მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი მწვრთნელი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ფსონს გერმანიის ნაკრებზე ჩამოდის
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი მწვრთნელი მარჩელო ლიპი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ფსონს გერმანიის ნაკრებზე ჩამოდის. მისი აზრით, ზაფხულში უკრაინასა და პოლონეთში გასამართ კონტინენტის პირველობაზე გამარჯვების ყველაზე უკეთესი შანსი ბუნდესგუნდს აქვს.

"ჩემი აზრით, დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ნაკრები გერმანიას ჰყავს. ცხადია, არ მავიწყდება ესპანეთის შესანიშნავი გუნდიც, მაგრამ ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონობასთან გერმანელები ყველაზე ახლოს არიან. იოახიმ ლიოვის გუნდთან ერთად, ევროპის ტოპ-სამეულში სწორედ ესპანეთს და ჰოლანდიის ნაკრებს დავასახელებ, - აცხადებს ლიპი "კორიერე დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - გერმანელები ძალიან სწრაფ და ტექნიკურ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ.

ამასთან ბუნდესნაკრები ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. ვფიქრობ, რომ ესპანელები ვეღარ შეძლებენ პირველობას, იმიტომ, რომ ამ თაობას ყველაფერი მოგებული აქვს, გერმანია კი ძალიან დამშეულია."

ცხადია, ლიპი იტალიის ნაკრებზეც ისაუბრა. მისი აზრით, "სკუადრა აძურამ" ჩეზარე პრანდელის ხელში საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ "მაესტროს" იტალია ევრო 2012-ის მთავარ ფავორიტად მაინც არ მიაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა