ნოვაკი აბუ დაბიში როჯერ ფედერერზე გავიდა, ნადალი კი რამდენიმე კვირა დასვენებას აპირებს
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი სეზონისთვის მზადებისას ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან ურთიერთობის საშუალება მიიღო. საემიროებში მომუშავე არგენტინელი აბუ დაბიში სერბი ჩოგბურთელის ვარჯიშს დაესწრო და თავისი საჩოგბურთო თვისებები წარუდგინა ჯოკოვიჩს.

"ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ყველას დაგვიმტკიცა, რომ კარგად შეუძლია ჩოგნის ხმარება. ის ჩოგბურთს გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე მე ფეხბურთს", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ჯოკოვიჩმა.

გარდა ამისა, ნოვაკმა საკუთარ გვერდზე განათავსა ვიდეო, რომელშიც მარადონა ვირტუოზულად ჟონგლიორობს ჩოგბურთის ბურთით.

"დიეგოსთვის ბურთის ზომას მნიშვნელობა არ აქვს", - მიაწერა ამ ვიდეოს სერბმა ჩოგბურთელმა.

მეორე დღეს ჯოკოვიჩი აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირში ჩაება. როგორც უკვე ვწერდით, წილისყრის თანახმად, ნოვაკს მეოთხედფინალის თამაში უწევდა მსოფლიოს მე-16 ჩოგანთან, ფრანგ გაელ მონფილსთან. სერბმა მეორე სეტში 4:6 წააგო, სამაგიეროდ, პირველი და მესამე პარტია ერთნაირი ანგარიშით - 6:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც შვეიცარიელ როჯერ ფედერერს შეხვდება.

გუშინვე ირკვეოდა მსოფლიოს მეორე ჩოგანის რაფაელ ნადალის მეტოქე ნახევარფინალში. ამ უფლებისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ ესპანელი დავიდ ფერერი და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა. აქაც ყველაფერი სამ სეტში გადაწყდა და ისევ ფრანგი გამოვიდა დამარცხებული. ფერერმა 2:6, 7:6, 6:2 გაიმარჯვა.

ესპანელ რაფაელ ნადალს ისევ აწუხებს ტრავმა. "დიდი სლემის" ტურნირების 10-გზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ რამდენიმე კვირა პაუზას აიღებს და ტრავმირებულ მხარს იმკურნალებს. რაფას თქმით, ის სწორედ ამ დაზიანების გამო ვერ იხარჯება ასი პროცენტით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა