"მსოფლიოს სპორტის" გამოკითხვაში გულშემატკივრებმა 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კახა კალაძე დაასახელეს
"მსოფლიოს სპორტის" გამოკითხვაში გულშემატკივრებმა 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კახა კალაძე დაასახელეს. კუთვნილი თასი ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა გამოცემის რედაქციაში მიიღო.

გამოკითხვა უკვე ექვსი წელია ტარდება, წლეულს მასში 1521-მა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 718-მა პირველ ნომრად კალაძე დაასახელა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯილდოვდება არა მხოლოდ გამარჯვებული, არამედ მისი პირველი მწვრთნელიც. კალაძის აღმზრდელი ვანო ყურულაშვილი "მსოფლიო სპორტისგან" 2012 წელს ყოველთვიურ 150-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

"დიდი მადლობა ქართველ ქომაგებს და "მსოფლიო სპორტს" ამ თასისა და აღიარებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იმ დროს, როდესაც სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ამ გამოკითხვით ქართველმა გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩემი მხარდაჭერა.

მართალია, ნაკრებიდან წავედი, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ საქართველოდან და ქართული ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა კალაძემ, რედაქციას საჩუქრად "ჯენოას" 13-ნომრიანი მაისური გადასცა და ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მოგვილოცა.

ყოველთვიური 100-ლარიანი სტიპენდია გადაეცემათ გამოკითხვაში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული დავით თარგამაძისა (474 ხმა) და ჯაბა დვალის (168 ხმა) პირველ დამრიგებლებს - ავთანდილ ნადირაშვილსა და გია მაისურაძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა