შერმადინისა და მარკოიშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით კანტუელებმა ჩემპიონატში მერვე გამარჯვება სტუმრად "ვარეზესთან" მიითვალეს
იტალიაში მოთამაშე ქართველებმა 2011 წელი წარმატებულად დახურეს. ბოლო მატჩებია, სისტემატიურად კარგად თამასობენ ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი.

ნიკა მეტრეველმა ერთხელ გამოურია კარგი გარჯა, თუმც წუხელ გამართულ მორიგი ტურის მატჩში მხოლოდ 2 წუთით დატვირთეს. ჩვენ კი იმ წარმატებულ გამოსვლაზე ვთქვათ, რომელიც "კანტუში" მოთამაშე ჩვენიანებზე მოდის.

მაშ ასე, მორიგ ტურში სანიკიძის კარგად დაწყებული საქმე შესანიშნავად გააგრძელეს "კანტუს" ქართველებმა. შერმადინისა და მარკოიშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით კანტუელებმა ჩემპიონატში მერვე გამარჯვება სტუმრად "ვარეზესთან" მიითვალეს (83:67) და ცხრილში მეოთხე ადგილზე გამაგრდნენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამდენივე გამარჯვება აქვს სანიკიძის "კანადიან სოლარსაც" და ბოლონიური კლუბი მესამე ადგილზეა.

გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი (20) ჰქონდა. შერმადინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 13 ქულას 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. გიორგიმ ბურთი ორჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება მარკოიშვილს, მანუჩარი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19 წუთს ითამაშა. მან კანტუელებს 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა.

6-6 მოგება-წაგებით მე-9 საფეხურზე გადაინაცვლა ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ", რომელმაც დრამატულ მატჩში პეზაროს "სკავოლინი" 84:83 დაამარცხა. გასული მატჩისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ ორ წუთს ითამაშა.

იტალიის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები 3 იანვარს გაიმართება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა