"ვაშინგტონთან" მატჩამდე "ატლანტას" ქართველმა ცენტრმა მხარში ტკივილი იგრძნო და შეხვედრის დაწყებამდე ექიმებს გაესინჯა
როგორც ველოდით, "ატლანტა ჰოქსმა" სეზონის მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოიგო. "ნიუ ჯერსის" შემდეგ ჯორჯიელებმა "ვაშინგტონი" დაიბრიყვეს და მეოთხე პერიოდის დაწყებამდე თავად დედაქალაქელებიც დარწმუნებულნი იყვნენ "ატლანტას" გამარჯვებაში ("ჰოქსი" 85:64-ს იგებდა). საბოლოოდ 101:83.

მასპინძლებმა ამჯერადაც გუნდური თამაშის მაგალითი მოგვცეს, რასაც ქულათა მონაგარიც მოწმობს - ერთბაშად 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს. ორმაგი დუბლი სასტარტო ცენტრმა ელ ჰორფორდმა შეასრულა - 15 ქულა, 10 მოხსნა.

ზაზა ფაჩულია მოედანზე ტრადიციულად, პირველი და მესამე პერიოდების ბოლოს შევიდა, მეორე და მეოთხე თორმეტწუთეულების დასაწყისი ითამაშა, მოედანზე 16 წუთი გაატარა და 6 ქულა ჩააგდო. მატჩის წინ ზაზას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ქართველმა ცენტრმა ჟურნალისტებს განუცხადა:

- მატჩის დილას გამომეღვიძა და მარცხენა მხარში ტკივილი ვიგრძენი. შეხვედრის დაწყებამდე ექიმებს გავესინჯე და თამაშის უფლება დამრთეს. ტრავმა ნიუ ჯერსიში მივიღე, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს კონკრეტულად რა ეპიზოდში.

"ატლანტა ჰოქსი" მორიგ მატჩს "ნიუ ჯერსი ნეთსთან" შინ 2\30 დეკემბერს გამართავს.

ატლანტა-ვაშინგტონი 101:83

ზაზა ფაჩულია: 15:59 წუთი, 6 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი, 3 ფოლი, 1 შეცდომა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:28 ზაზამ სმიტი შეცვალა

04:04 შეცდომა: 1

00:37 ორქულიანი: 2ქ (24:15)

II პერიოდი

08:57 ფოლი: 1

08:35 პასი: 1 (სმიტი 2ქ, 33:28)

07:20 ორქულიანი: არაზუსტი

07:18 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

03:23 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

03:17 ფოლი: 2

01:52 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 80:59)

00:32 ფოლი: 3

00:32 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

IV პერიოდი

11:30 საჯარიმოები: 2/2 (6ქ)

10:25 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

08:34 ბენსონმა ზაზა შეცვალა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა