აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირში გუშინ პირველები კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი გავიდნენ
აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. გუშინ პირველები კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი გავიდნენ. მაყურებლებისთვის სამწუხაროდ, ამ მატჩში დაძაბული ბრძოლა არ გამოვიდა. სერბი ჩოგბურთელი სერიოზულად იყო განწყობილი გამარჯვებისთვის, იმ დროს, როცა შვეიცარიელის აშკარად ზოგავდა ძალებს.

პირველი სეტის დასაწყისში ჯოკოვიჩიც და ფედერერიც ბევრს ცდებოდნენ, მაგრამ, ამასთან, შესანიშნავად აწვდიდნენ. ყოველი გეიმის შემდეგ, ჩოგბურთელები სულ უფრო დამაჯერებლად გრძნობდნენ თავს და პუბლიკას ლამაზი დარტყმებით ახარებდნენ. მაგრამ 3:2-ზე შვეიცარიელს პირველი სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. მან ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს სამმაგი ბრეიკი აჩუქა. ნოვაკმა მეორე ცდაზე გამოიყენა ეს შანსი. საპასუხო ბრეიკი არ შედგა, ასე რომ, სერბმა ჩოგბურთელმა დამაჯერებლად გაზარდა სხვაობა - 5:2.

მერვე გეიმში როჯერი ვერ აჰყვა ჯოკოვიჩის ტემპს, ასე რომ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იოლად მოიპოვა კიდევ ერთი საამაგი ბრეიკ-პოინტი. ერთი ქულა ფედერერმა მოიგერია, მაგრამ შემდეგ გათამაშებაში მარჯვნიდან ბრწყინვალე დარტყმამ სერბს პირველ პარტიაში გამარჯვება მოუტანა.

მეორე სეტში არაფერი შეცვლილა. ჯოკოვიჩი მთლიანად იხარჯებოდა კორტზე, ფედერერი კი აშკარად არ იყო კონცენტრირებული თამაშზე. შვეიცარიელის შეცდომების ხარჯზე ნოვაკმა მეორე გეიმში ბრეიკი გააკეთა და აუღელვებელი გამომეტყველებით გააგრძელა უპირატესობის გაზრდა. მხოლოდ 0:5-ზე შეძლო ფედერერმა პირველი ქულის აღება, მაგრამ მომდევნო გეიმში შვეიცარიელი უკვე აღარ უწევდა მეტოქეს წინააღმდეგობას.

ჯოკოვიჩი რაფაელ ნადალისა და დავიდ ფერერის შეხვედრის შედეგს უნდა დალოდებოდა და ფინალში მეტოქის ვინაობას შეიტყობდა.

როგორც ჩანს, ნადალს მართლაც სტკივა მხარი, რის გამოც ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პაუზის აღებას აპირებს. რაფას საერთოდ არ მისდიოდა მოწოდება, თავის მხრივ, ქების ღირსი იყო ფერერის თამაში, განსაკუთრებით მისი დარტყმა მარჯვნიდან.

ნადალის პრობლემები პირველი სეტის მეორე გეიმში დაიწყო. დავიდმა დაჩაგრა მეტოქე და პირველი ბრეიკი გააკეთა მატჩში. რაფამ ვერაფრით დაალაგა თამაში და სხვაობა ფერერის სასარგებლოდ იზრდებოდა. 0:4-ზე ნადალმა სცადა მეტოქის გეიმში გაბრძოლება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თუმცა მაინც შეძლო გააქტიურება. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა შეინარჩუნა საკუთარი გეიმი და ბრეიკიც კი გააკეთა. მერვე გეიმში რაფამ ორი სეტბოლი მოიგერია და სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა - 3:5. მაგრამ მეორე ბრეიკისთვის ძალები არ ეყო და პირველი სეტი ფერერს დარჩა.

მეორე პარტია დავიდმა სამმაგი ბრეიკ-პოინტით დაიწყო, რომელიც მესამე ცდიდან გამოიყენა, თავისი გეიმი კი ეფექტური ეისით მოიგო. მესამე გეიმში პირველის სიტუაცია განმეორდა - რაფამ მეტოქეს სამი ბრეიკ-პოინტი აჩუქა, ორი მოიგერია, მაგრამ მოწოდების შენარჩუნება ვერ შეძლო.

0:3-ზე ნადალი თავად იყო ახლოს ბრეიკის შესრულებასთან, მაგრამ ფერერმა საფრთხის მოგერიება მოახერხა. თავის მოწოდებაზე რაფამ შეძლო პარტიაში პირველი ქულის აღება. მეორე მან მეექვსე გეიმში თავგანწირული თამაშის წყალობით მოიპოვა. თუმცა ამით მისი წარმატებები დასრულდა. რაფამ მორიგი შეცდომა დაუშვა და ფერერმა დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.

ასე რომ, დღეს დავიდ ფერერი ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ითამაშებს, რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი კი მესამე ადგილს გაითამაშებენ.

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ)-როჯერ ფედერერი (შვეიც) 6:2, 6:1; დავიდ ფერერი (ესპ)-რაფაელ ნადალი (ესპ) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე