"ზესტაფონიდან" "დნიპროში" გადასული 23 წლის თავდამსხმელის ზრდა და წინსვლა ორი წლის წინ მომხდარმა ავარიამ შეაჩერა
23 წლის ბექა გოცირიძე გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია - მისი კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც წარმოედგინა, "ზესტაფონიდან" დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" გადასული ახალგაზრდა თავდამსხმელის ზრდა და წინსვლა, ფაქტობრივად, შეაჩერა ორი წლის წინ მომხდარმა ავარიამ, რომლის გამოც დიდი დრო გაუცდა, მას შემდეგ კი ფორმის აღდგენა ვერა და ვერ მოახერხა.

ბექამ "ბენდელას თასზე" აშკარად წონამეტმა ითამაშა, მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა, რის გამოც ოქტომბრიდან მოყოლებული უქმობდა.

"აქილევსის მყესის ტრავმამ კარგახანს დამასვენა. მერე თბილისში ჩამოვედი, ექიმებმა მხოლოდ ნემსებით მკურნალობა მირჩიეს და ოპერაციას გადავურჩი. მაგრამ გული მწყდება, რომ ავარიისა და ჩემივე მიზეზის გამო ორი წელი გამიცდა, რამაც ძალიან უკან დამხია.

მართალია, ფეხბურთზე გული არ ამცრუებია, მაგრამ ორი წელია, მაღალ დონეზე აღარ მითამაშია, დუბლებში ვარ და ასე ყოფნა მიჭირს. სამწუხაროდ, "დნიპროსთან" საკონტრაქტო ვადაც არ დასრულებულა, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ვიქნები თავისუფალი აგენტი", - ამბობს ბექა.

2011 წლის დასაწყისში გოცირიძის გადაყვანა თბილისის "დინამოს" სურდა, მაგრამ დნეპროპეტროვსკულმა კლუბმა ქართველ თავდამსხმელში მილიონი ევრო მოითხოვა, ზუსტად იმდენი, რამდენადაც "ზესტაფონისგან" შეიძინა.

"დინამოს" მხრიდან ინტერესი მართლაც იყო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, მერე რა მოხდა. თანაც, ორი წლის უთამაშებელ ფეხბურთელში მილიონს კი არა, ასი ათას დოლარსაც არავინ გადაიხდის.

ახალი წლიდან მომზადებას ისევ "დნიპრო 2"-ში დავიწყებ, მაგრამ არ ვიცი, სად ვითამაშებ. ისევ დუბლებში დარჩენა ძალიან არ მინდა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა