წინასაახალწლოდ "ატლანტამ" ჯერ "ნიუ ჯერსი" დაამარცხა, შემდეგ "როკეტსთან" სეზონის პირველი მარცხი იწვნია
წინასაახალწლოდ "ატლანტა ჰოქსმა" ორი მატჩი გამართა, ჯერ "ნიუ ჯერსის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 105:98 დაამარცხა, შემდეგ ჰიუსტონში გაფრინდა და 31 დეკემბერს "როკეტსთან" სეზონის პირველი მარცხი იწვნია - 84:95.

მიმდინარე ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელებმა სტუმრად "ნიუ ჯერსის" 106:70 სძლიეს. იმ თამაშიდანაც ჩანდა, რომ მიმდინარე სეზონში ატლანტელებს გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავთ. ამიტომ, 30 დეკემბერს, საშინაო შეხვედრაში გულშემატკივრები კვლავ "ნიუ ჯერსის" დამარცხებას ელოდნენ. მათი მოლოდინი გამართლდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად უწინდელზე დიდი ძალისხმევა დასჭირდათ.

თავად განსაჯეთ: საფინალო სირენამდე 1:46 წუთით ადრე სხვაობა 2 ქულას შეადგენდა (98:96 "ატლანტას" სასარგებლოდ). თუმცა, დარჩენილ დროში ჯო ჯონსონმა 7 ქულა ჩააგდო და "ქორებს" 105:98 მოაგებინა. ფაჩულიამ მეოთხე პერიოდი მაშინ დატოვა, როცა მისი გუნდი 7 ქულის სხვაობით იგებდა - 90:83. მანამდე კი მან თანაგუნდელებს 11 ქულა შესძინა.

ამერიკელი მიმომხილველები განსაკუთრებულ ყურადღებას მეორე პერიოდში ზაზას თამაშზე ამახვილებდნენ: ერთმანეთის მიყოლებით ჩაგდებული 8 ქულის შედეგად ფაჩულიამ "ჰოქსი" 30:23 დააწინაურა. ეს იყო მატჩში ჯორჯიელთა პირველი გაქცევა.

თამაშის შემდეგ ზაზამ "ნიუ ჯერსისთან" გამართული პირველი შეხვედრაც გაიხსენა:

- რთული მატჩი იყო, მაგრამ მოგება მოგებაა. გახარებული ვარ. ველოდით, რომ წინა მატჩისგან განსხვავებით "ნიუ ჯერსი" უფრო აგრესიულად გვეთამაშებოდა, მაგრამ არ გვეგონა, ბოლო წამებზე თუ გადაწყდებოდა შეხვედრის ბედი. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ ამ შეხვედრას ისეთივე ენერგიით ვერ შევხვდით, როგორითაც წინა მატჩს.

ატლანტა-ნიუ ჯერსი 105:98

ზაზა ფაჩულია: 22:42 წუთი, 11 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 5 სამიანი), 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება, 1 ფოლი, 2 შეცდომა.

I პერიოდი

02:38 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

02:33 ჩაჭრა: 1 (უილიამსს ჩაუჭრა)

02:10 პასი: 1 (ჯონსონი 2ქ, 18:17)

01:33 შეცდომა: 1

00:59 ფოლი: 1

00:10 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

II პერიოდი

11:23 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

11:06 მოხსნა: შეტ-2, დაც-1

11:05 ორქულიანი: არაზუსტი

11:04 მოხსნა: შეტ-3, დაც-1

11:04 ორქულიანი: არაზუსტი

10:42 ორქულიანი: 2ქ (24:21)

08:54 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 26:23)

08:22 ორქულიანი: 6ქ (28:23)

08:00 მოხსნა: შეტ-3, დაც-2

07:42 ორქულიანი: 8ქ (30:23)

07:10 მოხსნა: შეტ-3, დაც-3

06:06 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

01:07 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

00:22 რადმანოვიჩმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

07:06 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

02:55 ორქულიანი: არაზუსტი

02:34 მოხსნა: შეტ-3, დაც-4

01:55 დაფარება: 1 (უილიამსს დაუფარა)

IV პერიოდი

11:15 მოხსნა: შეტ-3, დაც-5

07:36 საჯარიმოები: 2/1 (9ქ, 86:78)

06:55 შეცდომა: 2

06:31 საჯარიმოები: 2/2 (11ქ, 88:81)

05:40 პასი: 2 (მაკგრეიდი 2ქ, 90:83)

05:40 სმიტმა ზაზა შეცვალა

2999

ზედიზედ სამი მოგების შემდეგ "ატლანტა" ჰიუსტონში 84:95 დამარცხდა. პირველ პერიოდში ზაზამ ორი სწრაფი ჯარიმა მიიღო და მწვრთნელმა მის ნაცვლად მოედანზე ჯეისონ კოლინზი შეიყვანა.

საერთოდ, ტეხასური შეხვედრა არც ქართველი ცენტრისთვის იყო დასამახსოვრებელი და არც მისი თანაგუნდელებისთვის. ზაზას სამის ნაცვლად ოთხი რომ მოეხსნა, "ჰიუსტონთან" მატჩი სტატისტიკური თვალსაზრისით მაინც იქნებოდა გამორჩეული - NBA-ში 3000 მოხსნა მოუგროვდებოდა. როგორც მიხვდით, ფაჩულიას ანგარიშზე სადღეისოდ 2999 მოხსნაა. დღეს გამთენიისას მას ეს რიცხვი "მაიამისთან" უნდა დაემრგვალებინა. თბილისის დროით 4:30 საათზე "ატლანტა" "მაიამი ჰიტს" ეთამაშებოდა.

ჰიუსტონი-ატლანტა 95:84

ზაზა ფაჩულია: 12:11 წუთი, 3 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 ფოლი, 1 შეცდომა.

I პერიოდი

04:53 ზაზამ სმიტი შეცვალა

04:37 პასი: 1 (ჯონსონი 2ქ, 15:23)

04:18 ჩაჭრა: 1 (ჰილს ჩაუჭრა)

01:49 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

01:49 ორქულიანი: არაზუსტი

01:49 ფოლი: 1

01:09 ფოლი: 2

01:09 შეცდომა: 1

01:09 კოლინზმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

01:46 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

08:55 ორქულიანი: 2ქ (66:76)

07:31 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

07:29 საჯარიმოები: 2/1 (3ქ, 69:76)

06:42 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

05:19 სმიტმა ზაზა შეცვალა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა