გიორგი ქუცურუა, ვალერი ბოლქვაძე და გიორგი რეხვიაშვილი ქუთათურებთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა - ნახევარმცველებმა, გიორგი ქუცურუამ, ვალერი ბოლქვაძემ და თავდამსხმელმა, გიორგი რეხვიაშვილმა.

შევიტყვეთ, რომ სამივეს ქუთაისის "ტორპედოში" იწვევენ და, სავარაუდოდ, კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ.

სამივე საინტერესო მოთამაშეა, მაგრამ კარიერა ვერ აიწყვეს. ცხადია, "ტორპედოში" თამაში მათთვის ნიჭის გამოვლენის მშვენიერი შანსი იქნება.

ქუცურუა 25 წლისაა, ქუთაისელთა ამჟამინდელ თავკაცთან გია გეგუჩაძესთან თბილისის "დინამოში" თამაშობდა. ის წლეულს "სიონის" ერთ-ერთი ლიდერია.

ბოლქვაძეც დინამოელი იყო და კახა ცხადაძე ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდა. შარშან ცხინვალის "სპარტაკში" კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ გაუშვეს. 23 წლის პლეიმეიკერსაც უვარჯიშია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით.

რეხვიაშვილი 25 წლისაა. ექვსი წლის წინ სერია C-ის კლუბშიც ირიცხებოდა და კარიერის აწყობას იტალიაში ცდილობდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედომ" "სიონიდან" უკვე დაიბრუნა იჯარით გაშვებული ლაშა კემუხტაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა