ავტოსპორტი. დაკარი 2012: დაკარის რალირეიდს პირველივე ეტაპზე პირველი დაღუპული ჰყავს

ახალი წლის პირველ დღეს სტარტი აიღო სახელგანთქმულმა რალი-რეიდმა "დაკარმა". პირველი ეტაპის მოკლე სპეციალურმა მონაკვეთმა გამოაჩინა მსუბუქი ავტომობილების კლასში მოქმედი ჩემპიონის ნასერ ალ ატიიას პრობლემები. გარდა ამისა, ავტომარათონის პირველი დღე ტრაგედიით აღინიშნა.

ავტოსპორტი, რომ სახიფათოა, ეს შარშანდელმა წელმაც დაამტკიცა, როცა ტრასაზე არაერთი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. სამწუხაროდ, ახალი საავტომობილო სეზონი სასიკვდილო ინციდენტით დაიწყო: არგენტინელი მოტომრბოლი ხორხე ბოერო პირველი სპეცმონაკვეთის დროს დაიღუპა.

ის არც ავარიაში მოხვედრილა, არც რაიმე ტექნიკური გაუმართაობის ან ორგანიზატორთა მხრიდან შეცდომის მსხვერპლი გამხდარა: 38 წლის არგენტინელს უბრალოდ გული გაუჩერდა. ექიმებმა მომხდარიდან ხუთი წუთის შემდეგ მიაღწიეს ინციდენტის ადგილას და დაზარალებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. სპეცმონაკვეთის ფინიშამდე ხორხეს ორი კილომეტრი აკლდა.

თავად ეტაპი რთული არ ყოფილა, რაც ლოგიკურია სასტარტო სპეცმონაკვეთისთვის. მონაწილეების სარბოლო რეჟიმში უნდა გაევლოთ 60 კილომეტრი, შეემოწმებინათ ტექნიკა, აღედგინათ სარბოლო თვისებები და ა. შ. გასაკვირი არ არის, რომ სხვაობა ადგილებს შორის მინიმალური იყო.

ავტომობილების კლასში ყველაზე უკეთ წარმოაჩინეს თავი "მინის" ეკიპაჟებმა. ყოველ შემთხვევაში, ამ მარკის სამი წარმომადგენელი აღმოჩნდა პირველ სამ საფეხურზე მოულოდნელი ლიდერით - რუსი ლეონიდ ნოვიცკით. ლეგენდარული სტეფან პეტერანსელი სულ ცოტას - ცხრა წამს აგებს ლიდერთან. ორ-ორი წუთია რიკარდუ ლეალ დუშ სანტუშისა და ნანი რომას ჩამორჩენა. კარგად გამოიყურებოდა "ტოიოტაში" გადასული ჟინიელ დე ვილიერსი - მან მეოთხე ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ ეს მხოლოდ პროლოგი იყო და საერთო ჩათვლაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება.

რაც შეეხება შარშანდელ ჩემპიონს ნასერ ალ-ატიიას, როგორც ჩანს, ის ვერ შეძლებს ტიტულის შენარჩუნებას: "დაკარიდან" "ფოლკსვაგენის" წასვლის შემდეგ, ნასერმი "ჰამერზე" გადაჯდა, რომლითაც ის პირველ ეტაპზე 38-ე ადგილზე გავიდა ლიდერთან 10-წუთიანი ჩამორჩენით. ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო. "ჰამერის" მეორე პილოტი რობი გორდონი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა - მეხუთე ადგილი და მხოლოდ 49-წამიანი ჩამორჩენა. თუმცა ამერიკელმა ბევრი დრო დაკარგა, რადგან ალ-ატიიას დაზიანებული მანქანა ჩაუბეს.

ინტერესს იწვევდა ლეგენდარული პოლონელის ადამ მალიშის გამოსვლა. ის ლეგენდა ტრამპლინიდან ხტომაში გახდა, ახლა კი ავტოსპორტში ცდის ძალებს. ადამი, რა თქმა უნდა, მაღალ მიზნებზე პრეტენზიას არ აცხადებს და "დაკარში" თავისი სიამოვნებისთვის გამოდის. პირველი ეტაპზე ის 70-ე ადგილზე გავიდა და ლიდერთან 17 წუთი წააგო.

მსუბუქი

1. ნოვიცკი/შულცი (Mini) - 32,12; 2. ჰოლოვჩიკი/ფორტენი (Mini) - +0,05; 3. პეტერანსელი/კოტრე (Mini) - +0,09; 4. დე ვილიერსი/ფონ ზიტცევიჩი (Toyota) - +0,15; 5. გორდონი/კემპბელი (Hummer) - +0,49; 6. სოუზა/გარსენი (Great Wall) - +0,52...

მოტომრბოლთა კლასში პირველი აღმოჩნდა ფრანსისკო ლოპეს კონტანდო, რომელმაც სულ რაღაც 14 წამით გაუსწრო მარკ კომას. ათეულში მოხვდნენ სხვა ფავორიტები - ფარია, კასტო და სტრიტი. ოდნავ ჩამორჩნენ ულევალსეტერი, დეპრე, ვერჰოვენი და როდრიგესი. ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება და ძალთა გადანაწილებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

მოტოციკლი

1. ლოპესი (Aprilia) - 32,37; 2. კომა (KTM) - +0,14; 3. პიცოლიტო (Honda) - +0,27; 4. კოდი (Honda) - +0,30; 5. პრჟიგონსკი (KTM) - +0,49; 6. ბორტი (Husqvarna) - +0,57...

სატვირთო მანქანების კლასშიც მოულოდნელობები იყო. საკმარისია იმის თქმა, რომ ფავორიტი გუნდიდან - კამაზ-დან საუკეთესო შედეგი ჰქონდა არტურ ადრავიჩუსს, რომელიც მეხუთე მივიდა ფინიშთან. წინა პლანზე გამოვიდნენ ჰოლანდიელები - მარსელ ვან ფლიტი და გერარდ დე როოი, რომლებსაც დიდი ხანია სურთ დაამხონ რუსების ჰეგემონია.

სატვირთო

1. ვან ფლიტი/ბელი/ბრიუკენსი (MAN) - 37,45; 2. დე როოი/როდევალდი/კოლსოული (Iveco) - +0,26; 3. ეჰტერი/რუფი/კლიაინი (MAN) - +0,56; 4. ბიაზიონი/ჰიუსმანი/ალბიერო (Iveco) - +1,06; 5. არდავიჩუსი/კუზმიჩი/ტურლუბაევი (კამაზ) - +1,16; 6. სტეისი/ვან გოორი/დერ კინდერენი (Iveco) - +1,19...

კვადროციკლების კლასში, ტრადიციულად, არგენტინელები დომინირებენ, მაგრამ ლიდერობა ჯერჯერობით ურუგვაელმა სერხიო ლა ფუენტემ მოიპოვა. ამ კლასში "იამაიჰას", როგორც მწარმოებელს, კონკურენტი არ ჰყავს.

კვადროციკლები

1. ლა ფუენტე (Yamaha) - 40,13; 2. პატრონელი (Yamaha) - +0,54; 3.მაფეი (Yamaha) - +1,07; 4. კოპეტი (Yamaha) - +1,23; 5. კაზალე (Yamaha) - +1,24; 6. ჰენდერსონი (Honda) - +1,55...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის