ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ზამთრის ციებ-ცხელება "კალჩოში"

ზამთრის ციებ-ცხელება "კალჩოში"

სერია A-ს ოცივე გუნდის სატრანსფერო გეგმების შესახებ მოგითხრობთ, მასალა კი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი
ნაწილი I

საფეხბურთო იტალია სატრანსფერო ციებცხელებაშია ჩართული და სპორტულ პრესაში მეტწილად შემდგარი თუ შესაძლო გარიგებების შესახებ იწერება.

რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი უკვე გაიჩარხა და როგორც ჩანს, კიდევ არაერთი შეთანხმება მიიქცევს ჩვენს ყურადღებას. ძალიან მოკლედ, სერია A-ს ოცივე გუნდის სატრანსფერო გეგმების შესახებ მოგითხრობთ, მასალა კი ორ ნაწილად იქნება გაყოფილი.

ატალანტა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ატალანტა" მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ბერგამოელებს 6 ქულა საჯარიმო სანქციების გამო დააკლეს, გუნდი მაინც იბრძვის ევროსაგზურის მოსაპოვებლად.

რომ არა ეს დაკლებული ქულები, "ატალანტა" დღეს მეხუთე-მეექვსე ადგილებს გაიყოფდა "ინტერთან". ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბერგამოელები აქტიურობას არ აპირებენ და მათი მთავარი დამრტყმელი ძალა კვლავაც ხერმან დენისი იქნება.

ბოლონია

მარკო დი ვაიო ისეთი შედეგიანი ვეღარ არის, როგორიც გასულ სეზონში იყო და გამომდინარე აქედან, გუნდი მხოლოდ მე-17 ადგილზეა სატურნირო ცხრილში. "როსობლუს" გასავარდნი ზონისგან მხოლოდ სამი ქულა აშორებს და გუნდის მიზანიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

ბოლონიელთა ვინმეს მიმართ დაინტერესების შესახებ იტალიურ სპორტულ პრესაში ჯერ არაფერი თქმულა, სამაგიეროდ, გასტონ რამირესს ჰყავს ბევრი მსურველი და კლუბის მესვეურებს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის შესანარჩუნებლად დიდი ოფლისღვრა მოუწევთ. ბოლო ცნობებით, რამირესის მსურველთა რიცხვს ლონდონის "ჩელსი" შეუერთდა.

კალიარი

სარდინიელებს ნახევარდაცვის გაძლიერება აქავთ მიზნად დასახული და რამდენიმე კანდიდატი შერჩეულიც ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი მარკო პაროლოა "ჩეზენადან", რომლისთვისაც სეზონი რთულად დაიწყო, თუმცა შემდეგ ძველებურად ათამაშდა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გარიგება შედგეს, რადგან პაროლოს უფრო ამბიციური გუნდებიც იწვევენ. "კალიარის" მესვეურებს მურიელის გადაბირებაც სურთ "ლეჩედან" და ამბობენ, რომ ამ ტრანსფერის ალბათობა გაცილებით უფრო დიდია.

კატანია

სიცილიელთა მთავარი მიზანია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მაქსი ლოპესი სარფიანად გაყიდონ. არგენტინელი ფორვარდის საბაზრო ღირებულბა 10 მილიონი ევროა და მის მიმართ რამდენიმე გუნდი იჩენს სერიოზულს ინტერესს. განსაკუთრებით აქტუალურია მაქსის "პალერმოში" შესაძლო გადასვლის ამბავი - არადა, ერთი სიცილიური გუნდიდან მეორეში გადაბარგება სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის და ამ ამბავმა შესაძლოა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს.

სულ ცინცხალი ამბავი კი ის გახლავთ, რომ მთავარი გუნდიდან ძირითადი შემადგენლობის კიპერი, მარიანო ანდუხარი მოკვეთეს - მიზეზი ლოპესის იდენტურია, არგენტინელ მეკარეს გაცილებით ძლიერ გუნდში სურს თამაში და სანამ ასეთ ძლიერს მონახავს, "კატანიას" სარეზერვო გუნდთან ერთად მოუწევს ვარჯიში.

ჩეზენა

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ მარკო პაროლოზე დიდი მოთხოვნაა და მის მიმართ არაერთი ამბიციური გუნდი იჩენს ინტერესს. შეგვიძლია დავკონკრეტდეთ და ვთქვათ კიდეც, რომ მარკოს გადაბირება "კალიარის" გარდა, "უდინეზეს", "ლაციოს" და "ფიორენტინას" სურთ. "ჩეზენას" მესვეურთა მტკიცებით, პაროლო სეზონის ბოლომდე სავარაუდოდ არსად წავა და გუნდს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად დაეხმარება.

ასევე, საუბარია იმაზე, რომ ჩეზენელებს "ლაციოდან" ლიბორ კოზაკის გადაბირება სურთ, ჩეხი ფორვარდის, რომელსაც ადრიან მუტუსთან შეწყვილებას უპირებენ. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

კიევო

თერეუ, მოსკარდელი, პელისიერი - ამ სამეულით უტევს "კიევო", თუმცა როგორც ჩანს, ვერონული კლუბის ხელმძღვანელებს მათი ასპარეზობა აღარ აკმაყოფილებთ. ბოლო დროს, ხშირად ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ "კიევოში" "ჯენოას" თავდამსხმელი ანდრეა კარაჩოლო გადაბარგდება. მას შემდეგ, რაც გენუურ კლუბს ალბერტო ჯილარდინომ მიაშურა, კარაჩოლოს ადგილი იქ უბრალოდ აღარ არის და მართლაც დიდია იმის შანსი, რომ კარიერა ვერონაში გააგრძელოს.

ფიორენტინა

მას შემდეგ, რაც ალბერტო ჯილარდინოს "ჯენოაში" გადაბარგების შესახებ გაცხადდა, ნათელი გახდა, რომ "ფიორენტინა" ახალი ფორვარდის ძიებას დაიწყებდა. ასეც მოხდა და უკვე არაერთი თავდამსხმელის გვარი დასახელდა, რომლებსაც იისფერი მაისურას მორგებას უწინასწარმეტყველებენ.

პირველ რიგში, ეს კარვალიო ამაურიზე ითქმის, რომელიც "იუვენტუსში" თავს ზედმეტად გრძნობს და წასვლა აქვს გადაწყვეტილი. არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჯილას გათავისუფლებულ ადგილს "უდინეზეს" ფორვარდი ანტონიო ფლორო ფლორესი დაიკავებს. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ჯენოა

ჯერჯერობით, ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი "ჯენოამ" გაჩარხა, რადგან ამ გუნდში ალბერტო ჯილარდინო იასპარეზებს. ზემოთ ანდრეა კარაჩოლოს შესახებაც ვისაუბრეთ, რომელიც დიდი შანსია "კიევოში" გადაბარგდეს.

გენუური კლუბის პრეზიდენტის, ენრიკო პრეციოზის თქმით, ჯილას შეძენით სატრანსფერო ფანჯარა მისთვის არ იხურება და არ არის გამორიცხული, სულ მალე კიდევ ერთი ხმაურიანი გარიგების შესახებ გაცხადდეს. ლაპარაკია "ჯენოაში" კარვალიო ამაურის გადაბარგების შესახებ, რომელზეც ზემოთ "ფიორენტინას" კონტექსტში ვისაუბრეთ - მოკლედ, ბრაზილიური წარმოშობის იტალიელს ასარჩევად აქვს საქმე და ვნახოთ, რას გადაწყვეტს.

ინტერი

მასიმო მორატიმ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გააქტიურებას არ აპირებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ფინანსური ფეარ პლეის პრინციპების დაცვაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე ახალი ფეხბურთელების შეძენაზე. თუმცა, იტალიურ სპორტულ პრესაში მაინც გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მილანური გრანდი ბრაზილიელი ტალანტის, ლუკასის გადაბირებას ლამობს, რომლის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა. ასევე, აქტიურად საუბრობენ კასტაინოსის იჯარის წესით რომელიმე ნაკლებად ამბიციურ გუნდში გაშვების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არც ეს ცნობა დადასტურებულა.

იუვენტუსი

ჯილარდინოსი არ იყოს, მარკო ბორიელოს ტრანსფერმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. "რომას" უკვე ექს-ფორვარდი "იუვეში" აგრძელებს კარიერას და შეეცდება ტურინული გრანდის მაისურით გაიტანოს გოლები. ბევრი ამ ტრანსფერს სკეპტიკურად შეხვდა, რადგან მარკოს "ჯენოაში" აპარეზობის შემდეგ, ხეირიანი აღარაფერი უქნია - მართალია, ერთი ხანობა "მილანის" ძირითადში იყო, მაგრამ ვერ დავიჩემებთ, რომ მთები გადაატრიალა.

დიდი ხანია ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ამაურიმ, იაკვინტამ და ტონიმ "იუვენტუსი" უნდა დატოვონ - თუ ამ ზამთარსვე მოახერხებენ ახალი გუნდის მოძებნას, მათთვისვე იქნება უკეთესი. თუმცა, სულ ახალი ინფორმაციით, შესაძლოა ვინჩენცო იაკვინტა დარჩეს "ბიანკონერიში" და კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. სულ ბოლო ინფორმაციით, ტურინიდან აბარგება მილოშ კრასიჩმა განიზრახა და ახალი კლუბის ძიებაშია.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა

[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

საქართველო 5:0 ესტონეთი

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"

"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში