რას იზამ, მისი გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ. გმადლობ, კაპიტანო

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია