ახალი ზელანდიისა და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" შუამარბი სონი ბილ ვილიამსი რაგბი ლიგაში ბრუნდება
ახალი ზელანდიისა და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" შუამარბი სონი ბილ ვილიამსი რაგბი ლიგაში ბრუნდება.

როგორც ავსტრალიური "სანდეი ტელეგრაფი" იუწყება სონი ბილი სიდნეიში დაიდებს ბინას. კონტრაქტი ხუთწლიანია და ამ ხნის განმავლობაში მორაგბე 4 მილიონ დოლარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ სონი ბილ ვილიამსი რაგბი ლიგიდან რაგბიში 2008 წელს გადაბარგდა. ჯერ ფრანგულ "ტულონში" ასპარეზობდა, მერე ახალ ზელანდიაში დაბრუნდა და დღემდე "კრუსეიდერზში" თამაშობს. მან დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოს თასზე "ოლ ბლექსის" გამარჯვებაში.

ვილიამსს კონტრაქტი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან 2012 წლის ბოლოს ეწურება. შესაბამისად, რაგბი ლიგაში ის მხოლოდ 2013 წლიდან იასპარეზებს. მასზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ოფისი საშობაო არდადეგების გამო დაკეტილია და ამიტომ გენერალური მენეჯერი ნილ სორენსენი ამ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს.

"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ სონი ბილ ვილიამსი წლეულს ისევ ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრებში ითამაშებს. ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ზე რაგბის გათამაშებაში და დიდი როლი ითამაშა მსოფლიოს თასზე "ოლ ბლექსის" გამარჯვებაში.

სონი ბილი გამორჩეული მორაგბეა, თავისი განუმეორებელი ხელწერით, რაც რაგბის კიდევ უფრო მრავალფეროვანს და მიმზიდველს ხდის. ჩვენ მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას და იმედი გვაქვს, რომ მომავალი სამი ერის გათამაშებაში, ნაკრებს ისევ დაეხმარება წარმატების მიღწევაში".

აღსანიშნავია, რომ სონი ბილს განზრახული აქვს თავისი საკრივო კარირეაც განაგრძოს. 8 თებერვალს ის პროფესიულ რინგზე რიჩარდ ტუტაკის დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო