ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური

ბარსა კი ისევ ძველი ბარსაა

რიგით მე-80 პრიმერა დივიზიონის პირველი გოლის ავტორი მსოფლიოს ჩემპიონი ფერნანდო ლორენტეა. ბილბაოს "ატლეტიკის" ახმახმა ფორვარდმა ალიკანტეში, "ერკულესთან" მატჩის მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მან ჩვეულ სტილში, თავით გაიტანა მეკარე ხოსე კალატაიუდის კარში. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბასკებს სწორედ ამ გოლმა მოაგებინა პრიმერაში დაბრუნებულ "ერკულესთან".

შაბათის სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ "ვალენსიას" გამარჯვებას ანდალუსიაში. სეზონის წინ საკმაოდ დასუსტებულმა "ღამურებმა" მაინც მოახერხეს ფინასნურად მომძლავრებული "მალაგას" დამარცხება - 3:1. "ვალენსიას" გამარჯვება ვეტერანმა მარჯვენაფლანგელმა ხოაკინ სანჩესმა დაუბევა - მეორე ტაიმის 4-წუთიან მონაკვეთში მან ახალი ჩემპიონატის პირველი დუბლი შეასრულა. პირველ შემთხვევაში მისი ჩაწოდებული ივან გონსალესის რიკოშეტის შემდეგ გავიდა არნაუს კარში, ოთხ წუთში კი დავიდ ნავაროსა და არიც ადურისის კარგი კომბინაცია ხოაკინმა მეტოქის შორეულ მაღალ კუთხეში გატანილი ბურთით დააგვირგვინა. მანამდე, პირველ ტაიმში "ვალენსიაში" დებიუტი გოლით უკვე მე-9 წუთზე აღნიშნა "მალიორკადან" გადმოსულმა ადურისმა, ევერ ბანეგამ კუთხური მოაწოდა, ბასკი ფორვარდი კი ყველაზე მაღლა და დროულად ახტა. ტაიმის მიწურულს "მალაგას" ურუგვაელმა ახალწვეულმა სებასტიან ფერნანდესმა გაათანაბრა, მეორე ტაიმში რაც მოხდა, უკვე გამცნეთ...

შაბათის კიდევ ერთი შეხვედრაც სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - ვალენსიას მუნიცეპალურ სტადიონზე "სევილიამ" პრიმერაში დაბრუნებულ "ლევანტეს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა - 4:1. ამ თამაშში დუბლი შეასრულა ანდალუსიელთა მცველმა აბდულაი კონკომ. "ლევანტემ" უსუსური გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ვალენსიელებს ძალიან გაუჭირდებათ პრიმერაში დარჩენისთვის ბრძოლაში წარმატების მიღწევა.

გუშინ, სანამ საქმეში "ბარსელონა" და მერე "რეალი" ჩაერთვებოდნენ, რამდენიმე უინტერესო მატჩი ვიხილეთ. გამონაკლისი მხოლოდ ბარსელონური შეხვედრა იყო, მაურისიო პოჩეტინიოს "ესპანიოლმა" სეზონი რიხით დაიწყო, "ხეტაფე" 3:1 დაამარცხა. მატჩის გმირი არგენტინული წარმოშობის იტალიელი ფეხბურთელი პაბლო დანიელ ოსვალდო გახდა, რომელმაც მადრიდელთა კარში დუბლი შეასრულა. ერთი გოლიც მასპინძლებს თამაშის უკანასკნელ წამებზე არგენტინელმა ხესუს დატოლომ შეაშველა. სტუმართა გოლიც მასპინძლებმა გაიტანეს, 62-ე წუთზე ერნესტო გალანმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"ანოეტა" დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა, 24 ათასმა ბასკმა "რეალ სოსიედადის" პირველი გამარჯვებით გაიხარა. "ვილიარეალს" გოლი ფანების უსაყვარლესმა ფეხბურთელმა, ჩაბი პრიეტომ გაუტანა მატჩის 57-ე წუთზე - 1:0. ნავარაში და გალისიაში კი გოლები საერთოდ არ გასულა - "ოსასუნა" "ალმერიას" დაუზავდა, ანდალუსიელებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, მატჩის მიწურულს მსაჯმა ცენტრალური მცველი კარლოს გარსია გააძევა. "დეპორტივომ" ვერაფერი მოუხერხა "სარაგოსას". ამ ძალზე მოსაწყენ თამაშში ყველაზე კარგი შანსი სტუმართა ნახევარმცველ ხორხე ლოპესს ჰქონდა, მაგრამ მან ეს შანსი გაანიავა.

მთელი ესპანეთის ყურადღება კანტაბრიული მატჩისკენ იყო - ჩემპიონი "რასინგთან" თამაშით იწყებდა. ჩემპიონატის დაწყების წინ "ბარსელონამ" ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაკარგა, მისი ადგილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე დავიდ ვილიამ დაიკავა და თავისი გოლიც გაიტანა მეორე ტაიმში. ხოსეპ გვარდიოლამ ერთი-ორი სიუპრიზი შემოგვთავაზა - დაცვის ცენტრში პუიოლის პოზიციაზე ერიკ აბიდალი ათამაშა, ხოლო მარცხენა შემტევად ანდრეს ინიესტა დააყენა, რითაც სასტარტოში სეიდუ კეიტასთვის ადგილი გამოთავისუფლდა, პედრო სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

"ბარსელონამ" ყოველგვარი დაზვერის გარეშე აჩვენა, რომ მოედნის ბატონ-პატრონი იყო. ისევ ვიხილეთ ულამაზესი კომბინაცია ჩავის, ინიესტას და მესის შესრულებით, რომელიც ამ უკანასკნელის ტექნიკური დარტყმით დასრულდა - ლეომ ბურთი თავზე გადაუგდო ტონიოს. ეს შეხვედრის მე-3 წუთზე მოხდა. 33-ე წუთზე "ბარსამ" ორამდე გაზარდა უპირატესობა, ანდრეს ინიესტამ კარგად დაინახა, რომ მეკარე წინ იყო გამოსული და ბურთს მიწაზე დაშვება არ აცალა ისე გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ დავიდ ვილიამ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობაში დააფიქსირა სატრანსფერო სეზონის რეკორდსმენი. პირველ ტაიმში "ბარსელონას" კარში პენალტი დაინიშნა, მაქსველი, თითქოს, არ არღვევდა თამაშის წესებს ფრანსისთან ორთაბრძოლაში, მაგრამ მსაჯი შეცდა. სამართლიანობა ვიქტორ ვალდესმა აღადგინა, რომელმაც მოჰამედ ტჩიტეს პენალტი აუღო.

"ელ გუახემ" მაინც გაიტანა მეორე ტაიმში, დანი ალვეშის ჩაწოდებულს "ვალენსიას" ყოფილმა ლიდერმა თავი დაუხვედრა - 3:0. "ბარსელონამ" ძალზე დამაჯერებლად დაიწყო ჩემპიონატი. შესვენებაზე მოედანი დატოვა ჩავი ერნანდესმა, რომელმაც ფეხი იტკინა და გვარდიოლამ აღარ გარისკა ნახევარდაცვის მაესტროს ჯანმრთელობით.

ბალეარის კუნძულებს ჟოზე მოურინიოს "რეალი" ეწვია. პორტუგალიელმა თავკაცმა 4-2-3-1 ტაქტიკური განლაგებით ათამაშა "რეალი". წინ, ეულ ფორვარდად გონსალო იგუაინმა ითამაშა, მას უკნიდან თანამემამულე ანხელ დი მარია, თინეიჯერი სერხიო კანალესი და კრიშტიანო რონალდო ეხმარებოდნენ, საყრდენ ნახევარმცველებად მოუმ ჩაბი ალონსო და ლასანა დიარა გაამწესა. როგორც ხედავთ, სასტარტოში ერთი გერმანელის ადგილიც არ გამოიძებნა.

პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ "რეალში" დასალაგებელ-მოსაწესრიგებელი იმდენია, რომ ერთი მოურინიო კარგა ხანს ვერ გაწვდება.

მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბი" ბურთს აკონტროლებდა, სტუმრებმა აქედან ვერაფერი გამოადნეს. მეორე ტაიმში მოურინიომ საქმეში ბენზემაც ჩართო და ორი გერმანელი ახალწვეულიც (იოზილი, ხედირა), მაგრამ ამით ვერაფერი შეცვალა. მიქაელ ლაუდრუპმა "მალიორკას" თავკაცის ოფიციალური დებიუტი "რეალისთვის" ორი წართმეული ქულით აღნიშნა. მოკლედ, "რეალისა" და "ბარსელონას" დაუსწრებელ დუელში ჩემპიონი უკვე ორი ქულით წინაა...

პირველი ტური დღეს დასრულდება, ევროპის სუპერთასის მფლობელი "ატლეტიკო" ხიხონის "სპორტინგს" უმასპინძლებს.

მომდევნო ტური

12 სექტემბერი: ალმერია-რეალ სოსიედადი, ბილბაო-ატლეტიკო, ბარსელონა-ერკულესი, ხეტაფე-ლევანტე, რეალი-ოსასუნა, სარაგოსა-მალაგა, სევილია-დეპორტივო, სპორტინგი-მალიორკა, ვალენსია-რასინგი, ვილიარეალი-ესპანიოლი.

I ტურის მიმოხილვა სრული სტატისტიკით იხილეთ ორშაბათის ლელოში

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!