"ნიუ ჯერსისთან" ქართველმა ცენტრმა 22:43 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" ნბა-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯიელმა "ქორებმა" ახლახან დაწყებულ სეზონში უკვე მეორე შეხვედრა მოუგეს "ნიუ ჯერსის".

თუკი პირველ შეხვედრაში, 27 დეკემბერს სტუმრად 36 ქულით გაანადგურეს, დღეს, გამთენიისას, შინაურ არენაზე შედარებით თანაბარ ბრძოლაში - 105:98 დაამარცხეს.

ქართველი ცენტრი საკმაოდ სარგებლიანი გახლდათ. ზაზა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 22:43 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ევროპული კალათბურთის მსგავსად ნბა-ს ოქმებში არ აქვთ საერთო სარგებლიანობის ცალკე გრაფა.

სამაგიეროდ ერთ-ერთი ყველაზე მთავარ მაჩვენებლად მოთამაშის მოედანზე ყოფნისას მისი გუნდის ნაჩვენები შედეგია. მაგალითად, იმ დროში (22:43 წუთში), რაც ფაჩულია მოედანზე იყო, "ატლანტამ" 14 ქულით დაჯაბნა "ნიუ ჯერსი". ეს მაჩვენებელი ქართველ ცენტრს თავისიანთაგან ყველაზე მაღალი ჰქონდა. მაგალითად ჯოშ სმიტის მოედანზე ყოფნის პერიოდში (34:25 წუთში) ატლანტელებმა მეტოქესთან 4 ქულით წააგეს, ხოლო "ქორების" ძრითადი ცენტრის - ალ ჰორფორდის ბურთაობისას "ჰოუქსმა" 8 ქულით წააგო.

ფაჩულიამ 6 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 6-დან 5 ტყორცნა გამოიყენა. ქართველი ცენტრი ატლანტელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მორიგ მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას ჰიუსტონში გამართავენ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა