ჩვენებური ბრისბენის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა,სადაც იგი საკვალიფიკაციო ბადეში მე-4 ნომრად განთესეს
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, 21 წლის ანა ტატიშვილმა (89) საჩოგბურთო სეზონი ავსტრალიაში დაიწყო.

ჩვენებური ბრისბენის საერთაშორისო ტურნირში (655 ათასი დოლარი) მონაწილეობდა. იგი საკვალიფიკაციო ბადეში მე-4 ნომრად განთესეს.

ანამ მასპინძელ მონიკ ადამჩაკს 7:6 (5), 2:6, 7:5 მოუგო, აჯობა ქართველმა ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ბულგარელ სესილ კარატანჩევასაც - 7:6 (2), 4:6, 7:6 (2). ამ ორმა ორთაბრძოლამ ტატიშვილი ძალზე დაღალა და ფინალში მან რუს ალექსანდრა პანოვას წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწია - 0:6, 1:6.

საკვალიფიკაციო ბადის ფინალისტობისთვის ანამ 2,6 ათასი დოლარი და 12 სარეიტინგო ქულა მიიღო, მაგრამ შარშან ამავე ტურნირში ტატიშვილმა ძირითად ბადეს უწია, ასე რომ, ჩვენებურმა ქულები დაკარგა (შარშან 20 ქულა დააგროვა, წლეულს - 12).

ჩინურ კვანჟოუში, 50-ათასიან ტურნირში თამაშობდა 21 წლის ოქსანა კალაშნიკოვა (325). მას ბევრი გაუცდა, რეიტინგშიც გვარიანად უკან დაიხია, ამიტომ ჩვენებურს საკვალიფიკაციო ბადეში მოუწია თამაში. მე-3 ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ პირველ წრეში ჩინელი ჟაოქსუან იანი (696) დაამარცხა - 6:4, 6:4. მეორეში კი თავად წააგო ასევე მასპინძელ დი ჟაოსთან (572) - 3:6, 3:6. კალაშნიკოვა ინგლისელ ემილი უებლეი-სმითთან (242) დუეტში წყვილთა ბადეშიც თამაშობს.

აქვე გთავაზობთ გუშინ გამოქვეყნებულ რეიტინგ-ლისტში ქართველთა მდგომარეობას: 89 (-) ანა ტატიშვილი - 744 ქულა; 181 (-) მაკა ჩახნაშვილი - 359; 268 (-1) სოფიო შაფათავა - 208; 325 (-3) ოქსანა კალაშნიკოვა - 150; 390 (-1) ეკა გორგოძე - 109; 433 (-1) სოფიო ქვაცაბაია - 89; 469 (-3) თათია მიქაძე - 78; 818 (+165) ნათია გეგია - 20; 1007 (-2) ანი გოგვაძე - 10; 1208 (+2) მაგდა ოქრუაშვილი - 3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა