"ბარსელონას" შემტევი ესპანელი ნახევარმცველი ამბობს, რომ ამ სეზონში სამი ტიტულის მოპოვებაზე ოცნებობს
"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ამბობს, რომ ამ სეზონში სამი ტიტულის მოპოვებაზე ოცნებობს, თუმცა ჩემპიონობაზე და თასის მოპოვებაზე მეტად მას ჩემპიონთა ლიგის მოგება გაუხარდება.

აი, რა დაწერა "ტვიტერზე" სესკმა: "2012 წელს "ბარსასთან" ერთად სრული წარმატების მიღწევა მსურს. სამმაგ დუბლზე რა თქმა უნდა ვფიქრობ, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დამაყენოთ, ჩემპიონთა ლიგას ავირჩევ". შეგახსენებთ, რომ ლიგის მერვედფინალში "ბარსას" მეტოქე გერმანული "ლევერკუზენია".

მიჩელის ნაცვლად ხიმენესი დანიშნეს

წლის ბოლოს ბოლოადგილოსანი "სარაგოსა" უმწვრთნელოდ დარჩა, 16 მატჩში 10 ქულის მომგროვებელი მექსიკელი ხავიერ აგირე გაუშვეს. მის ნაცვლად მთავარ კანდიდატად "რეალის" ლეგენდა მიჩელი მოიაზრებოდა, მაგრამ არაგონულ კლუბს სათავეში მანოლო ხიმენესი ჩაუდგა.

შეგახსენებთ, რომ ეს ის სპეციალისტია, რომელიც ზაფხულში თბილისის "დინამოსთან" დაპირისპირებაში ათენის აეკ-ს ედგა სათავეში.

ხიმენესმა განაცხადა, რომ იტორიული კლუბიდან შემოთავაზებაზე უარს ვერ იტყოდა, იმის მიუხედავად, რომ "სარაგოსა" ფინანსურ კრიზისშია. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო ხიმენესს უკვე უთხრეს, რომ "სარაგოსა" ტრანსფერებში ბევრ ვერაფერს დახარჯავს.

პუიოლი ისევ ტრავმირებულია

"ბარსას" კაპიტანი კარლეს პუიოლი ვერადავერ დადგა მყარად ფეხზე. 33 წლის ვეტერანი ბოლო წლებია, ხშირი ტრავმიანობით გამოირჩევა. ახლაც საშობაო შესვენების შემდეგ "ბარსა" მის გარეშე შეიკრიბა - პუიოლს კუნთი სტკივა და მხოლოდ ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშობს ინდივიდუალურად. ვარჯიში ერიკ აბიდალმაც გამოტოვა, მაგრამ მიზეზი არა ტრავმა, არამედ გრიპია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე