"მანჩესტერ იუნაიტედი": რუნის ქეიფი ძვირად დაუჯდა
დიმიტარ ბერბატოვმა ბოლო ორ მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო, მაგრამ ახალი წლის დღეებში მთელი საფეხბურთო მანჩესტერი მაინც უეინ რუნიზე ლაპარაკობდა.

ჯერ იყო და, მანკუნიანელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისური ფეხბურთის 26 წლის ვარსკვლავი აუტსაიდერ „ბლექბერნთან“ (2:3) არ ათამაშა, ახლა კი, 70 წლის სპეციალისტმა თავისი უმთავრესი შეგირდი არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით 240 000 ევროთი დააჯარიმა.

„დეილი მეილის“ ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ რუნიმ „უიგანთან“ მატჩის (5:0 მანჩესტერელთა სასარგებლოდ) შემდეგ ბევრი დალია - იმდენად მაგრად გამოთვრა, რომ მეორე დღეს, ვარჯიშზე ერთობ ცუდად იყო. უეინი საქეიფოდ მეუღლე კოლინთან და თანაგუნდელებთან, ჯონი ევანსთან და დერონ გიბსონთან (მეუღლეებითურთ) ერთად ყოფილა. დილას, ფერგიუსონს არ გასჭირვებია იმის შემჩნევა, რომ რუნი ნაბახუსევი იყო...

მაკედა ქუინზ პარკში გაანათხოვრეს

ამასობაში, „იუნაიტედს“ 20 წლის თავდამსხმელი ფედერიკო მაკედა გამოეთხოვა - მანჩესტერელებმა იტალიელი „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს.

იჯარა თავად იტალიელის დაჟინებული მოთხოვნით შედგა. მაკედა უკმაყოფილო იყო იმით, რომ „იუნაიტედში“ თამაში იშვიათად უწევდა და ფერგიუსონის გუნდის წინა ხაზში შექმნილ უდიდეს კონკურენციას უკვე მეორედ გაექცა.

შეგახსენებთ, რომ ნიჭიერი იტალიელი ფორვარდი 2010 წლის დასაწყისშიც განათხოვრებული იყო - მაშინ მაკედამ სეზონის ბოლო ექვსი თვე გენუის „სამპდორიაში“ გაატარა. „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ მაკედას ნაცნობი თანაგუნდელი ეყოლება: ამ კლუბში რიო ფერდინანდის ძმა, ენტონ ფერდინანდი თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე