პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მინიმუმ სეზონის ბოლომდე მარკო ბორიელო "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მინიმუმ სეზონის ბოლომდე მარკო ბორიელო "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს.

ანუ, "რომას" და ტურინულ გრანდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ხელშეკრულების გაფორმებას მხოლოდ სამედიცინო შემოწმება და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ფორმალობები უდგას წინ. კონტრაქტი საიჯარო იქნება და 1 ივლისამდე გასტანს, თუმცა ტურინელებმა მისი გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს.

აქვე ვთქვათ, რომ ექვსთვიანი იჯარა "იუვეს" მესვეურებს ერთი მილიონი ევრო დაუჯდებათ და თუ 29 წლის ფეხბუთელთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულების გაფდორმებას გადაწყვეტენ, კიდევ 7.5 მილიონი უნდა გადარიცხონ "რომას" ანგარიშზე. თავად ბორიელო კმაყოფილია მოვლენათა ასეთი განვითარებით და პრესასთან შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"რომში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ გუნდში ჩემი ადგილი არაა და იძულებული გავხდი, სხვაგან გადასვლაზე მეფიქრა. თუმცა, როდესაც შენით "იუვენტუსი" იჩენს ინტერესს, ეს უდიდესი სიხარულია განურჩევლად იმისა, გსურს გარემოს გამოცვლა თუ არა. დიდი ენთუზიაზმით მივდივარ ტურინში და დიდი იმედი მაქვს, რომ "ბიანკონერის" გულშემატკივრებს მალე მოვაწონებ თავს.

ჩემი სურვილია, რომ "იუვესთან" ერთად სკუდეტო მოვიგო და სხვა არაერთი მწვერვალი დავიპყრო. ანტონიო კონტესთან დიდი ხნის ურთიერთობა არ მაკავშირებს, მაგრამ უკვე მივხვდი, რომ შესანიშნავი ადამიანია - დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს კარგად გავუგებთ".

"იუვენტუსში" ბორიელოს მირკო ვუჩინიჩი დახვდება, ვისთან ერთადაც "რომაში" კარგა ხანი ასპარეზობდა. მარკოს და მირკოს ტანდემი ტურინში აღდგება და საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ჩერნოგორიელი:

"ჯანსაღი კონკურენცია ძალიან კარგია და მიხარია, რომ ბორიელოს სახით კიდევ ერთი ძლიერი ფორვარდი გვეყოლება. მით უმეტეს, მარკოსთან ერთად "რომაში" კარგა ხანი ვასპარეზობდი, ახლოს ვიცნობ მას და მგონია, რომ ჩვენთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, შესანიშნავი ადამიანია და მასთან რომიდან წამოსვლის შემდეგაც ვინარჩუმებდი ურთიერთობას. ერთი სიტყვით, ბორიელოს ტრანსფერმა მხოლოდ გამახარა".

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ბორიელოს ტრანსფერმა იტალიაში ბევრი გააკვირვა - მართალია, ლუკა ტონი, ვინჩენცო იაკვინტა და კარვალიო ამაური წამსვლელები არიან, მაგრამ ტურინელებს მაინც ბევრი ფორვარდი ჰყავთ და ერთი შეხედვით, ამ გუნდში ახალი თავდამსხმელის ადგილი უბრალოდ არ იყო.

თანაც, თავდსამსხმელიც არის და თავდამსხმელიც - ლიონელ მესისთვის ყველგან მოიძებნება ადგილი, მაგრამ მარკო ბოიელო დღეს არ მიეკუთვნება სუპერ ფორვარდთა კატეგორიას და "ჯენოადან" აბარგების შემდეგ, ხეირიანად ვერსად გაიხსნა. ამ მოსაზრებას "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანკო კაუზიო იზიარებს, რომლის აზრსაც ტურინში დღემდე უწევენ ანგარიშს:

"ბორიელოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ანტონიო კონტეს გადაწყვეტილებას ვერაფრით გავიზიარებ. მარკო დიდი ხანია უმაღლეს დონეზე ვეღარ თამაშობს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვერც ტურინში მოახერხებს გახსნას. ამასთან, კონტეს განკარგულებაში ისედაც ბევრი ფორვარდია, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის აბრძოლონ. პირადად მე, ამ ტრანსფერის ვერაფერი გავიგე, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლდება".

კაუზიოს თქმის არ იყოს, ანტონიო კონტეს განკარგულებაში მართლაც ბევრი შემტევია - ფლანგებიდან უტევენ სიმონე პეპე, მილოშ კრასიჩი, ემანუელე ჯაკერინი, ან თუნდაც იგივე მირკო ვუიჩინიჩი; ამ უკანასკნელს ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, სადაც ალესანდრო მატრისთან და ფაბიო კვალიარელასთან უწევს კონკურენცია. არ უნდა დავივიწყოთ ალესანდრო დელ პიერო, რომელიც ჯერ კიდევ "იუვენტუსის" ფეხბურთელია და თუნდაც ის სამეული, რომელიც წამსვლელთა შორის დავასახელეთ: ამაური, იაკვინტა, ტონი - ბევრია, ძალიან ბევრი და ვნახოთ, რას მოიფიქრებს სენიორ ანტონიო.

პისაროც...

"იუვენტუსის" მესვეურები რომაელ კოლეგებთან ურთიერთობას ბორიელოს ტრანსფერით არ ასრულებენ და სურთ, დავიდე პისაროც გადაიბირონ. ამის შესახებ იტალიურ სპორტულ პრესასთან თვით ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომელიც ტურინული გრანდის სპორტული დირექტორი გახლავთ:

"კონტეს შუა ხაზის გაძლიერება სურს, თანაც ისეთი ფეხბურთელით, რომელსაც ჩაშლა და შექმნა თანაბარი წარმატებით შეუძლია. დავიდეს შესანიშნავი ტექნიკური არსენალი აქვს, ბურთს კარგად ფლობს და თამაშის რიტმსაც აკონტროლებს. რომაელებთან აქტიურ მოლაპარაკებებში მალე ჩავებმევით და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, დავიდე პისაროს გადაბირების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც კონტე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მიკელე პაციენცას ძალიან უჭირს ანდრეა პირლოს შეცვლა. ექს-ნეაპოლელი დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებს, მაგრამ ბურთზე კონტროლის დაწესება და პასების პირლოს დარად რიგება უბრალოდ არ გამოსდის. პისარო თამაშის მანერით ახლოს არის პირლოსთან და სწორედ ანდრეას ალტერნატივად გახლავთ შეგულებული - პაციენცას ტურინული კარიერა კი ძალიან ბუნდოვანია, ამბობენ, რომ "იუვეს" დატოვება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა